9 მიზეზი, რის გამოც მოგზაურობისგან თავი არ უნდა შეიკავო

მოგზაურობა ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება საკუთარ თავს ადამიანმა გაუკეთოს. თუმცა გარშემომყოფებისგან ბევრ და კიდევ უფრო მეტ მიზეზს, არგუმენტს და აზრს მოისმენთ იმის შესახებ, თუ რატომ უნდა დარჩე სახლში...

1. ისინი შენს ენაზე არ ლაპარაკობენ

“იმათში" რასაკვირველია ყველა ის ადამიანი მოიაზრება, რომელიც "სხვა" ქვეყნებში ცხოვრობენ. აი ისინი, ინგლისურად, გერმანულად, პოლონურად, ბერძნულად და ა.შ. რომ საუბრობენ.  მათ ვერაფერს გააგებინებ და იძულებული გახდები ცოტა ხნით მიმად გადაიქცე და ჟესტების ენაზე ელაპარაკო. და რა გეშველება რესტორანში საჭმელის შეკვეთისას? ყოველთვის ალალბედზე უნდა შეუკვეთო და რამე საოცრება მოგიტანონ. სინამდვილეში: ნებისმიერ ქვეყანმაში იპოვი მარტივ სასაუბროს. ბოლოსდაბოლოს, მაკდონალდსი არსებობს. და ენის შესწავლის შესანიშნავი შანსიც გაქვს.

2. ეს ძალიან საშიშია

ტელევიზორის ჩართვისას უბედური შემთხვევები და საშინელი ამბები ერთმანეთს ცვლის. მთელ მსოფლიოში ქაოსია გამეფებული, ზოგს იტაცებენ, ზოგ ტურისტებს მახეში აბამენ და ფულს სცინცლავენ... და საავადებები! რამდენი უცხო და ეგზოტიკური დავადებაა, რომელიც ცივილიზებულ ქვეყნებში არც გაუგიათ. და აცრები უნდაგაიკეთო! ჯობია სახლში დარჩე და დივანზე წამოწოლილმა მშვიდად დაიჭირო ხელში ტელევიზორის პულტი - უცხო ქვეყნები ეკრანზეც კარგად ნახავ. სინამდვილეში: საშინელი ამბები ყველგან ხდება. მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტა კი არც ისე გონივრული საქციელია. 13766755945_36322ef89e_z

3. საჭმელი უჭვეულოა

ზოგ ქვეყანაში ადამიანები მწერებს და მატლებს ჭამენ. ზოგგან ბაყაყის ხორცი უყვართ, გველიც შეიძლება შემოგთავაზონ.  ხილიც ისეთი უცნაურია, შეიძლება სახელიც ვერ გამოთქვა სწორად. შეიძლება შენმა კუჭმა არ მიიღოს და გამარჯობა, მოგზაურის დიარეავ. უკიდურეს შემთხვევაში, მაკდონალდსი ყველგანაა! სინამდვილეში: არავინ არაა ვალდებული, უცხო საკვები გასინჯოს. თუმცა, თუ არ გასინჯავ, ვერასოდეს გაიგებ რა მოგწონს. თანაც, მედიკამენტები მუდამ ხელმისაწვდომია.

4. უცნაური წესები და რიტუალები აქვთ

სხვა ქვეყნები... უჩვეულო წესებით, რიტუალებით და ტრადიციებით. ხომ იცით, ზოგ ქვეყანაში იატაკზე მჯდომები რომ მიირთმევენ საჭმელს? ზოგგან კი ლეპრეკონების, ფერიების და ელფების სჯერათ... ზოგგან სახლში შესვლისას ფეხზე გახდევინებენ და ზოგგან კიდევ დრეს-კოდი აქვთ და თავსაფრის გარეშე ვერ გაივლი.  რამდენიც არ უნდა წაიკითხო, ისწავლო და იზეპირო, ცოტა ხანში მაინც დაგავიწყდება, ან რომელიმე მათგანი გამორძება და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდები სინამდვილეში: ვინმე აუცილებლადმიგითითებს და სულაც არაა უხერხული, შენ რომ ტურისტი ხარ, ტურისებისგან კი რაიმეს დავიწყება არავის უკვირს.

5. საშიშ ადგილებში მოგიწევს ძილი

ჩვენ ყველას საკუთარ კომფორტულ და ფუმფულა საწოლში გვიყვარს ძილი. რატომ უდნა დავიციძოთ უცხო, მოუხერხებელ საწოლში მას შემდეგ, რაც ნახევარ მსოფლიოს გავივლით? რა გარანტიაა, რომ სატუმროს, ჰოსტელის ან გესთჰაუზის ოთახში სუფთა და გაწიკწიკებული ლოგინი დაგვხვდება? ან ჰოსტელში სხვა ადამიანებთან ერთად ღამისთევა... ბრრ.... სინამდვილეში: ყველაფერი ასეთი საშინელი ნამდვილად არაა. ნუთუ უზარმაზარ გამოცდილებაზე მხოლოდ ლოგინის გამო იტყვი უარს? უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლია საკუთარ საძილე ტომარაში დაიძინო. 12690510025_80029e5f37_z

6. ჭუჭყი, ყველგან ჭუჭყი

მსოფლიოს ტურისტული ადგილები სულაც არაა ისეთი , როგორიც ფოტოებზე. ტურისტების უზარმაზარი ნაკადი ყველაფერს აფუჭებს და აჭუჭყიანებს. ვენეციის რომანტიკულ არხებს არასასიამოვნო არომატი ასდის, აზიის ქვეყნებში კი მზად უნდა იყო ენით აუწერელი ჭუჭყისთვის. ხელის სანიტაიზერი ტურისტის კეთილი მეგობარია. უკეთეს შემთხვევაში კი ჯობია არაფერს შეეხო. სინამდვილეში: პრინციპში, მართალია. უბრალოდ, ზოგჯერ ხედვის კუთხეს გააჩნია. თუ პოზიტივის დანახვა გინდა, აუცილებლად დაინახავ.

7. მოგზაურობა მდიდრებისთვისაა

თუნდაც გადაწყვიტო, რომ ჭუჭყის არ გეშინია, და მზად იყო ყველაზე უცნაური საკვების გასასინჯად, საზღვარგარეთ მოგზაურობა მაინც იმდენად ძვირი ჯდება, რომ ვერ შეწვდები. ყველამ ვიცით რომ მოგზაურობა მდიდრების გასართობია - ადამიანს, რომელსაც კრედიტები და განვადებები აქვს, საზღვარგარეთ არაფერი ესაქმება. სინამდვილეში: ახალი მაცივარი კარგია, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება- ფასდაუდებელი. Tips-Liburan-Ke-Pantai2

8. მოგზაურობა მოულოდნელობებითაა სავსე

ჩვენ ყოველდღიურ რუტინაში ვცხოვრობთ - გაღვიძება, შხაპი, საუზმე, სამსახური, მეგობრები, სახლი, ძილი... შაბათ-კვირას სადმე გასვლა და გართობა. ეს მუდმივია და იშვიათად იცვლება. მოგზაურობისას როგორც წესი ძალიან ცოტა რამე ემორჩილება კონრტოლს, გეგმები ლამის ყოველწუთას იცვლება, ყველაფერი ახალი და უჩვეულოა.  რამდენიც არ უნდა გეგმო, რაიმე გაუთვალისწინებელი აუცილებლად გამოჩნდება.  შეიძლება დაიკარგო, ამინდი გაფუჭდეს, ფრენა გადაიდოს და ა.შ.... სინამდვილეში: თავგადასავალი იწყება იქ, სადაც მთავრდება ჩვენი კომფორტის ზონა.

9. ამან შეიძლება მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს

ბოლოს და ბოლოს, ახალი ადამიანების გაცნობისას, ახალი შთაბეჭდილებების ქვეშ, ახალი ტრადიციების გაცნობისას, შეიძლება ისე შეიცვალო, რომ ვერც მიხვდე. შენი მსოფლმხედველობა, შენი ურთიერთობები გარშემომყოფებთან და თვითონ ცხოვრების წესი და სტილიც კი. და გაქვს კი დრო ახალი ცხოვრების დასაწყებად? არა, იყოს, მადლობა. სინამდვილეში: თუ იცვლება, ესეიგი შესაცვლელი იყო. დაე! იმოგზაურე მსოფლიოში და აღმოაჩინე შენში ახალი შესაძლებლობები, ახალი ძალები და ახალი ადამიანები.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %