05 November 2015
  • 5555 ნახვა

კარავში კომფორტულად ძილის ხუთი წესი

გამოუძინებლობამ, მთელი ღამე ზურგის ქვემოდან გირჩების გამოძრობამ, დისკომფორტმა და სიცივემ შეიძლება ლაშქრობის მთელი ხიბლი წყალში ჩაყაროს და ერთადერთი, რაც გენდომება სახლში დაბრუნება და გამოძინება იქნება. გამოუძინებელზე არც ცაა ისეთი ლურჯი და ჩიტებიც საერთოდ არ ჭიკჭიკებენ. იმისათვის, რომ ასე არ დაგვემართოს, რამოდენიმე მარტივი წესი უნდა გავითვალისწინოთ.

1 გაშალეთ კარავი წესების დაცვით

14693660-R3L8T8D-850-- კარვის გაშლა საკმარისი არაა, ის წესების დაცვით უნდა იყოს გაშლილი.
  • შეარჩიეთ კოცონიდან მოშორებული, მაქსიმალურად სწორი ზედაპირი, უმჯობესია ბალახი. ასფალტზე და გრუნტის გზაზე კარვის გაშლა ძალიან ცუდი იდეაა.
  • მოარიდეთ ქვები, ლოდები, წვეტიანი საგნები (მაგ. გირჩები). განსაკუთრებით საშიშია წვეტიანი მცენარეების ან ახალგაზრდა ხეების მოჭრილი ღერობი - შეიძლება კარავის ძირი გახვრიტოს
  • დააკვირდით, რომ ბანაკის ადგილი არ იყოს ჩაღრმავებული (ასეთ დროს წვიმის დროს წყალი გროვდება და დილით გუბურაში გაიღვიძებთ).
  • კარგად დაჭიმეთ გარე და შიდა ტენტი. ისინი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს (წინააღმდეგ შემთხვევაში წვიმისადმი მედეგობა მცირდება და კარავში წყალი ჩამოვა). ძილის დროს ეცადეთ არ შეეხოთ კარვის შიდა კედელს, განსაკუთრებით, როცა წვიმს.
  • თუ ზედაპირი დამრეცია, შემაღლებულ მხარეს მოათავსეთ თავი და დაწექით ვერტიკალურად. ჰორიზონტალურად განლაგების შემთხვევაში ზემოთ მწოლიარე ადამიანი აუცილებლად შეაწუხებს ქვედა მხარეს მყოფ ადამიანს.

2. სწორად შეარჩიეთ საგებელი და საძილე ტომარა

14692110-R3L8T8D-850-M0ua3NK

საგებელის მოვალეობა მიწიდან მომავალი სიცივის შეჩერება და თბოიზოლაციაა. რაც ურო უკეთესი ხარისხია და სქელია საგებელი (პარალონი), მით უფრო ნაკლებად შეგაწუხებთ სიცივე მიწიდან. საძილე ტომარას რაც შეეხება, სეზონის შესაფერისი უნდა იყოს. დააკვირდით წარწერებს. ზამთრის და ზაფხულის საძილე ტომრების კომორტული ტემპერატურა სხვადასხვაა. ზამთრის საძილე ზაფხულში ნამდვილი ჯოჯოხეთია (და პირიქით).

3. ჩაიცვით შესაფერისად

14691310-R3L8T8D-850-86c005a91282ab66c46e3fbe7f26264a საუკეთესო ჩასაცმელი თბილი წინდები და გრძელსახელოიანი სპეციალური სალაშქრო საცვლებია. მოერიდეთ ძალიან თბილად ჩაცმას. ქურთუკით დაძინება ცუდი იდეაა, რადგან დიდი მოცულობის ტანსაცმელს შეუძლია შეამციროს თქვენი საძილე ტომრის კომფორტულობა. ასევე ცუდი იდეაა ჯინსებით დაძინება - ეს ქსოვილი ძალიან იოლად ცივდება და ღამე შეიძლება სიცივემ გაგაღვიძოთ. თხელი ქუდი ასევე გამოგადგებათ იმ შეთხვევაში, თუ საძილე ტომრის ქუდი მოუხერხებელია. თუ ძალიან მცივანა ხართ, შეგიძლიათ ცხელი წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი ჩადოთ საძილე ტომარაში. ზოგი ადამიანი კოცონთანაც ათბობს საძლე ტომარაას წინასწარ, თუმცა აქ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ ნაპერწკალმა შემთხვევით არ დაწვას.

4. სანამ დაიძინებთ

14691060-R3L8T8D-850-6794547_be0e0dfd8b93e1588163ef37d8fe50c1_y მთელი დღე სიარულის შემდეგ, თუ ცუდი ამინდია, შეიძლება ძალიან გაიყინო და ერთადერთი რაც ამ დროს გინდა, თბილად ჩააწოლაა. ეს ცუდი იდეაა. დაძინების წინ უმჯობესია ცოტა შეჭამოთ (მონელების პროცესი გარკვეულწილად ათბობს ორგანიზმს). ასევე წაივარჯიშეთ ცოტა და ოდნავ გაახუროთ ორგანიზმი დაწოლამდე. (10-15 ბუქნი საკმარისია. ნუ მიიყვანთ თავს გაოფლიანებამდე). დალიეთ ცოტა წყალი ან ცხელი ჩაი - სისხლის მიმოქცევა ნორმალური იქნება და მაღალ მთაში თავისტკივილით აღარ გაგეღვიძებათ.

5. მოემზადეთ ბუნების ხმების მოსასმენად

14690760-R3L8T8D-850-00019715 ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანების დიდ უმეტესობას კარავში ძილი არ ეკომფორტულება, გარემოს ხმაურია. იქ თაგვი გაირბენს, აქ ჩიტი გადაიფრენს ერთი ტოტიდან მეორეზე, იქ ტყე შრიალებს... ეს ხმაური ქალაქში მცხვრები ადამიანისთვის ძალიან უჩვეულოა. იქონიეთ თან ყურის საცობები და მშვიდად დაიძინეთ, ყველანაირი ხმაურისგან დასვენებულმა. თუ მაინც გაგაღვიძათ, გახსოვდეთ, რომ საშიში არაფერია და ეს უცნაური და საზარელი ხმები უბრალოდ, ბუნების ხმაურია.

მსგავსი
08 August 2019

ევროპის 4 გამორჩეულად ლამაზი ქალაქი

დღეს წარმოგიდგენთ ევროპის 4 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით. ...

02 August 2019

მალტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება.

კუნძულოვანი ქვეყანა ...

17 June 2019

რა უნდა ვიცოდეთ აფრენამდე

რა უნდა ვიცოდეთ Wizzair -ის თვითმფრინავის ბორტზე სანამ ავალთ ? რა საბუთები უნდა გვქონდეს თან და როგორ უნდა მოვიქცეთ თ...

03 May 2019

რატომ არ ღირს „მონა ლიზა“-ს და ბრიუსელის „ბიჭუნას“ ნახვა?

ბრიტანული ავიაკომპანიის „EasyJet“ ექსპერტებმა გამოკითხეს 20 000 ტურისტი, რათა გაერკვიათ ევროპის რომელმა ღირშესანიშნ...

23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

12 July 2018

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...