18 July 2016
  • 6935 ნახვა

რჩევები შიდა ტურებით სარგებლობისთვის

შიდა ტურიზმი საქართველოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობის და უბრალოდ, უქმეებზე ქალაქიდან გასვლის მსურველები სეზონის განმავლობაში მუდმივად უერთდებიან სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფებს. ინტერნეტში ასეთ უამრავ შეთავაზებას შეხვდებით, ამიტომაც საჭიროა გარკვეული კრიტერიუმები თუ პრიორიტეტები შეიმუშავოთ, რის მიხედვითაც შეარჩევთ, რომელ ჯგუფს შეუერთდეთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლის გათვალისწინებაც საშუალებას მოგცემთ შიდა ტურებით სარგებლობისას არასასიამოვნო სიურპრიზები თავიდან აიცილოთ და უკან დადებითი ემოციებით დაბრუნდეთ.

1. დააზუსტეთ ტრანსპორტის სახეობა და მგზავრთა რაოდენობა! შეგიძლიათ მოითხოვოთ ტრანსპორტის ფოტოების ჩვენებაც. გაითვალისწინეთ, რომ თუ ტრანსპორტირება ხდება მიკროავტობუსით და გეუბნებიან, რომ არის 22 ან მეტი ადგილი, ეს ნიშნავს, რომ გამოიყენება დამატებითი სკამები. შიდა ტურები

2. დააზუსტეთ, უამინდობის შემთხვევაში ხომ არ გაიზრდება ფეხით გასავლელი მანძილი? ეს შეიძლება განაპირობოს გზის სირთულემ, რის გამოც კონკრეტულ ტრანსპორტს, შესაძლოა გაუჭირდეს დანიშნულების ადგილამდე მისვლა. შიდა ტურები

3. დააზუსტეთ, ვინ, როდის და როგორ უზრუნველყოფს კვებას. თუ კვება შედის საფასურში, დაინტერესდით, როდისაა განსაზღვრული კვების დრო, ასევე დაგჭირდებათ თუ არა დღის განმავლობაში დამატებითი კვება, რომელიც თავად უნდა უზრუნველყოთ შიდა ტურები

4. გაიარეთ კონსულტაცია მეგობართან, რომელიც ხშირად მოგზაურობს. მეგობარს რჩევა შეგიძლიათ ჰკითხოთ როგორც მარშრუტთან, ასევე ორგანიზატორთან დაკავშირებით. 4

5. მოიძიეთ მარშრუტის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებლად. ასეთ დროს შეიძლება ბევრი დამატებითი ნიუანსი გახდეს თქვენთვის ცნობილი, რის შესახებაც ინფორმაცია ორგანიზატორმა არ ან ვერ მოგაწოდათ. 5


მსგავსი
08 August 2019

ევროპის 4 გამორჩეულად ლამაზი ქალაქი

დღეს წარმოგიდგენთ ევროპის 4 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით. ...

02 August 2019

მალტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება.

კუნძულოვანი ქვეყანა ...

17 June 2019

რა უნდა ვიცოდეთ აფრენამდე

რა უნდა ვიცოდეთ Wizzair -ის თვითმფრინავის ბორტზე სანამ ავალთ ? რა საბუთები უნდა გვქონდეს თან და როგორ უნდა მოვიქცეთ თ...

03 May 2019

რატომ არ ღირს „მონა ლიზა“-ს და ბრიუსელის „ბიჭუნას“ ნახვა?

ბრიტანული ავიაკომპანიის „EasyJet“ ექსპერტებმა გამოკითხეს 20 000 ტურისტი, რათა გაერკვიათ ევროპის რომელმა ღირშესანიშნ...

23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

12 July 2018

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...