25 March 2016
  • 6587 ნახვა

10 უჩვეულო მიმართულება, სადაც ტერორიზმის საფრთხე დაბალია

ბოლო მონაცემების მიხედვით ტერორიზმის მაღალი საფრთხით ევროპის 30-ზე მეტი ქვეყანა შეფასდა. ასეთი საფრთხე, ბუნებრივია ტურისტებს აშინებთ. თუ თქვენც თავს იკავებთ ასეთ დროს მოგზაურობისგან, სხვა მიმართულებები შეგიძლიათ აითვისოთ. არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც ტერორიზმის საფრთხე თითქმის არ არსებობს და ამ ქვეყნებს თქვენი სასიამოვნოდ გაოცებაც შეუძლიათ.
  1. მონღოლეთი

ულამაზესი პეიზაჟები, ლაშქრობები სტეპებში და ტრადიციების ნამდვილი ზეიმი - ეს მონღოლეთია. აქაურობას ნამდვილად შეუძლია თქვენი გაოცება! სექტემბერში შეგიძლიათ ერთ-ერთ გამორჩეულ სანახაობას - მთის არწივების ფესტივალსაც დაესწროთ. მონღოლეთი Mongolia_JoelSantos_18

2. თურქმენეთი

მართალია, თურქმენეთი მკაცრი სავიზო რეჟიმით გამოირჩევა, თუმცა შედეგი ნამდვილად სასიამოვნო იქნება - არაბუნებრივად ლამაზი ყარაყუმის უდაბნო თავისი ფოტოგენური კრატერებით, კანიონები და უძველესი ქალაქები. თურქმენეთი Turkmenistan

3. ჩრდილოეთ კორეა

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ერთი პროპაგანდისტული ბანერის გამო მძიმე სასჯელი შეიძლება დაგეკისროთ, ეს ქვეყანა ტერორიზმის დაბალი საფრთხის მქონედ მიიჩნევა.  ჩახვიდე ჩრდილოეთ კორეაში, ეს ნიშნავს, გადადგა ნაბიჯი ყველაზე საიდუმლო, ექსცენტრიული, დამაფიქრებელი, საშიში და სახალისო მიმართულებისკენ. north korea North Korean troops march past a portrait of the late leader Kim Jong Il during a military parade at Kim Il Sung Square to mark the 65th anniversary of the country's founding in Pyongyang, North Korea, Monday, Sept. 9, 2013. (AP Photo/Kim Kwang Hyon)

4. კამბოჯა

კამბოჯის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტი ანგკორის არქეოლოგირუი პარკია, რომელიც 154 კვ. კმ-ს მოიცავს. ესაა უძველესი ტაძრების ნანგრევები, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ტა პროჰმია, სწორედ ის გამოჩნდა ფილმში "სამარხების მძარცველი". ტაძრები 9-15 საუკუნეების ძეგლებია. კამბოჯა index-cam

5. ზიმბაბვე

ზიმბაბვეში ჯიბის ქურდების მსხვერპლი უფრო შეიძლება გახდეთ, ვიდრე ტერორისტების. ქვეყანამ არაერთი სირთულე გადაიტანა პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. თუმცა არაერთმა კომპანიამ გასწია მძიმე სამუშაო იმისთვის, რომ დაეცვათ ბუნებრივი ჰაბიტატები და ადგილობრივი თემები. ზიმბაბვე Orphaned children live with their elderly grandparents eking out a living from the land. Zimbabwe has 1.5 million orphans, the highest ratio of any country in the world. Manicaland, Zimbabwe

6. ბოლივია

ეს ღარიბი და ერთგვარად "ჩაკეტილი" ქვეყანა მოხეტიალე მოგზაურებს უფრო იზიდავთ, ვიდრე მაღალი დონის ტურებით დაინტერესებულებს. ოღროჩოღრო რელიეფი ტროპიკული დაბლობებიდან ბორცვებამდე დამღლელი და სტრესულია, თუმცა სილამაზით ხშირად ტიბეტსაც ადარებენ. ბოლივია bolivia2

7. ჰონდურასი

ქვეყანა კრიმინალის საკმაოდ მაღალი დონით გამოირცევა, თუმცა ტერორიზმის საფრთხე დაბალია. თუ უსაფრთხოების საკმარის ზომებს მიიღებთ, საფრთხე არ დაგემუქრებათ. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი კუნძულებით, თეთრი ქვიშის სანაპიროებით, მოინახულოთ იაგუარები და სხვა გარეული ცხოველები. ჰონდურასი Caribbean, Honduras, Roatan Island, West End Beach, View of a beach

8. ანგოლა

სამოქალაქო ომისგან მიყენებულ ზიანს ქვეყანა ნელ-ნელა უმკლავდება. ეროვნული პარკები თანდათან იბრუნებს სახეს და ტურიზმიც ფეხს იკიდებს. თუმცა ლუანდა  ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად მიიჩნევა. ანგოლა Amakhala2-1024x682

9. ბუტანი

უზამრმაზარი მწვანე მთები, კრისტალურად სუფთა მდინარეები, სოფლები, სადაც ჯერ კიდევ მისდევენ მეგუთნეობას, არავითარი ტელეფონები და თანამედროვე ტრანსპორტი - ეს ყველაფერი ბუტანს დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ჯადოსნურ ადგილად აქცევს. ბუტანი ბუტანი  

10. პაპუა ახალი გვინეა

ტომის კულტურა, ჩამქრალი ვულკანები, მაღალმთიანი ტროპიკული ტყეები, განსაცვიფრებელი ტბები და ჩანჩქერები, მარჯნის რიფები, თეთრი ქვიშის პლაჟები, მწვანე ჯუნგლები და მასობრივი ტურიზმისაგან ჯერ კიდევ ხელუხლებელი მიწა. უნდა აღინიშნოს, რომ პაპუა ახლა გვინეაში ტერორიზმის საფრთხე დაბალია, რასაც ვერ ვიტყვით კრიმინალის დონეზე.   პაპუა ახალი გვინეა papua

მსგავსი
08 August 2019

ევროპის 4 გამორჩეულად ლამაზი ქალაქი

დღეს წარმოგიდგენთ ევროპის 4 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით. ...

02 August 2019

მალტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება.

კუნძულოვანი ქვეყანა ...

17 June 2019

რა უნდა ვიცოდეთ აფრენამდე

რა უნდა ვიცოდეთ Wizzair -ის თვითმფრინავის ბორტზე სანამ ავალთ ? რა საბუთები უნდა გვქონდეს თან და როგორ უნდა მოვიქცეთ თ...

03 May 2019

რატომ არ ღირს „მონა ლიზა“-ს და ბრიუსელის „ბიჭუნას“ ნახვა?

ბრიტანული ავიაკომპანიის „EasyJet“ ექსპერტებმა გამოკითხეს 20 000 ტურისტი, რათა გაერკვიათ ევროპის რომელმა ღირშესანიშნ...

23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

12 July 2018

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...