08 December 2015
  • 5702 ნახვა

როგორ უნდა დაზოგოთ ფული სამოგზაუროდ

თვითმფრინავით, მატარებლით, გემით, ავტომობილით, ველოსიპედით - არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტრანსპორტით, მოგზაურობა ყველას უყვარს. თუმცა ნებისმიერი მოგზაურობა მოითხოვს ფინანსებს,  რომლის არქონაც ხშირად მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ჩვენი საოცნებო ადგილების მონახულებისთვის. გაქვს საკუთარი შემოსავალი, მაგრამ მოგზაურობისთვის თანხა მაინც არ გყოფნის? შეგიძლია ფული რამდენიმე გზით დაზოგო. შეგიძლია უარი თქვა ძვირადღირებული მზა ყავის შეძენაზე და საკუთარი ხელით მოამზადო. ის შეიძლება უფრო გემრიელიც კი აღმოჩნდეს. მეგობრებთან შეხვედრები კაფეს ნაცვლად სახლში შეგიძლია დაგეგმო. ასე თანხასაც დაზოგავ და მეგობრებთან ერთად სამზარეულოში საინტერესო ექსპერიმენტებსაც ჩაატარებ. თანხას დაზოგავ იმ შემთხვევაშიც თუ სამსახურში წასაღებ სადილს თავად მოამზადებ სახლში და მზა საკვებში ზედმეტ თანხას არ გადაიხდი. 4-idées-sorties-anti-crise-1 სამსახურში ფეხით ან ველოსიპედით სიარული ყველაზე იაფი საშუალებაა. თუ უკვე გყავთ ავტომობილი, შეგიძლიათ გაყიდოთ კიდეც. ასე დაზოგავთ საწვავის ფულს, დაზღვევის თანხას და ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის საჭირო სხვა ხარჯებს. თანაც ფეხით ან ველოსიპედით სიარული ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და არც საცობის პრობლემა შეგაწუხებთ. თუ ფიტნეს ცენტრების ხშირი სტუმარი ხართ, ფეხით ან ველოსიპედით სიარული მის საჭიროებასაც მოგიხსნით და ამ თანხასაც დაზოგავთ. [caption id="attachment_5312" align="aligncenter" width="660"]Blurred motion of mature businessman riding bicycle Blurred motion of mature businessman riding bicycle[/caption] შეგიძლიათ უარი თქვათ მობილურის, კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობების განახლებაზე და უახლესი მოდელების შეძენაზე. ეს მნიშვნელოვნად შეავსებს თქვენს სამოგზაურო ყულაბას. თანაც რა აუცილებელია ახალი მოდელი, როცა ამჟამინდელიც აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს? სანამ გარდერობს ახალი ტანსაცმლით შეავსებდეთ კარგად დაფიქრდით, იქნებ სულაც არაა აუცილებელი ახალი ჯინსის ან პულოვერის ყიდვა, როცა ძველი ჯერ ისევ კარგ ფორმაშია და თანაც გიხდებათ? ხომ არ ჯობია ეს თანხა სამოგზაურო ყულაბას დაამატო? ასევე შეგიძლიათ ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იყენებ და არცთუ ურიგო მდგომარეობაშია, გაყიდოთ და მცირე შემოსავალი საოცნებო მოგზაურობისთვის გადადოთ. Fashion-Closet ცოტაოდენი თანხის დაზოგვა ტელეფონზე ინტერნეტის გააქტიურებისგან თავის შეკავებით შეგიძლიათ. მართალია, დღეს ინტერნეტთან კავშირი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არაა აუცილებელი 24/7-ზე ინტერნეტში იყოთ, მითუმეტეს თუ ამას თქვენი სამსახური არ მოითხოვს. შეგიძლიათ მხოლოდ Wi-Fi-ით ისარგებლოთ და ბიუჯეტს გაუფრთხილდეთ. Smiling woman taking self-portrait with digital camera below Big Ben clocktower მოკლედ, თუ კარგად დავფიქრდებით, საოცნებო მოგზაურობისთვის თანხის დაზოგვა სხვადასხვა გზით შეგვიძლია, მთავარია ყველგან და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ წინ დაუვიწყარი მოგზაურობა გველის, რომელიც უამრავი შთაბეჭდილების და თავგადასავლების მომტანია.      

მსგავსი
08 August 2019

ევროპის 4 გამორჩეულად ლამაზი ქალაქი

დღეს წარმოგიდგენთ ევროპის 4 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით. ...

02 August 2019

მალტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება.

კუნძულოვანი ქვეყანა ...

17 June 2019

რა უნდა ვიცოდეთ აფრენამდე

რა უნდა ვიცოდეთ Wizzair -ის თვითმფრინავის ბორტზე სანამ ავალთ ? რა საბუთები უნდა გვქონდეს თან და როგორ უნდა მოვიქცეთ თ...

03 May 2019

რატომ არ ღირს „მონა ლიზა“-ს და ბრიუსელის „ბიჭუნას“ ნახვა?

ბრიტანული ავიაკომპანიის „EasyJet“ ექსპერტებმა გამოკითხეს 20 000 ტურისტი, რათა გაერკვიათ ევროპის რომელმა ღირშესანიშნ...

23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

12 July 2018

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...