05 May 2016
  • 6505 ნახვა

ყველაზე განსახვავებული ადგილები თაფლობის თვისთვის

ქორწილის დაგეგმვა ყველაზე რთული საქმეა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თაფლობის თვისთვის რომანტიული და საინტერესო ადგილის შერჩევაა. ცოლ-ქმრობის პირველი დღეების გასატარებლად სწორად შერჩეული ადგილი უმნიშვნელოვანესია. ახლადდაქორწინებულთა უმრავლესობა ცნობილ სანაპიროებს ირჩევს, თუმცა არიან წყვილები, რომლებსაც სურთ შედარებით ეგზოტიკურ და მოულოდნელობებით სავსე ადგილებში გაატარონ ქორწინების პირველი დღეები. Quora.com-ის მომხმარებლებმა სწორედ ასეთი ადგილები დაასახელეს.

აზია ბედნიერი ქორწინებისთვის

საინტერესოა ოაჯხური ცხოვრების დაწყება ქვეყანაში, სადაც კეთილდღეობის ზრდის საზომად არა ეკონომიკას (მშპ-ს) არამედ ბედნიერების ზრდის მონაცემებს იყენებენ (Gross National Happiness). ულამაზესი პანორამული ხედები, სმაკურნალო ცხელი ქვების აბაზანები, მდინარის ხმები და რომანტიული ვახშამი სანთლის შუქზე - ასე შეგიძლიათ გაატაროთ თაფლობის თვე ბუტანში. მას შემდეგ, რაც ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგი გახდა, ქვეყანაში ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდა. ბუტანი

ბრიტანეთის ჯადოსნური მთები

გარდა იმისა, რომ შოტლანდიის მთებში არაერთი ცნობილი ფილმია გადაღებული, სხვა არაერთი მიზეზიც არსებობს გალურ რეგიონში რომანტიული დღეების გასატარებლად. უძველესი ისტორია, ბუნებრივი ლანდშაფტები, ჯადოსნური ფლორა და ფაუნა. ლოხში, რომელიც შოტლანდიის მთისა და ბარის დამაკავშრებლად განიხილება, წყვილებს შეუძლიათ კაიაკით და კანოეთი ისეირნონ. ელიენ დონანის მე-13 საუკუნის ციხი ცნობილი ქვის ხიდი კი ფოტომოყვარულებისთვის განსაკუთრებით პოპულარული ადგილია. great_castle_landscape_outdoor_isle_british_hd-wallpaper-1904599

ევროპის ეგზოტიკური სიურპრიზი

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი და იტალია საოცნებო ქვეყნების სიაში ლიდერობენ, მათი მეზობელი ესპანეთიც არანაკლებ იმსახურებს ყველაზე რომანტიკული და ეგზოტიკური ადგილის სტატუსს. ტოლედოს მოკირწყლული ქუჩები, უძველესი კედლები და მყუდრო რესტორნები, ბოშები და ფლამენკო. თუნდაც ტენერიფეს მზე, ზღვა და ქვიშა. ან სულაც, კანარის კუნძულები - საუკეთესო თაფლობის თვისთვის. Toledo-Spain

კანადის თოვლიანი რომანტიკა

წყვილებისთვის, რომლებსაც თაფლობის თვეში მზეზე გარუჯვას, თოვლის კაცუნების კეთება ურჩევნია, კანადის აღმოსავლეთი ზედგამოჭრილია. Fairmont Chateau Lake Louise-ი ახლადდაქორწინებულებს საშუალებას აძლევთ ისრიალონ თხილამურებით, ციგურებით, სასტუმროში ისარგებლონ სპა პროცედურებით, ან დაკავდნენ რაფტინგით. The Fairmont Chateau Lake Louise Hotel, Alberta, Rocky Mountains, Canada, North America

განმარტოება ჰიმალაიში

"მინი შვეიცარი" - ასე უქოდებენ ჰიმალაიში დასახლება ხიჯიარს. ის ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მდებარეობს და ფართო მდელოებით, პატარა ტბითა და ფიჭვის ტყეებით გამოირჩევა. შეგიძლიათ ტბის გარშემო ან ფიჭვის ტყეებში ფეხით ან ცხენებით ისეირნოთ, ან სულაც სალაშქრო ბილიკები დაძლიოთ. არ გაგიკვირდეთ თუ გზად ანტილოპას ან შავ დათვსაც გადაეყრებით. p03swdf6  

მსგავსი
08 August 2019

ევროპის 4 გამორჩეულად ლამაზი ქალაქი

დღეს წარმოგიდგენთ ევროპის 4 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით. ...

02 August 2019

მალტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება.

კუნძულოვანი ქვეყანა ...

17 June 2019

რა უნდა ვიცოდეთ აფრენამდე

რა უნდა ვიცოდეთ Wizzair -ის თვითმფრინავის ბორტზე სანამ ავალთ ? რა საბუთები უნდა გვქონდეს თან და როგორ უნდა მოვიქცეთ თ...

03 May 2019

რატომ არ ღირს „მონა ლიზა“-ს და ბრიუსელის „ბიჭუნას“ ნახვა?

ბრიტანული ავიაკომპანიის „EasyJet“ ექსპერტებმა გამოკითხეს 20 000 ტურისტი, რათა გაერკვიათ ევროპის რომელმა ღირშესანიშნ...

23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

12 July 2018

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...