02 March 2018
  • 2080 ნახვა

უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

იუსტიციის სამინისტრომ უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შექმნა 
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შეიქმნა. აპლიკაციის პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამართა. პრეზენტაციის შემდეგ აპლიკაცია მართვაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა. 
აპლიკაცია აქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება, ჩაინიშნონ შენგენის/ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა. 
მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ სწორად დათვალოს 180-დღიან პერიოდში დასაშვები 90 დღე, რათა უნებურად არ დაარღვიოს უვიზო მიმოსვლის წესები. 
აპლიკაცია მარტივია და მოქალაქეებს აძლევს საშუალებას:
• შეინახონ შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორია (მათ შორის, ქვეყნების მითითებით);
• გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა; 
• სოციალურ ქსელებში გააზიარონ კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაცია. 
აპლიკაციას აქვს სამენოვანი ინტერფეისი: ქართული, ინგლისური და რუსული. 
აპლიკაცია დამხმარე ხასიათისაა და ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას. „Schengen/EU APP“-ს, ცხადია, არ გააჩნია რაიმე იურიდიული ძალა. აპლიკაცია სრულად შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე.
„Schengen/EU App“ შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით. მოგზაურობის დღეების გამომთვლელი აპლიკაციის წარდგენის შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან შენგენის ზონაში მოგზაურობის დღეების გამომთვლელი აპლიკაცია „Schengen/EU App“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა, რის შემდგომაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს აპლიკაციის მართვასა და მხარდაჭერას.


მსგავსი
09 March 2016

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სავარაუდოდ ზაფხულისთვის ამოქმედდება

ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ამოქმედდება. შესაბამისი განცხადება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერე...

04 March 2016

ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისები მესტიის და ნატახტრის მიმართულებით შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახალ შიდა ავიამიმართულებებს...

03 February 2016

Turebi.ge-ს შეხვედრა პარტნიორებთან და განახლებული პორტალის პრეზენტაცია

...

21 January 2016

გუდაურში მოთხილამურე პატრულის საპილოტე პროექტი დაიწყო

დღეიდან გუდაურის სათხილამურო კურორტის სასრიალო ტრასებზე უსაფრთხოებას სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14 მოთხილამურე პატრული გააკონ...

15 January 2016

სამთო კურორტებზე შეიძლება პატრულირება დაიწყოს

საქართველოს სამთო კურორტებზე უსაფრთხოების წესების რეგულირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის...

14 January 2016

საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია - 14 იანვრის მონაცემები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მგ...

08 January 2016

ზვავსაშიშროების გამო გუდაურისკენ მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული...

04 January 2016

საავტომობილო გზებზე არსებული შეზღუდვები - 4 იანვრის მდგომარეობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის სპეცია...

23 December 2015

საქართველო იმ საუკეთესო ქვეყნების სიაში შევიდა, რომელიც 2016 წელს უნდა მოინახულო

პოპულარული ტურისტული პორტალი Travel And Leisure ყოველწლიურად აქვეყნებს იმ 50 საუკეთესო ქვეყნების სიას , რომლებსაც მომდევნო წელს უნ...

07 December 2015

შეზღუდვები საავტომობილო გზებზე - 7 დეკემბრის მდგომარეობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტ...