05 November 2015
  • 6201 ნახვა

კარავში კომფორტულად ძილის ხუთი წესი

გამოუძინებლობამ, მთელი ღამე ზურგის ქვემოდან გირჩების გამოძრობამ, დისკომფორტმა და სიცივემ შეიძლება ლაშქრობის მთელი ხიბლი წყალში ჩაყაროს და ერთადერთი, რაც გენდომება სახლში დაბრუნება და გამოძინება იქნება. გამოუძინებელზე არც ცაა ისეთი ლურჯი და ჩიტებიც საერთოდ არ ჭიკჭიკებენ. იმისათვის, რომ ასე არ დაგვემართოს, რამოდენიმე მარტივი წესი უნდა გავითვალისწინოთ.

1 გაშალეთ კარავი წესების დაცვით

14693660-R3L8T8D-850-- კარვის გაშლა საკმარისი არაა, ის წესების დაცვით უნდა იყოს გაშლილი.
  • შეარჩიეთ კოცონიდან მოშორებული, მაქსიმალურად სწორი ზედაპირი, უმჯობესია ბალახი. ასფალტზე და გრუნტის გზაზე კარვის გაშლა ძალიან ცუდი იდეაა.
  • მოარიდეთ ქვები, ლოდები, წვეტიანი საგნები (მაგ. გირჩები). განსაკუთრებით საშიშია წვეტიანი მცენარეების ან ახალგაზრდა ხეების მოჭრილი ღერობი - შეიძლება კარავის ძირი გახვრიტოს
  • დააკვირდით, რომ ბანაკის ადგილი არ იყოს ჩაღრმავებული (ასეთ დროს წვიმის დროს წყალი გროვდება და დილით გუბურაში გაიღვიძებთ).
  • კარგად დაჭიმეთ გარე და შიდა ტენტი. ისინი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს (წინააღმდეგ შემთხვევაში წვიმისადმი მედეგობა მცირდება და კარავში წყალი ჩამოვა). ძილის დროს ეცადეთ არ შეეხოთ კარვის შიდა კედელს, განსაკუთრებით, როცა წვიმს.
  • თუ ზედაპირი დამრეცია, შემაღლებულ მხარეს მოათავსეთ თავი და დაწექით ვერტიკალურად. ჰორიზონტალურად განლაგების შემთხვევაში ზემოთ მწოლიარე ადამიანი აუცილებლად შეაწუხებს ქვედა მხარეს მყოფ ადამიანს.

2. სწორად შეარჩიეთ საგებელი და საძილე ტომარა

14692110-R3L8T8D-850-M0ua3NK

საგებელის მოვალეობა მიწიდან მომავალი სიცივის შეჩერება და თბოიზოლაციაა. რაც ურო უკეთესი ხარისხია და სქელია საგებელი (პარალონი), მით უფრო ნაკლებად შეგაწუხებთ სიცივე მიწიდან. საძილე ტომარას რაც შეეხება, სეზონის შესაფერისი უნდა იყოს. დააკვირდით წარწერებს. ზამთრის და ზაფხულის საძილე ტომრების კომორტული ტემპერატურა სხვადასხვაა. ზამთრის საძილე ზაფხულში ნამდვილი ჯოჯოხეთია (და პირიქით).

3. ჩაიცვით შესაფერისად

14691310-R3L8T8D-850-86c005a91282ab66c46e3fbe7f26264a საუკეთესო ჩასაცმელი თბილი წინდები და გრძელსახელოიანი სპეციალური სალაშქრო საცვლებია. მოერიდეთ ძალიან თბილად ჩაცმას. ქურთუკით დაძინება ცუდი იდეაა, რადგან დიდი მოცულობის ტანსაცმელს შეუძლია შეამციროს თქვენი საძილე ტომრის კომფორტულობა. ასევე ცუდი იდეაა ჯინსებით დაძინება - ეს ქსოვილი ძალიან იოლად ცივდება და ღამე შეიძლება სიცივემ გაგაღვიძოთ. თხელი ქუდი ასევე გამოგადგებათ იმ შეთხვევაში, თუ საძილე ტომრის ქუდი მოუხერხებელია. თუ ძალიან მცივანა ხართ, შეგიძლიათ ცხელი წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი ჩადოთ საძილე ტომარაში. ზოგი ადამიანი კოცონთანაც ათბობს საძლე ტომარაას წინასწარ, თუმცა აქ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ ნაპერწკალმა შემთხვევით არ დაწვას.

4. სანამ დაიძინებთ

14691060-R3L8T8D-850-6794547_be0e0dfd8b93e1588163ef37d8fe50c1_y მთელი დღე სიარულის შემდეგ, თუ ცუდი ამინდია, შეიძლება ძალიან გაიყინო და ერთადერთი რაც ამ დროს გინდა, თბილად ჩააწოლაა. ეს ცუდი იდეაა. დაძინების წინ უმჯობესია ცოტა შეჭამოთ (მონელების პროცესი გარკვეულწილად ათბობს ორგანიზმს). ასევე წაივარჯიშეთ ცოტა და ოდნავ გაახუროთ ორგანიზმი დაწოლამდე. (10-15 ბუქნი საკმარისია. ნუ მიიყვანთ თავს გაოფლიანებამდე). დალიეთ ცოტა წყალი ან ცხელი ჩაი - სისხლის მიმოქცევა ნორმალური იქნება და მაღალ მთაში თავისტკივილით აღარ გაგეღვიძებათ.

5. მოემზადეთ ბუნების ხმების მოსასმენად

14690760-R3L8T8D-850-00019715 ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანების დიდ უმეტესობას კარავში ძილი არ ეკომფორტულება, გარემოს ხმაურია. იქ თაგვი გაირბენს, აქ ჩიტი გადაიფრენს ერთი ტოტიდან მეორეზე, იქ ტყე შრიალებს... ეს ხმაური ქალაქში მცხვრები ადამიანისთვის ძალიან უჩვეულოა. იქონიეთ თან ყურის საცობები და მშვიდად დაიძინეთ, ყველანაირი ხმაურისგან დასვენებულმა. თუ მაინც გაგაღვიძათ, გახსოვდეთ, რომ საშიში არაფერია და ეს უცნაური და საზარელი ხმები უბრალოდ, ბუნების ხმაურია.

მსგავსი
30 September 2015

როგორ ჩაის უნდა ველოდოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?

საქართველოში ყველაზე მეტად ალბათ ლიმონიანი ჩაია გავრცელებული, კიდევ პიტნის ჩაი, სხვადასხვა მთის ბალახების.... ინგლისში თუ ჩაის შვუ...

26 September 2015

ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი ნაგებობა

ბურჯ ხალიფა ანუ ხალიფას კოშკი ადამიანის შემქნილი ყველაზე მაღალი შენობა და ყველაზე მრავალსართულიანი ნაგებობაა, რომელიც 2010 წელს ა...

23 September 2015

5 ნივთი, რომელიც მოგზაურობისას სახლში უნდა დატოვო

მოგზაურობა ისედაც დამღლელია იმისათვის, რომ ზედმეტი ტვირთი და ნივთები ვატაროთ თან. მოგზაურობისას თავისუფალი უნდა იყო ყველანაირი საზ...

10 November 2015

7 რჩევა ტურისტებს ფსიქოლოგებისგან

ფსიქოლოგები ტურისტებს განსხვავებულ და საინტერესო რჩევებს აძლევენ. გთავაზობთ, 7 საინტერესო რჩევას   გახსოვდეთ- ...

20 September 2015

რჩევები თუ როგორ მოიქცეთ ტყეში დაკარგვისას

თუ გიყვართ ტყეში ხეტიალი, ლაშქრობებში სიარული, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ  10 რჩევა, რომელიც ტყეში გზის დაკარგვისას გამოგადგებათ. ...

16 September 2015

5 ევროპული ქალაქი, რომელიც შემოდგომის ფერებში უნდა ნახო

1. ბრიუგე, ბელგია ბელგიის ამ უძველეს ქალაქს სხვა...

15 September 2015

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეთ თუშეთში

თუშეთში თუ გიმოგზაურიათ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არაა, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, მაშინ გაიგეთ, რატომ ბრუნდება თუშეთში ერთხე...