WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს
Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...
ავიაკომპანია Flydubai ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს. 14 ივნისიდან დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს.
ავიაკომპანია Flydubai 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაისმიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს.
თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც Flydubai იფრენს.
2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა (24 საათი და მეტი) 380 895-ს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2017 წლის 9 თვეში მეზობელი ქვეყნების გარდა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანიდან, საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წელს, ყველაზე ხშირად დათვალიერებული ტერიტორიების ხუთეული ასე გამოიყურება: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია და ოკაცეს კანიონი.
სიის მიხედვით, პირველ ხუთეულს დიდად არ ჩამორჩება ბათუმი, მესტია, კახეთის რეგიონი და თუშეთი.
ბახმარო ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს და პროფესიონალებს ევროპის ქვეყნებიდან წელს პირველად უმასპინძლებს. კურორტს დეკემბერში 60 ევროპელი ტურისტი და მედიის წარმომადგენელი ეწვევა და მოხდება მისი, როგორც სათხილამურო კურორტის ათვისება.
აღნიშნულ ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
ავიაკომპანია Wizz Air-ი კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს. ქუთაისიდან ფრენები ვროცლავის მიმართულებით შესრულდება.
პოლონეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში Wizz Air-ი ფრენებს 31 მარტიდან შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
ავიარეისები შესრულდება კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს. ერთი გზის ავიაბილეთის ფასი 79.99 ლარიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.