მსოფლიოს ულამაზესი ხედები
მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...
მზე, მუსიკა, მეგობრებთან ერთად გართობა - ეს იდეალური ზაფხულია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და საზაფხულოდ ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ, იდეალური იქნება თუ თქვენს მარშრუტს ყველაზე დიდ და ცნობილ მუსიკალურ ფესტივალებს დაამთხვევთ. ევროპის სხვადასხვა ქალაქი 2017 წლის ზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
Glastonbury ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი მუსიკალური ფესტივალია ევროპაში. მასზე დასასწრები ბილეთები წუთებში იყიდება. ინგლისის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში ერთმანეთის გვერდით წარსდგებიან ძველი თაობის ვარსკვლავები და ახალგაზრდა შემსრულებლები. 45 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი 2017 წელს 21-25 ივნისს იმართება.
მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდი შოუ მსოფლიოში. ფესტივალი 2005 წელს დაარსდა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაულია. Tomorrowland-ის ლოკაცია ბელგიის ქალაქი ბუმია. 2017 წელს ფესტივალი 21-23 და 28-30 ივლისს იმართება.
სზიგეტის ფესტივალი იმ ღონისძებების სიაშია, რომლის ბილეთებიც განსაკუთრებული მარკეტინგული ჩარევების გარეშეც სწრაფად იყიდება. ბუდაპეშტი კი ყოველთვის კარგ მასპინძლობას უწევს სტუმრებს. გასულ წელს ფესტივალი მასპინძლობდა ისეთ შემსრულებლებს, როგორიცაა Muse, Rihanna, David Guetta. 2017 წელს Sziget Festival-ი 9-16 აგვისტოს ჩატარდება.
თუ როკი და მძიმე მეტალი თქვენი საყვარელი ჟანრია, ამ გერმანულ ფესტივალს ნამდვილად უნდა დაესწროთ. ამის შემდეგ თქვენ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ საუკეთესო შაბათ-კვირა გქონდათ. გერმანული ფესტივალი 2017 წელს 2-4 ივნისს ქალაქ მენდიგში და ნიურნბერგში ჩატარდება.
როკისა და მძიმე მეტალის მოყვარულებისთვის ეს ფესტივალი კარგად ნაცნობი უნდა იყოს. მან არაერთი ცნობილი ბენდის კარიერაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ბრიტანული როკ-ფესტივალი წელს 9-11 ივნისს იმართება და ისეთ შემსრულებლებს უმასპინძლებს, როგორებიცაა System of a down, Aerosmith და ა.შ.
ლისაბონის როკ-ფესტივალი ყოველ წელს უფრო შთამბეჭდავ და პოპულარულ შემსრულებლებს მასპინძლობს. ფესტივალის წლევანდელი სტუმარი Red Hot Chili Pepers-ი იქნება. ფესტივალი 13-15 ივლისს ჩატარდება.
Deep Purple, Aerosmith, Linkin Park - ნამდვილად არაჩვეულებრივი ჩამონათვალია. მათი მოსმენა საფრანგეთში Hellfest Open Air-ზეა შესაძლებელი. ფესტივალი 2017 წლის 16-18 ივნისს ქალაქ Clisson-ში გაიმართება.
სერბული ფესტივალი სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მუსიკალური მრავალფეროვნებით იზიდავს. 2017 წლის Line up-ის გამორჩეულად მრავალფეროვანია. ფესტივალი სერბეთის ქალაქ ნოვი სედში, პეტროვარადინის ციხესთან 6-9 ივლისს იმართება.
Ultra Europe ამერიკული Ultra Music Festival-ის ღირსეული მემკვიდერა ევროპაში. ფესტივალს ხორვატიის ქალაქი სპლიტი მასპინძლობს და წელს 13-19 ივლისს გაიმართება.
Primavera Sound-ი ახალი მუსიკის ძლიერი მხარდამჭერია. ფესტივალი ბარსელონაში 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...
თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...
ბევრ ჩვენგანს სურს, ძველით ახალი წლის ღამე სასიამოვნო მოგონებად აქციოს. აღვნიშნოთ ის მეგობრების გარემოში საქართველოს მთის კურორ...
მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის კურორტების ვიზიტორებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. "ძვირფას...
თბილისის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ გარშემო ტბების სიუხვით გამოირჩევა. ერთ-ერთი ჩვენი ჭილის ტბაა... საკმაოდ და...
ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის ...
გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უ...
2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დ...
მოგზაურობის, წყალქვეშა აქტივობების და ექსტრიმის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა მსოფლიოს მასშტაბით. ზვიგენე...
კლასიკური, მყუდრო ადგილები, სადაც ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობთ - National Geographic-ი ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულებე...