ბატეთის ტბა

ქარელის რაიონში ძამას ხეობას თუ აუყვები, ერთ ადგილას გადასახვევი შეგხვდება. იქიდან უკვე ფეხით უნდა აუყვე ბატეთის ტბამდე. გზა სამი კილომეტრია, ტალახიანი, მცირე აღმართებით, მაგრამ ტყეზე გადის და ამიტომ ასვლა შედარებით იოლია. მარშუტი ერთდღიანია, თუმცა სურვილისშემთხვევაში კარვების გაშლაც შეიძლება. ბატეთის ტბა  მეწყერული წარმოშობისაა. ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს და ნაპირი არ გააჩნია. შერეული ტყით დაფარული გორებითაა გარშემორტყმული და ტბაში წითელ წიგნში შემავალი ტრიტონი ბინადრობს. ტბაში ბანაობა სასურველი არაა. უფრო მეტიც - მიუდგომელია, რადგან ციცაბო ნაპირები აქვს. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც დაქირავებული ტრანსპორტით, ასევე ავტოსტოპით. ქარელამდე მატარებელიც მიდის, რომელიც ძალიან იაფი  ღირს. ქარელიდან კი ავტოსტოპით წახვალ ან ადგილობრივ მძღოლს მოურიგდები, აგიყვანს და უკანაც დაგხვდება. 994274_10200949687217520_642712812_n მზიან ამინდში ასეთი ხედები იშლება გზადაგზა. 996186_10200949548854061_918934966_n ბატეთის ტბა ზაფხულში, როცა ყველაფერი მწვანეა. ბატეთზე ძალიან ბევრი კოღო იცის, ამიტომ წასვლისას აუცილებლად უნდა იქონიო თან რამე, კოღოს საწინააღმდეგო.  იმის მიუხედავად, რომ ძალიან მცირე ზომისაა, გარშემო შემოსავლელად ჯაგებში და ბარდებში მოგიწევთ ძრომიალი. 998384_10200949635856236_132936596_nტბის ცალ მხარეს შვიტებით დაფარული "მინდორია". სინამდვილეში ეს წყალზეა ამოსული და ნაპირთან მიახლოებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინო. 1045003_10200949645616480_372211182_nშვიტა ახლოდან... 1005402_10200949672617155_1101939381_n   1016652_10200949680457351_1267672360_n   1044683_10200949608415550_2074710098_n ტბის მისადგომებთან. b072cea54d59e8aeb322a19625f7b9b2 ბატეთი განსაკუთრებულად ლამაზი შემოდგომით, მზიან და თბილ ამინდებშია, როცა ტყე წითელ-ყვითელი ფერებით იფარება. Bateti_lake_in_fall_2 რაც შეეხება საბანაკე ადგილებს, ტბის გარშემო ტყეში რამოდენიმე ადგილას შეიძლება კარვის გაშლა. აქვე წყალიცაა. მათ, ვისაც კოღო არ უყვარს, შეუძლიათ გადასახვევთან არსებულ დიდ მინდორზე დაბანაკდნენ, ოღონდ ამ შემთხვევაში ტბამდე ასვლა და მერე უკანვე ჩამოსვლა მოუწევთ, რაც შეიძლება მიმზიდველი არ იყოს. dsc2369
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %