44
გრიბოედოვი ტფილისში - სპეციალური ტური რუსულენოვანი ტურისტებისთვის
20 თებერვალი 2017
რუსულენოვან ტურისტებს „მარანი გრიბოედოვზე“ და ისტორიკოსი ვლას ვაწაძე თბილისის განსხვავებულ ტურს სთავაზობენ. „გრიბოედოვი ტფილისში“ - ასე ჰქვია ტურს, რომელიც რუსი მწერლისა და დიპლომატის, ალექსანდრე გრიბოედოვის თბილისურ ცხოვრებას უკავშირდება. ტური იმ ადგილებს მოიცავს, რომელთანაც დაკავშირებულია ალექსანდრე გრიბოედოვის სახელი. მწერლის ცხოვრების პარალელურად გიდი ტურისტებს გააცნობს ძველი თბილისის ბოჰემას და საინტერესო ისტორიებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის ქორწინებას და თბილისურ ეპიზოდებს.
„გრიბოედოვი ტფილისში“ გაბრიაძის თეატრიდან დაიწყება, გაგრძელდება შავთელის ქუჩით (ბარათაშვილის სავარაუდო სახლთან), ერეკლე II-ის მოედნით, სიონის ეკლესიით, აბანოთუბნით, გუდიაშვილის სკვერით, ყავაზე შესვენებისთვის ტურისტები ისტორიულ კაფე „პურპურში“ შეჩერდებიან, იქიდან კი მთაწმინდის პანთეონში გადაინაცვლებენ და ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავს მოინახულებენ. ტური ისტორიულ მარანში, ახლა „მარანი გრიბოედოვზე&
...