19 May 2019
  • 1885 ნახვა

სასიამოვნო სიახლე ქართული ტურისტული კომპანიებისთვის

თუ თქვენი ტურისტული კომპანია დარეგისტრირებულია Turebi.ge -ზე, 2019 წლის 20 მაისიდან თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, პლატფორმიდან გაუსვლელად, გაყიდოთ სადაზღვევო კომპანია უნისონის სამოგზაურო დაზღვევა. პაკეტების მრავალფეროვნება და საუკეთესო პირობები დაგეხმარებათ დამატებით შემოსავლის გენერირებაში და მიიღოთ ფინანსური სარგებელი.

რატომ უნისონი:

  • სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით უნისონი ბაზარზე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს
  • დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ექსკლუზიურად იუსტიციის სახლში, თბილისის აეროპორტში და ონლაინ.
  • უნისონის პარტნიორები არიან ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიც არიან GASA; Fly.ge; ვი თი ბი ბანკი, ავია. ჯი და სხვა

უნისონის მომსახურების უპირატესობებია:

  • ექსკლუზიური დამატებითი დაფარვები:  ბარგის დაზღვევა, მგზავრის მოულოდნელი რისკების დაზღვევა, უბედური შემთხვევის დაზღვევა და მოგზაურობის გაუქმების დაზღვევა.
  • მაღალი ლიმიტები - სამედიცინო მომსახურების მიღება დამატებითი ხარჯის გაწევის გარეშე.
  • მუდამ ხელმისაწვდომი - 24/7-ზე მომსახურების მიღების ონლაინ შესაძლებლობა ქოლ-ცენტრის, ჩათისა და აპლიკაციის გამოყენებით.
  • მინიმალური ფრანშიზა -   ყველაზე დაბალ არაანაზღაურებადი მინიმუმი (70 ევრო), რაც პირდაპირ ამცირებს ხარჯებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას.
  • გლობალური დაფარვა  - EUROPE ASSISTANCE  უნისონის პარტნიორია, რომელიც შესაძლებელს ხდის მსოფლიოს 200 ქვეყანაში, 750 000-მდე პროვაიდერ კლინიკაში მომსახურების მიღებას თანაგადახდის პრინციპით.
  • APP - მობილური აპლიკაციას აქვს ყველა საჭირო ფუნქცია: 24/7 ჩატი, გამოყენების ინსტრუქცია, შემთხვევის დაფიქსირება, ანაზღაურების მოთხოვნა.
  • ბენეფიტები - უნისონი მუდმივად ცდილობს გაახალისოს თავისი დაზღვეულები სხვადასხვა სამოგზაურო აქსესუარებით.

ტურისტული კომპანიის სარგებელი:

  • პოლისების გამოსაწერი მარტივი პლატფორმა
  • მუდმივი კომუნიკაცია მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
  • მოქნილი საკომისიო სისტემა
  • ბრენდირებული საჩუქრები
  • საინტერესო ღონისძიებები

Turebi.Ge გირჩევთ  ისარგებლოთ უნისონის სამოგზაურო დაზღვევით და ერთობლივად გავაგრძელოთ წინსვლა წარმატებისკენ!


მსგავსი
10 November 2015

ბაკურიანი ზამთრის სეზონს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება

ზამთრის სეზონი ბაკურიანსა და გუდაურში ოფიციალურად 13 დეკემბერს იხსნება. კურორტი ბაკურიანი ამ სეზონს რამდენიმე მნიშნელოვანი სიახლით...

30 October 2015

როშკა - არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავში...

21 October 2015

ზამთრის სეზონი წელს 5 დეკემბრიდან გაიხსნება

საქართველოში ზამთრის ტურსიტული სეზონი ბოლო 20 წლის განმავლობაში წელს ყველაზე ადრე დაიწყება. მთის კურორტების განვითარების კომპან...

15 September 2015

სიღნაღში ფესტივალი "არტგურმანი 2015" გაიმართება

  19 სექტემბერს, სიღნაღში, ქართული პროდუქციის ფესტივალი „არტგურმანი 2015“ გაიმართება. ღონისძიება 12:00-19:00 საათამდე ჩატა...