26 November 2015
  • 8665 ნახვა

10 საუკეთესო ფილმი, რომელიც მოგზაურობას შთაგაგონებთ

ზოგჯერ ამა თუ იმ ქვეყანაში ან ქალაქში მოგზაურობის სურვილის გასაღვიძებლად იქ გადაღებული ფილმიც საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე. წარმოგიდგენთ იმ ფილმებს, რომლებიც მოგზაურობის შთაგონებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

ტოსკანის მზის ქვეშ

ამერიკული ფილმი, რომლის მთავარი გმირიც 35 წლის მწერალი ქალბატონია. განქორწინების გამო ფრენსისი დეპრესიაში ვარდება და მეგობარი ურჩევს, რომ 10 დღით იტალიაში, ტოსკანაში გაემგზავროს. თუმცა მწერალი იმდენად მოიხიბლება იქაურობით, რომ პატარა ვილას იყიდის და სამუდამოდ დასახლდება ტოსკანაში. under-the-tuscan-sun-party

მოტოციკლისტის დღიურები

"მოტოციკლისტის დღიური" კუბის რევოლუციის ლიდერის ჩე გევარას დღიურებზეა დაფუძნებული. მოგონებებში ის თავის საუკეთესო მეგობართან ალბერო გრანადოსთან ერთად სამხრეთ ამერიკაში მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. 221901

ველურ პირობებში

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, რომლის მთავარი გმირიც მთელ თავის ქონებას ქველმოქმედებას მოახმარს, თვითონ კი ავტოსტოპით გაემგზავრება ალიასკაზე. გზად ის უამრავ საინტერესო პიროვნებას ხვდება, რომლებიც ცვლიან მის ცხოვრებას. into-the-wild

7 წელი ტიბეტში

ავსტრიელი მთასვლელი ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმარათან ერთად ტყვეობას თავს აღწევს და ლიასოში, ტიბეტში მიემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება. მასთან მეგობრობა საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ. Seven Years in Tibet_boxDVDcre

სანაპირო

ტაილანდში ჩასულ თავგადასავლების მაძიებელ ტურისტს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო კუნძულის რუქა. როგორც ამბობენ, კუნძული ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, მაგრამ იქ ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. მთავარი გმირი რიჩარდი გაიცნობს ფრანგების წყვილს და ისინი სამივე ერთად მიემგზავრებიან ამ კუნძულზე. The-Beach-2000-In-Hindi

ველური

ფილმის მთავარი გმირი შუა ხნის ქალბატონია, რომელიც უიღბლო ქორწინებისა და დედის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტს 1100 მილზე მარტომ ილაშქროს და საკუთარი თავი იპოვოს. banner-wild-wild_oscar_nom_film

დაუსრულებელი ზაფხული

ფილმი ორ ახალგაზრდა სერფერზე, რომლებიც ცდილობენ იპოვნონ საუკეთესო ტალღები. ამ მიზნით ისინი უამრავ ეგზოტიკურ ადგილს სტუმრობენ: ავსტრალია, ჰავაი, ახალი ზელანდია, კალიფორნია, ტაჰიტი და ა.შ image

უდარდელი მხედარი

ფილმი ორი ბაიკერის შესახებ, რომლებიც მთელს ამერიკაში მოგზაურობენ, დაწყებული ლოს-ანჟელესიდან, დამთავრებული ნიუ ორლეანით. ფილმის ლოკაციები მოიცავს ნიუ მექსიკოს, კალიფორნიას, არიზონას, ლუიზიანას და ა.შ easyrider-3

შუაღამე პარიზში

ფილმი, რომლის მთავარი გმირიც რომანტიკოსი მწერალია. ის საცხოვრებლად პარიზში გადადის და ხვდება, რომ ამ ქალაქთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე მანამდე წარმოედგინა. paris-poster1

რომაული არდადეგები

რომში ოფიციალური ვიზიტით ჩასული პრინცესა ანა ახალაგაზრდაა და გართობა სწყურია. ამიტომაც  გადაწყვეტს გაიპაროს და უბრალო ადამიანივით იაროს რომის ქუჩებში. ეს მოგზაურობა მას უამრავ თავაგადასავალს მოუტანს. Roman_Holiday_2  

მსგავსი
08 January 2018

4 მიმართულება ძველით ახალი წლისთვის, რომელიც მცირე ბიუჯეტს მოითხოვს

ბევრ ჩვენგანს სურს, ძველით ახალი წლის ღამე სასიამოვნო მოგონებად აქციოს. აღვნიშნოთ ის მეგობრების გარემოში საქართველოს მთის კურორ...

05 January 2018

სპეციალური მიმართვა გუდაურის ვიზიტორებს

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის კურორტების ვიზიტორებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. "ძვირფას...

18 September 2017

ჭილის ტბა - თბილისის ყურისძირში

თბილისის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ გარშემო ტბების სიუხვით გამოირჩევა. ერთ-ერთი ჩვენი ჭილის ტბაა... საკმაოდ და...

09 June 2017

5 რჩევა ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისთვის

ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის ...

07 March 2017

გაზაფხული ევროპაში - 5 განსხვავებული მიმართულება

გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უ...

15 February 2017

ისრაელში ცეცხლის გარდამოსვლის დღისთვის განსაკუთრებული წესები იმოქმედებს

2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დ...

09 February 2017

საუკეთესო ადგილები ზვიგენთან ერთად ცურვისთვის

მოგზაურობის, წყალქვეშა აქტივობების და ექსტრიმის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა მსოფლიოს მასშტაბით. ზვიგენე...

06 February 2017

10 ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

კლასიკური, მყუდრო ადგილები, სადაც ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობთ - National Geographic-ი ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულებე...

30 January 2017

5 საუკეთესო ადგილი მარტო მოგზაურობის მსურველი ქალებისთვის

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ეს ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელიც არაერთი ქალისთვის შთაგონება გამხდარა. თუ თქვენც ასეთი ქ...

26 January 2017

10 საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი 2017 წლის ზაფხულისთვის

მზე, მუსიკა, მეგობრებთან ერთად გართობა - ეს იდეალური ზაფხულია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და საზაფხულოდ ევროპაში მოგზ...