ბერლინში სკოლის მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

1 აგვისტოდან ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო გახდა. პროექტის მიზანია ოჯახების მგზავრობის ხარჯების შემცირება და ახალგაზრდების წახალისება ისარგებლონ ტრანსპორტით.

ამ კვირას ბერლინისა და ბრანდერბურგის სატრანსპორტო ასოციაციამ (VBB) შემოიღო ახალი ორი სახის ბილეთი. სკოლის მოსწავლეებსა და სტაჟიორებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო და შემცირებული ტარიფების ბილეთებით.

პირველი ტიპის ბილეთით - Schülerticket - სარგებლობა შეუძლია სკოლის მოსწავლეებს და ბავშვებს 6 წლის ზემოთ. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა დადის თუ არა ბავშვი ბერლინის სკოლაში. ბავშვებს უბრალოდ სჭირდებათ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (ID). ბილეთი მოქმედებს ბერლინის AB ზონაში, რომელიც თითქმის მთელ ქალაქს მოიცავს.

უფროსკლასელებსა და სტაჟიორებსაც შეეხოთ სხვადასხვა სახის შეღავათები. მათ შეუძლიათ ისარგებლონ მეორე ტიპის ბილეთით - AzubiTicket, რომელიც მოქმედებს ბერლინისა და ბრანდერბურგის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და წელიწადში ღირს €365 ანუ 1 ევრო დღეში. ასეთი სამგზავრო ბილეთის მისაღებად, VBB-მ უნდა შეამოწმოს დაწესებულება სადაც სწავლობს ან სტაჟირებას გადის კონკრეტული ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %