06 February 2018
  • 891 ნახვა

საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი ქართული ავიაკომპანია იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „AK-AIR GEORGIA"-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცა.

ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე „AK-AIR GEORGIA"-ს საკუთრებაში ერთი ერთეული L410UVP E ტიპის საჰაერო ხომალდი იმყოფება, რომლითაც კომპანია ადგილობრივი სამგზავრო რეისების განხორციელებას გეგმავს. 
ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.

საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდა ავიაკომპანია „AK-AIR GEORGIA"-ს ფინანსური მდგომარეობის შეფასება, რაც წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს.

გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რომელიც ავიაკომპანიას 31 იანვარს მიენიჭა, ადასტურებს „AK-AIR GEORGIA"-ს ფინანსურ საიმედოობას, არსებული და მის მიერ პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ავიაგადამზიდველი აგრეთვე აკმაყოფილებს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესით" გათვალისწინებულ მოთხოვნებს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ.

 

მსგავსი
18 September 2017

ახალი სერვისი WizzAir-ისგან - ცვლადი თანამგზავრი

ავიაკომპანია WizzAir-ი მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს.   ცვლადი თანამგზავრის სერვისი საშუალებას გაძლევთ, ...

15 September 2017

ბორდოში ქართული ღვინის გამოფენა გაიხსნა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში  ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა – „საქა...

08 September 2017

ელტონ ჯონის კონცერტი წელს აღარ გაიმართება

ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში წელს აღარ გაიმართება. ამის შესახებ SOLO-ში პრესკონფერენციაზე გ...

07 September 2017

ქუთაისიდან ფრენები კიდევ ერთი მიმართულებით განხორციელდება

ავიაკომპანია Wizz Air-ი კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს. ქუთაისიდან ფრენები ვროცლავის მიმართულებით შესრულდება. პოლონეთ...

31 August 2017

ბათუმობა 2-3 სექტემბერს გაიმართება

წელს, ბათუმობა აჭარაში 2-3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოე...

30 August 2017

თბილისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

ახალი, დაბალბიუჯეტიანი აზერბაიჯანული  ავიაკომპანია Buta Airways თბილისის მიმართულებით ფრენას 1 სექტემბრიდან იწყებს."ტ...

22 August 2017

მარტვილის და ოკაცეს კანიონებზე და პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეებში ფასები იზრდება

დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურისტულ პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ...

22 August 2017

პრომეთეს მღვიმეში ბილეთის ფასები გაიზარდა

დღეიდან პრომეთეს მღვიმის ვიზიტორებს ბილეთის გაზრდილი ფასის გადახდა მოუწევთ. ახალი ფასების შესახებ ინფორმაცია ტურ...

17 August 2017

მთიანი აჭარის ტურისტულ ადგილებს შავი ტბა შეემატა

მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი “შავი ტბა” შეემატა. სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი ტბა გოდერძის უღ...

09 August 2017

დუბაის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს Georgian Airways-ი იწყებს

2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“, საჰაერო მიმოსვლას კიდ...