15 February 2018
  • 2040 ნახვა

საქართველოში კლასიკური ავტომობილების რბოლა გაიმართება

პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა გაიმართება. პროექტის მხარდაჭერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. ღონისძიება ცნობილი ავტომრბოლელი ქალის, ზოე ვითაკერის ინიციატივით დაიგეგმა. პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა.

ავტორალთან დაკავშირებით დეტალები საზოგადოებას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორმა მაკო აბაშიძემ და ავტომრბოლელმა ზოე ვითაკერმა გააცნეს. „ ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წინა პლანზე წამოწევას, ავტორალთან დაკავშირებით ვგეგმავთ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების ჩამოყვანას.“ განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

"საფრანგეთში ერთ-ერთ რბოლაზე იყო ქართველი, რომელმაც ფრანგული ღვინის დაგემოვნებისას მითხრა, რომ ის ღვინო არც ისე კარგი იყო და თუ ვინმეს საუკეთესო ღვინის დაგემოვნება უნდოდა, აუცილებლად უნდა გაესინჯა ქართული ღვინო. ეს ხმამაღალი განაცხადი იყო. მას შემდეგ დრო გავიდა, თუმცა მე სულ მახსოვდა, რომ საქართველო უნდა მენახა, ამის შემდეგ საქართველოში სამჯერ ვიმოგზაურე", - განაცხადა ზოე ვითაკერმა.

რბოლა მაისშია დაგეგმილი და 4 დღეს გაგრძელდება. ღონისძიების მონაწილეები მოივლიან კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ქალაქებს, სოფლებს, ასევე გაეცნობიან ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას. რბოლა თბილისიდან დაიწყება და თბილისშივე დასრულდება. გარბენის მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია.

ზოე ვითარეკის ცხოვრება კლასიკურ ავტომობილებსა და რბოლებთან არის დაკავშირებული. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ რბოლებში, როგორიცაა RAC/Chrysler და Alpine Chalange და Paris Tu Marrakesh. საგულისხმოა, რომ მან რამდენიმე წელი იმუშავა და კარიერული წინსვლა დაიწყო "ფორმულა 1"- ში. ზოე მართავდა ბევრისთვის ისეთ საოცნებო ავტომობილებს, როგორიც არის, კლასიკად ქცეული 1957 D-type jaguar და 1996 corvette Stingray, ასევე თანამედროვე Porsche gt4 და lamborgini aventador. ზოეს დაგეგმილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი ტურების მოწყობა. მაისში, საქართველოში დაგეგმილი ავტორბოლა, სწორად ამ ტურის ნაწილი და დასაწყისია, რომელიც მომავალ წელს სამხრეთ ამერიკაში გაიმართება და ჩინეთში დასრულდება.

პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორის მაკო აბაშიძის განცხადებით, რბოლა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. "ეს არის ძალიან საინტერესო ისტორიული პროექტი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო გახდება კოლექციონერების და მანქანის მოყვარულების ახალი მიმართულება. დაგეგმილი გვაქვს, რომ პროექტი ყოველწლიურად განხორციელდეს. რბოლა ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავს და სწორედ ამ თარიღს ვუძღვნით ჩვენს ღონისძიებას", - განაცხადა მაკო აბაშიძემ.

რბოლის მარშრუტი დაიგეგმა საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციისა და კომპანია „ტრანსპორტის უსაფრთხოების კონსულტანტების“ მხარდაჭერით. მარშრუტი მოიცავს როგორც ნაკლები სირთულის გზებს, ასევე ციცაბო აღმართებსა და ითვალისწინებს შეჯიბრის ელემენტებსაც.

ავტორბოლა


მსგავსი
05 October 2018

თბილისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ქართული ავიაკომპანიაც შეასრულებს

რომი, დიუსელდორფი, ბუდაპეშტი, მიუნხენი, ათენი - ავიაკომპანია “Myway Airlines” ახალ მიმართულებებზე ფრენები ზ...

19 September 2018

WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს

Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...

11 September 2018

თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი ევროპის მიმართულებით იწყებს ფრენებს. როგორც „ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, MyWay...

22 August 2018

WizzAir-ი ქუთაისი - ბუქარესტის ფრენებს წყვეტს

ავიაკომპანია WizzAir-ი ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ბოლო რეისი ქუთაისი-ბუქარესტი და ბუქარესტი-ქუთაისის მ...

27 July 2018

გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართება

29 ივლისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ...

26 July 2018

4 აგვისტოს თუშეთობა 2018 გაიმართება

4 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპ...

22 June 2018

პირველი ორიგინალური დიზაინის სასტუმრო კემპინგის და კომფორტის მოყვარულებისთვის

ამბროლაურში, სოფელ კრიხში კემპინგის და კომფორტის მოყვარულებისთვის სრულიად განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო გაიხსნა. ულამაზესი ...

31 May 2018

გველეთის ჩანჩქერზე ვიზიტი ფასიანი გახდა?!

ყაზბეგში, სოფელ გველეთში არსებულ ჩანჩქერზე ვიზიტი ფასიანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გიდებისგან გახდა ცნობილი. მა...

31 May 2018

თუშეთის გზა გაიხსნა

თუშეთის გზა გაიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Reginfo.ge ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე...

25 May 2018

დუბაიში პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდანაც შესრულდება

დუბაი - ქუთაისი - დუბაი პირდაპირი რეისები 14 ივნისიდან შესრულდება. ავიაკომპანია FlyDubai რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებ...