კონფერენცია თემაზე ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქ. თბილისში 14 აპრილს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ატარებს ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და მათი ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.

კონფერენციის პრიორიტეტული მიმართულებებია "ტურიზმის სტრატეგია 2025"-ით განსაზღვრული საკითხები.

ტურისტული კონფერენცია

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც.

ნაშრომი უნდა იყოს ინდივიდუალურად შესრულებული და უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ მეხუთე სტრატეგიული მიზნის ერთ-ერთი სპეციფიკური ამოცანის შესრულებას:

5.1. სტრატეგიაში განსაზღვრული პრიორიტეტული პროდუქტებისა და ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა.

აღნიშნული ამოცანის ქვეშ შეიძლება გავაერთიანოთ ისეთი ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება როგორიცაა, მაგალითად: ღვინის ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი, MICE ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, კულინარიული ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი, გამაჯანსაღებელი ტურიზმი და სხვა. უპირატესობა მიენიჭება საქართველოში ინოვაციურ ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებულ თემებს.

ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tourismconference@gnta.ge.

ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 29 მარტი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %