10 საუკეთესო ფილმი, რომელიც მოგზაურობას შთაგაგონებთ

ზოგჯერ ამა თუ იმ ქვეყანაში ან ქალაქში მოგზაურობის სურვილის გასაღვიძებლად იქ გადაღებული ფილმიც საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე. წარმოგიდგენთ იმ ფილმებს, რომლებიც მოგზაურობის შთაგონებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

 

ტოსკანის მზის ქვეშ

 

ამერიკული ფილმი, რომლის მთავარი გმირიც 35 წლის მწერალი ქალბატონია. განქორწინების გამო ფრენსისი დეპრესიაში ვარდება და მეგობარი ურჩევს, რომ 10 დღით იტალიაში, ტოსკანაში გაემგზავროს. თუმცა მწერალი იმდენად მოიხიბლება იქაურობით, რომ პატარა ვილას იყიდის და სამუდამოდ დასახლდება ტოსკანაში.

 

under-the-tuscan-sun-party

 

მოტოციკლისტის დღიურები

 

"მოტოციკლისტის დღიური" კუბის რევოლუციის ლიდერის ჩე გევარას დღიურებზეა დაფუძნებული. მოგონებებში ის თავის საუკეთესო მეგობართან ალბერო გრანადოსთან ერთად სამხრეთ ამერიკაში მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.

 

221901

 

ველურ პირობებში

 

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, რომლის მთავარი გმირიც მთელ თავის ქონებას ქველმოქმედებას მოახმარს, თვითონ კი ავტოსტოპით გაემგზავრება ალიასკაზე. გზად ის უამრავ საინტერესო პიროვნებას ხვდება, რომლებიც ცვლიან მის ცხოვრებას.

 

into-the-wild

 

7 წელი ტიბეტში

ავსტრიელი მთასვლელი ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმარათან ერთად ტყვეობას თავს აღწევს და ლიასოში, ტიბეტში მიემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება. მასთან მეგობრობა საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ.

 

Seven Years in Tibet_boxDVDcre

 

სანაპირო

ტაილანდში ჩასულ თავგადასავლების მაძიებელ ტურისტს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო კუნძულის რუქა. როგორც ამბობენ, კუნძული ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, მაგრამ იქ ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. მთავარი გმირი რიჩარდი გაიცნობს ფრანგების წყვილს და ისინი სამივე ერთად მიემგზავრებიან ამ კუნძულზე.

 

The-Beach-2000-In-Hindi

 

ველური

 

ფილმის მთავარი გმირი შუა ხნის ქალბატონია, რომელიც უიღბლო ქორწინებისა და დედის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტს 1100 მილზე მარტომ ილაშქროს და საკუთარი თავი იპოვოს.

 

banner-wild-wild_oscar_nom_film

 

დაუსრულებელი ზაფხული

 

ფილმი ორ ახალგაზრდა სერფერზე, რომლებიც ცდილობენ იპოვნონ საუკეთესო ტალღები. ამ მიზნით ისინი უამრავ ეგზოტიკურ ადგილს სტუმრობენ: ავსტრალია, ჰავაი, ახალი ზელანდია, კალიფორნია, ტაჰიტი და ა.შ

 

image

 

უდარდელი მხედარი

 

ფილმი ორი ბაიკერის შესახებ, რომლებიც მთელს ამერიკაში მოგზაურობენ, დაწყებული ლოს-ანჟელესიდან, დამთავრებული ნიუ ორლეანით. ფილმის ლოკაციები მოიცავს ნიუ მექსიკოს, კალიფორნიას, არიზონას, ლუიზიანას და ა.შ

 

easyrider-3

 

შუაღამე პარიზში

 

ფილმი, რომლის მთავარი გმირიც რომანტიკოსი მწერალია. ის საცხოვრებლად პარიზში გადადის და ხვდება, რომ ამ ქალაქთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე მანამდე წარმოედგინა.

 

paris-poster1

 

რომაული არდადეგები

რომში ოფიციალური ვიზიტით ჩასული პრინცესა ანა ახალაგაზრდაა და გართობა სწყურია. ამიტომაც  გადაწყვეტს გაიპაროს და უბრალო ადამიანივით იაროს რომის ქუჩებში. ეს მოგზაურობა მას უამრავ თავაგადასავალს მოუტანს.

 

Roman_Holiday_2  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %