06 February 2018
  • 1222 ნახვა

საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი ქართული ავიაკომპანია იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „AK-AIR GEORGIA"-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცა.

ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე „AK-AIR GEORGIA"-ს საკუთრებაში ერთი ერთეული L410UVP E ტიპის საჰაერო ხომალდი იმყოფება, რომლითაც კომპანია ადგილობრივი სამგზავრო რეისების განხორციელებას გეგმავს. 
ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.

საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდა ავიაკომპანია „AK-AIR GEORGIA"-ს ფინანსური მდგომარეობის შეფასება, რაც წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს.

გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რომელიც ავიაკომპანიას 31 იანვარს მიენიჭა, ადასტურებს „AK-AIR GEORGIA"-ს ფინანსურ საიმედოობას, არსებული და მის მიერ პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ავიაგადამზიდველი აგრეთვე აკმაყოფილებს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესით" გათვალისწინებულ მოთხოვნებს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ.

 

მსგავსი
27 July 2018

გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართება

29 ივლისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ...

26 July 2018

4 აგვისტოს თუშეთობა 2018 გაიმართება

4 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპ...

22 June 2018

პირველი ორიგინალური დიზაინის სასტუმრო კემპინგის და კომფორტის მოყვარულებისთვის

ამბროლაურში, სოფელ კრიხში კემპინგის და კომფორტის მოყვარულებისთვის სრულიად განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო გაიხსნა. ულამაზესი ...

31 May 2018

გველეთის ჩანჩქერზე ვიზიტი ფასიანი გახდა?!

ყაზბეგში, სოფელ გველეთში არსებულ ჩანჩქერზე ვიზიტი ფასიანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გიდებისგან გახდა ცნობილი. მა...

31 May 2018

თუშეთის გზა გაიხსნა

თუშეთის გზა გაიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Reginfo.ge ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე...

25 May 2018

დუბაიში პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდანაც შესრულდება

დუბაი - ქუთაისი - დუბაი პირდაპირი რეისები 14 ივნისიდან შესრულდება. ავიაკომპანია FlyDubai რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებ...

17 May 2018

ევროპის 5 ახალი მიმართულება ქუთაისიდან

ავიაკომპანია WizzAir-ი მაისის თვეში ევროპის კიდევ 5 მიმართულებით იწყებს ფრენებს. 17 მაისს პირველი რეისი შესრულდება რომის, პარიზ...

18 April 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და ს...

05 April 2018

Wizzair-ი ქუთაისიდან ფრენებს ევროპის კიდევ ერთ დედაქალაქში შეასრულებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეისებს კიდევ ერთ ევროპულ დედაქალაქში შეასრუ...

26 March 2018

საქართველოს მოქალაქეები ალბანეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ორივე ქვეყნის საგარეო საქმე...