03 January 2017
  • 2817 ნახვა

საქართველო Vogue-ის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის

ჟურნალი Vogue-ის ვებ-გვერდზე 2017 წლის ყველაზე "ცხელი" ტურისტული მიმართულების ათეული გამოქვეყნდა. არც მეტი, არც ნაკლები, ათეული საქართველოთი იწყება!

1. საქართველო

საქართველო ბოლო წლებში საოცრად პოპულარული გახდა ღვინის კულტურით. თუმცა ბრწყინვალე ღვინო მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ამ ქვეყანას უნდა ესტუმროთ. სუპერ დიზაინის მქონე სასტუმრო Rooms Hotel-ი გახდება თქვენი საწყისი საფუძველი ადგილობრივი ხელოვნების, მუსიკის და საკვების აღმოსაჩენად. ელექტრონული მუსიკის მსოფლიო მასშტაბის შემსრულებლებს Bassiani მასპინძლობს. საბჭოთა დროინდელი სამკერვალო ფაბრიკა კი მრავალფუნქციურ კულტურულ სივრცედ გარდაიქმნა და Fabrika ახლა თბილისის ურბანული არტისტების წარმოჩენის ადგილია.

კავკასიონის მთებში კი მოთხილამურეებს და სნოუბორდისტებს ჯერ კიდევ ხელუხლებელი რელიეფი ელოდებათ!

Georgia

2. ომანი

ომანში უდაბნოს მომხიბვლელი ბუნება, უსწორმასწორო მთები და სუფთა სანაპირო გელოდებათ. ბოლო წლებში ქვიშის სანაპიროებზე არაერთი მდიდრული სასტუმროც აშენდა. ადგილობრივ გამყოლებს შეუძლიათ კოორდინაცია გაუწიონ უდაბნოში თქვენს საუკეთესო თავგადასავლებს.

ომანი

3. ლანგკავი, მალაიზია

ტაილანდი და ვიეტნამი ტრადიციულად ჩრდილავენ სამხრეთ აზიას. თუმცა მალაიზიას გააჩნია ფანტასტიკური სამზარეულო, ხელოვნება, არქიტექტურა და პლაჟები. 99 კუნძულისაგან შემდგარი არქიპელაგი ლანგკავი მდებარეობს მალაიზიის  დასავლეთ სანაპიროზე.  ეს სწორედ ის კურორტია, რომლის გამოც მალაიზია აუცილებლად უნდა მონიშNოთ თქვენს სამოგზაურო რუკაზე! მომავალ ზაფხულს კურორტზე არაერთი სპა და ველნეს სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი.

4. მადაგასკარი

აქ მცხოვრები ველური ცხოველების 75%-ს პლანეტაზე სხვაგან ვერსად შეხვდებით, გარდა მადაგასკარისა! მომავალ წელს მადაგასკარზე იხსნება კონსერვაციაზე ორიენტირებული სპეციალური დაწესებულება, რომელიც ტრადიციული საფარის ტიპის ტურებს ახალ სიცოცხლეს შესძენს. აქ თქვენ შეძლებთ ნახოთ ტრადიციული აფრიკული სოფლები, ლემურების კოლონიები და საოცნებო, ცარიელი პლაჟები.

მადაგასკარი

5. შრი ლანკა

შრი ლანკა ზოგადად პოპულარული მიმართულებაა, თუმცა ბოლო წლებში ტურისტები, ძირითადად, მის სანაპიროებს ეტანებიან. 2017 წელს კი შეგიძლიათ შრი ლანკის განსხვავებული მხარე აღმოაჩინოთ. მომდევნო წლიდან ის მიმზიდველ ველნეს კურორტადაც იქცევა.

6. ტრინიდადი და ტობაგო

ტრინიდადი და ტობაგო - ესაა უნიკალური კულტურის და ველური ბუნების იდეალური ნაზავი, რომელიც მშვენიერი ალტერნატივაა მათთვის ვინც კუბაზე დასვენებაზე ოცნებობს. ერთკვირიან მარშრუტში შეგიძლიათ ჩაატიოთ ადგილობრივი კულტურის გაცნობა (ცეკვა სოკა-მუსიკაზე და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია), თავგდასავლები ჯუნგლებში და გარუჯვა სანაპიროზე.

7. აიდაჰო

აიდაჰოს დედაქალაი გამოირჩევა შემოქმედებითი ჰაბებით, ლუდის ბარებით, ყავის მაღაზიებით. თუმცა მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ ბუნებაში ხეტიალის მოყვარულებსაც. ქალაქის მიმდებარედ დაახლოებით 190  სალაშქრო და ველო ბილიკია. ამერიკის N1 სათხილამურო კურორტი დამსვენებლებს საუკეთესო სასრიალო ფერდობებს და სამთო ქალაქის ნამდვილ შეგრძნებას სთავაზობს.

8. იორდანია

გარე დასვენების, ტრეკინგის მოყვარულებისა და მომლოცველებისთვის ორდანია საინტერესო მიმართულებაა. 40 მოხალისის 5 წლიანი მუშაობის შედეგად ცოტა ხნის წინ დასრულდა 370 მილი სიგრძის ტრეკინგ ბილიკი. ბილიკი ხმელთაშუა ზღვიდან წითელ ზღვამდე მრავალფეროვან პეიზაჟებს მოიცავს. თუ ბილიკის მთლიანად გავლა არ გსურთ, შეგიძლიათ 7 დღიანი ბილიკი აირჩიოთ. მთლიანი ბილიკის გავლას, რომელიც მთელ ქვეყანას კვეთს, სამმა იორდანელმა ქალმა ცოტა ხნის წინ 33 დღე მოანდომა.

9. ორჰუსი, დანია

ორჰუსი არასდროს ყოფილა კოპენჰაგენის ან სტოკჰოლმის მსგავსად პოპულარული, თუმცა დანიის სიდიდით მეორე ქალაქი თანდათან ყალიბდება სკანდინავიურ ვარსკვლავად. 2017 წელს ორჰუსი ევროპის კულტურულ და რეგიონის გასტრონომიულ დედაქალაქად იქცევა. ამისთვის ქალაქის რესტორნები, ეროვნული პარკები, მუზეუმები და გალერეები სრულად მობილიზებული იქნება.

10. კოლუმბია

კოლუმბიაში მოგზაურობა განსაკუთრებით რეკომენდირებულია ყავის მოყვარულებისთვის. თუ ვიზიტს მარტამდე დაგეგმავთ, შეძლებთ ყავის მოსავალი საკუთარი ხელით მიიღოთ. 

მსგავსი
09 June 2017

5 რჩევა ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისთვის

ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, მნიშვნე...

07 March 2017

გაზაფხული ევროპაში - 5 განსხვავებული მიმართულება

გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უვიზო მიმოსვლას შენგე...

15 February 2017

ისრაელში ცეცხლის გარდამოსვლის დღისთვის განსაკუთრებული წესები იმოქმედებს

2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დაესწრება ცეცხლის გად...

09 February 2017

საუკეთესო ადგილები ზვიგენთან ერთად ცურვისთვის

მოგზაურობის, წყალქვეშა აქტივობების და ექსტრიმის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა მსოფლიოს მასშტაბით. ზვიგენების გარემოცვაში ცურვ...

06 February 2017

10 ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

კლასიკური, მყუდრო ადგილები, სადაც ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობთ - National Geographic-ი ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულებების რჩეულ სიას გვთავ...

30 January 2017

5 საუკეთესო ადგილი მარტო მოგზაურობის მსურველი ქალებისთვის

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ეს ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელიც არაერთი ქალისთვის შთაგონება გამხდარა. თუ თქვენც ასეთი ქალების რიცხვში ხართ,...

26 January 2017

10 საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი 2017 წლის ზაფხულისთვის

მზე, მუსიკა, მეგობრებთან ერთად გართობა - ეს იდეალური ზაფხულია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და საზაფხულოდ ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ, იდე...

18 January 2017

10 საუკეთესო კუნძული თაფლობისთვის გასატარებლად

დაგვეთანხმებით, რომ საქორწინო მოგზაურობა უნდა იყოს დასამახსოვრებელი, თუმცა საუკეთესო მიმართულების შერჩევა ზოგჯერ საკმაოდ რთულია. Lonely Planet...

06 January 2017

ხეზე განთავსებული ორიგინალური სასტუმროები

რა თქმა უნდა, ყველას მოსწონს კომფორტული, მდიდრული სასტუმროს ნომრები, მაგრამ რას იტყოდით ახალ თავგადასვლებზე? მაგალითად, რამდენიმა ღამის გატარება ხე...

03 January 2017

საქართველო Vogue-ის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის

ჟურნალი Vogue-ის ვებ-გვერდზე 2017 წლის ყველაზე "ცხელი" ტურისტული მიმართულების ათეული გამოქვეყნდა. არც მეტი, არც ნაკლები, ათეული საქა...