45
1 ივლისიდან ფასის ლარში მითითება სავალდებულო ხდება
23 ივნისი 2017
2017 წლის 1 ივლისიდან მეწარმე ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი მიუთითოს ლარში. ცვლილება ეხება იმ ტურისტულ კომპანიებსაც, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ საქართველოში. შესაბამისად, აღნიშნულმა კომპანიებმა ვებ-გვერდზე www.Turebi.Ge ტურის განთავსებისას ფასი უნდა მიუთითონ ლარში.
საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური განახორციელებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარით განისაზღვრა. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას, მეწარმე სუბიექტი 5000
...