WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს
Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბარსელონას მიმართულებით ფრენის დაწყებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Tav Georgia ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირდაპირი რეისების განხორციელება 5 ივლისიდან დაიწყება და სავარაუდოდ, ზაფხულის სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება ინტენსივობას, ფრენა კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს შესრულდება.
მესტიიდან ჰაწვალის კურორტზე ასასვლელად მხოლოდ რამდენიმე წუთი იქნება საჭირო. მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება.
საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმის, რომლის სიგრძე 1200 მეტრია.
ჰაწვალის კურორტი მესტიიდან 8 კილომეტრითაა დაშორებული. ახალი საბაგირო ჰაწვალს მესტიის მუზეუმი მიმდებარე ტერიტორიიდან დაუკავშირდება.
ბახმარო ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს და პროფესიონალებს ევროპის ქვეყნებიდან წელს პირველად უმასპინძლებს. კურორტს დეკემბერში 60 ევროპელი ტურისტი და მედიის წარმომადგენელი ეწვევა და მოხდება მისი, როგორც სათხილამურო კურორტის ათვისება.
აღნიშნულ ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე.
ბოლო წლებში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში ხვდებოდა, რომელთა მოქალაქეებს ალბანეთში გამგზავრება უვიზოდ, ზაფხულის პერიოდში შეეძლოთ. ახლა ეს შესაძლებლობა მათ ნებისმიერ სეზონზე ექნებათ.
„საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია, ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების საიტზე.
ბოლო თვეებში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი რამდენიმე ქვეყანამ გააუქმა, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინამ და სერბეთმა.