როგორ არ უნდა მოიქცეთ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისას

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიციის პროცესში მიღწეული წარმატება ის იშვიათი შემთხვევაა, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო თანაბრად გაახარა (მცირე გამონაკლისის გარდა).  უვიზო მიმისვლის ამოქმედებამდე ჯერ მთელი რიგი იურიდიული პროცედურებია, თუმცა უკვე ბევრი ადამიანი გეგმავს, როგორ მოიწყობს დაუვიწყარ ევროტურს. მაგრამ კარგად უნდა ვიცოდეთ ის წესები და მოთხოვნები, რომლებიც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ გავრცელდება ჩვენზე შენგენის ზონაში მოგზაურობისას. euvisaliberation-cr-739x428 პირველი და უმთავრესი ერთი რამაა. უნდა ვიცოდეთ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს მხოლოდ ბარგის ჩალაგებას, პასპორტის ხელში დაჭერას და ასე წარდგენას საზღვარზე. მაშინაც კი, როცა ტურისტული მიზნით მოგზაურობთ, საზღვრის გადაკვეთისას მოგეთხოვებათ ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ სამკურნალო, სასწავლო ან სხვა მიზნით აპირებთ შენგენის ზონაში შესვლას, ასევე დაგჭირდებათ შესაბამისი დოკუმენტაცია. pasportiiii-cr-739x428   რაც შეეხება შენგენის ზონაში შესვლის შემდეგ მოქმედ წესებს. საქართველოს მოქალაქეეები ვალდებული არიან დაიცვან ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები  და საზოგადოებრივი წესრიგი; ეს ის ვალდებულებებია, რომლებიც მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის დროსაც გააჩნიათ, თუმცა, როგორც წესი, უგულვებელყოფილია. არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპაში ნაგვის (მათ შორის სიგარეტის ნამწვავები)  ქუჩაში დაყრა, წითელ შუქზე ან პირდაპირ შუა ქუჩაზე გზის გადაკვეთა და სხვა მსგავსი დარღვევები სულაც არაა ჩვეულებრივი მოვლენა და ამისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ. ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას (გაძევება) ან/და დაეკისრება  შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე პერიოდით. Deportation ქვეყანაში 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე;  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %