31 May 2016
  • 5132 ნახვა

5 საუკეთესო ქალაქი მათთვის, ვინც ინტერნეტს ვერ წყდება

ხშირად ამბობენ, რომ მოგზაურობა ის დროა, როცა ლეპტოპი და სმარტფონი გვერდზე უნდა გადადოთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ გარემოსგან. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ მოწყობილობების და ინტერნეტკავშირის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, ზოგს განსაკუთრებული დამოკიდებულების, ზოგს თავისი პროფესიის გამო. მათ ხშირად უწევთ კვირეების ან თვეების განმავლობაში მოგზაურობა, ინტერნეტთან მუდმივი კავშირი და შესაბამისი კომფორტული გარემო კი მნიშვნელოვანია. გთავაზობთ იმ 5 ქალაქის შესახებ ინფორომაციას, რომელიც იდელაური ე.წ ციფრული მომთაბარეებისთვის. ხუთეული შეირჩა 526 ქალაქის შესწავლის შედეგად. ქალაქების შერჩევისას ყურადღება მიექცა ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ინტერნეტის სიჩქარე, უსაფრთხოება, საცხოვრებელი ხარჯები, ე.წ Co-working სივრცეები და ა.შ.

ჩიანგ მაი, ტაილანდი

ქალაქი ციფრული მომთაბარეების ნამდვილი თავშესაფარია სამხრეთ აზიაში. ხუთეულში ხელმისაწვდომობის და 24/7 კაფეების სიმრავლის გამო მოხვდა. ქალაქი იმდენად პატარაა, რომ გადაადგილება სკუტერით ან იაფი ტაქსით შეგიძლიათ. ქალაქთან ახლოსაა მთები და ტბები. ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც ტურისტული ცენტრია მრავლადაა  Co-working სივრცეები და ყავის მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ და ინტერნეტთან წვდომაც გქონდეთ. რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად ქალაქში ტრადიციული ტაილანდური კულტურის შეგრძნობაც შეგიძლიათ. EB289Y Grand palace at twilight with light from traffic in Bangkok, Thailand

პუერტო ვიეიო, კოსტა რიკა

მიუხედავად იმისა, რომ ა ქალაქს ტრადიციული გაგებით Co-working სივრცეები არ აქვს, აქ მის მაგივრობას ყავის მაღაზიები, რესტორნები და ბარები გაგიწევენ. აქაური ბუნება და სანაპიროები იდეალური ადგილია დიდ იდეებზე ფოკუსირებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე. აქ ციფრული მომთაბარეებისთვის საჭირო გარემო არამხოლოდ ქალაქში, არამედ ქალაქგარეთაცაა, სადაც უფრო სიმშვიდე და მყუდრო ბუნებაა. კოსტა რიკა

მაიამი, აშშ

მაიამი მიმზიდველია შემოქმედებითი ტიპის ადამიანებისთვის. აქ ისინი სხვადასხვა იდეებსა და შთაგონებებს პოულობენ. ის ყველაზე სწრაფად მზარდი ხელოვნების ცენტრია და ხშირად სტუმრობენ ვარსკვლავები. ციფრული მომთაბარეებისთვის რეკომენდირებული ადგილების სამხრეთი სნაპირო, ბრიკელი და ვინვუდი. აქ ღამის ცხოვრებაც დასურულებელია და საერთო სამუშაო სივრცეებსაც არაერთგან შეხვდებით. რაც მთავარია, შთაგონების წყაროები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. BRICKELL SKYLINE DOWNTOWN MIAMI FLORIDA USA

ფლორიანაპოლისი, ბრაზილია

ულამაზესი პლაჟები და რიოსთან შედარებით განახევრებული ფასები, რესტორნები და აქტიური ღამის ცხოვრება - ეს ის ფაქტორებია, რის გამოც ფლორიანოპოლისი კონკურენციას უწევს სხვა ქალაქებს. ციფრული მომთაბარეებისთვის რეკომენდირებულია დარჩენა Lagoa da Conceição-ში, სადაც ყველაფერი ახლოსაა. Beira Mar-ში სავაჭრო ცენტრები, სპორტული მოედნები, რესტორნები და ღამის ბარებია თავმოყრილი. შედარებით იაფი დასვენებისთვის კი Trindade-ა რეკომენდირებული Boats and houses on canal, Fishing village, Barra da Lagoa, Florianopolis, Santa Catarina, Brazil, South Atlantic. Image shot 10/2008. Exact date unknown.

ბუდაპეშტი, უნგრეთი

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი დედაქალაქი სტუმრებს იზიდავს უფასო wi-fi კაფეებით, ეეფქტური საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მიწისქვეშა ბარებით. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი არ არის ტროპიკული, ბუდაპეშტი მთელი წლის განმავლობაში შედარებით მზიანი და მშრალია. მომთაბარეებში პოპულარულია VII რაიონი, სადაც მრავლადაა საერთო სამუშაო სივრცეები, ცოტა ხნის წინ კი გაიხსნა Impact Hub Budapest-ი. St.Stephen?s Basilica, Zrinyi Street      

მსგავსი
08 August 2019

ევროპის 4 გამორჩეულად ლამაზი ქალაქი

დღეს წარმოგიდგენთ ევროპის 4 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით. ...

02 August 2019

მალტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება.

კუნძულოვანი ქვეყანა ...

17 June 2019

რა უნდა ვიცოდეთ აფრენამდე

რა უნდა ვიცოდეთ Wizzair -ის თვითმფრინავის ბორტზე სანამ ავალთ ? რა საბუთები უნდა გვქონდეს თან და როგორ უნდა მოვიქცეთ თ...

03 May 2019

რატომ არ ღირს „მონა ლიზა“-ს და ბრიუსელის „ბიჭუნას“ ნახვა?

ბრიტანული ავიაკომპანიის „EasyJet“ ექსპერტებმა გამოკითხეს 20 000 ტურისტი, რათა გაერკვიათ ევროპის რომელმა ღირშესანიშნ...

23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

12 July 2018

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...