10 სამუშაო ადგილი, რომელიც მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ

გსურთ რომ მუშაობა და მოგზაურობა ერთმანეთს შეუთავსოთ? არსებობს სამსახურები, რომლებიც ამის საშუალებას გაძლევთ.

1. ავიაკომპანიის თანამშრომელი

არ არის აუცილებელი, იყოთ ბორტგამცილებელი. თითქმის ყველა ავიაკომპანია აძლევს საშუალებას საკუთარ თანამშრომლებს, რომ ისარგებლონ სამოგზაურო შეღავათებით. კარგ ავიაკომპანიებში ასეთი სარგებლის მიღება სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებსაც კი შეუძლიათ.

2. ჯანდაცვის ინსტრუქტორი

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სამუშაო საათები ან სულაც სახლიდან იმუშაოთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ხშირი მოგზაურობისას. შეგიძლიათ ადამიანებს დაეხმაროთ ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაში და თან იმოგზაუროთ სასუველი განრიგით.

3. სამოგზაურო აგენტი

ამბობენ, რომ ინტერნეტმა მოკლა სამოგზაურო აგენტის პროფესია. თუმცა ეს ასე არ არის და ინდუსტრია კვლავ ცოცხალია. სამოგზაურო აგენტის ერთ-ერთი სარგებელი გაცნობითი ტურებია, რომელშიც ხშირად იწვევენ. მათთვის ასევევ მოქმედებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებები სხვადასხვა კომპანიებისგან.

4. ვებ-დიზაინერი

ვებ-დიზაინის სფერო ყოველდღიურად მზარდია. ინტერნეტი საშუალებას იძლევა, რომ იმუშაოთ პროექტზე თუნდაც სხვა კონტინენტიდან. business-at-beach

5. ინგლისურის მასწავლებელი

ინგლისური ენის სპეციალისტის მთავარი სარგებელი არის ის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამ ენის შესწავლა სურს. ინგლისური ენის სწავლება ერთ-ერთი ყველაზე იოლი გზაა მსოფლიოში გასასვლელად.

6. საკრუიზო ხაზის თანამშრომელი

საკრუიზო ხაზები მუდმივად ეძებენ ახალ თანამშრომლებს, დაწყებული ბავშვთა გამრთობი ანიმატორისგან, დამთავრებული ფოტოგრაფითა თუ მიმტანით. თქვენ არამხოლოდ იმოგზაურებთ მუშაობის პარალელურად, არამედ გაიცნობთ საინტერესო ადამიანებსაც.

7. მშვიდობის კორპუსის მოხალისე

მოხალისეობა მოგცემთ საშუალება ჩაერთოთ სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო პროექტში განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის თუ სხვა სფეროში. მშვიდობის კორპუსი მოხალისეებს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ჯანმრთელობის დაზღვევითდა სტუდენტური სტიპენდიით.

8. ოჯახის დამხმარე

თუ ბავშვებთან მუშაობა კარგად გამოგდით, ე.წ Au Pair-ის პროგრამა დაგეხმარებათ უცხოეთში მოგზაურობაში. პროგრამა ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მუშაობას ოჯახში და ძიძის და აღმზრდელის ფუნქციების შეთავსებას.

9. ტურისტული გიდი

შეგიძლიათ შეარჩიოთ საინტერესო მიმართულებები და დაეხმაროთ სხვებს ამ ადგილების აღმოჩენაში.

10. სამოგზაურო ბლოგერი

არსებობს სამოგზაურო ბლოგერების სრული განაკვეთით დატვირთული სამსახურებიც. თუმცა ბევრი რედაქცია ამჯობინებს ურთიერთობას თავისუფალ მწერლებთან. არსებობს საიტები, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ მსგავსი ვაკანსიები და თქვენი შვებულებით თანხაც გამოიმუშავოთ.  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %