დუბაიში პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდანაც შესრულდება

დუბაი - ქუთაისი - დუბაი პირდაპირი რეისები 14 ივნისიდან შესრულდება. ავიაკომპანია FlyDubai რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

გარდა ამისა, 17 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო.

მეორე ხომალდის ბაზირებასთან ერთად ავიაკომპანიამ კიდევ 5 ახალი მიმართულება: პარიზი, პრაღა, ბარსელონა, რომი და ათენი დაამატა

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %