WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს
Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...
რომი, დიუსელდორფი, ბუდაპეშტი, მიუნხენი, ათენი - ავიაკომპანია “Myway Airlines” ახალ მიმართულებებზე
ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შემდეგი განრიგებით შესრულდება:
მთიან აჭარაში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა, მარშრუტი სოფელ ღორჯომიდან, მთა ლენკარის გავლით კურორტ ბახმაროზე სრულდება.
ტურისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მთიანი აჭარის მონახულებით, ახალი ბილიკის საშუალებით შეძლებენ სოფელ ღორჯომში კასკადოვანი ჩანჩქერების, ოდებისა და მეჩეთების მონახულებას, ასევე ახალი ბილიკით შესაძლებელია მთა ლეკნარისა და ბახმაროს მონახულებას.
ტურისტული მარშუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა.
მესტიიდან ჰაწვალის კურორტზე ასასვლელად მხოლოდ რამდენიმე წუთი იქნება საჭირო. მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება.
საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმის, რომლის სიგრძე 1200 მეტრია.
ჰაწვალის კურორტი მესტიიდან 8 კილომეტრითაა დაშორებული. ახალი საბაგირო ჰაწვალს მესტიის მუზეუმი მიმდებარე ტერიტორიიდან დაუკავშირდება.