30 January 2017
  • 5357 ნახვა

5 საუკეთესო ადგილი მარტო მოგზაურობის მსურველი ქალებისთვის

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ეს ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელიც არაერთი ქალისთვის შთაგონება გამხდარა. თუ თქვენც ასეთი ქალების რიცხვში ხართ, ან უბრალოდ ყოველდღიური რუტინის შეცვლა გადაწყვიტეთ, მარტო მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ბოლოს და ბოლოს, ყველა ქალმა უნდა იმოგზაუროს მარტო ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ეს ხომ საკუთარი თავის პოვნის, გამოცდის და თავგადასავლების სასიამოვნო და საინტერესო გზაა. ჟურნალი Vogue მარტო მოგზაურობის მსურველ ქალებს 2017 წლისთვის 5 საუკეთესო მიმართულებას ურჩევს:

ტაილანდი

ჯერ კიდევ 2 წლის წინ ტურისტები თავს იკავებდნენ ტაილანდში მოგზაურობისაგან სამხედრო მოქმედებების გამო. თუმცა ბოლო პერიოდში ასეთი საფრთხეები თითქმის აღარ არსებობს. გასული წლის ოქტომბერში მონარქი გარდაიცვალა და ქვეყანაში დაახლოებით ერთწლიანი გლოვაა. თუმცა 2017 წლის მეორე ნახევარი მაინც კარგი დროა ტაილანდში სამოგზაუროდ. ტაილანდში ჩვეულებრივი მოვლენაა მარტოხელა მოგზაურები, პილიგრიმები, მაძიებლები...ტაილანდში პირველად ჩასულმა სტუმარმა აუცილებლად უნდა ნახოს ბანგკოკი და დაათვალიეროს მისი ტაძრები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები, რეკომენდირებულია ასევე ქალაქების Chiang Mai და Chiang Rai-ს და მისი შემოგარენის ნახვა.

კანადა

კანადა და კანადელები მეგობრულად ხვდებიან "მარტოხელა" მოგზაურებს. აქ კომფორტს ენობრივი ბარიერის არარსებობაც ქმნის.

2017 წელს ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნება, რის გამოც ღირს, რომ არჩევანი კანადაზე შეაჩეროთ. ბრიტანეთის დომინიონის სტატუსის მიღებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, კანადაში დაგეგმილია, რომ ამ წელს ეროვნულ პარკებში შესვლა უფასო იქნება. 

2017 წელი საიუბილეო ქალაქ მონრეალისთვისაც. ქალაქის 375 წლის იუბილესთან დაკავშირებით მონრეალში არაერთი გამოფენა და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა დღითიდღე ცდილობს ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. ტურისტებისთვის აქ მთავარი ბარიერია ენობრივი სხვაობაა. ამიტომ უმჯობესია, რომ ტურისტულად დატვირთულ ადგილებში იმოძრაოთ. სამხრეთ კორეაში სტუმრობისთის კარგი დროა ლოტოსის ფესტივალის პერიოდი. ფესტივალი ტრადიციულად ბუდას დაბადების დღეზე იმართება (წელს აპრილის ბოლოს). მთელი მსოფლიოდან ტურისტების სეულის ქუჩებშ იკრიბებიან და ათასობით ანთებულ ფარანს უშვებენ ცაში. სოლო მოგზაურებს შეუძლიათ თავისი მოგზაურობა ალუბლის ყვავილობასაც დაამთხვიონ და ულამაზესი სანახაობით ისიამოვნონ.

კოლუმბია

წარსულში არცთუ კარგი რეპუტაციის მიუხედავად, კოლუმბია სწრაფად გახდა ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი თავგადასავლების მაძიებელი სოლო მოგზაურებისთვის. ანდები, ყავის პლანტაციები, კოლონიური საპორტო ქალაქები -  არჩევანი მრავალფეროვანია. კოლუმბია გამორჩეულია ფესტივალების მრავალფეროვნებითაც: მედელინის ყვავილების ფესტივალი, ე.წ "შავების და თეთრები" ფესტივალი, რომელიც შესულია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ბარანკუილას მუსიკისა და ცეკვის კარნავალი... კარგი საჭმელი, დასალევი და ცეკვა - ეს კოლუმბიური ფესტივალების განუყოფელი ნაწილია.

საფრანგეთი

ბოლო პერიოდში მომხდარმა ტერორისტულმა შემთხვევებმა საფრანგეთს ტურისტების 30% დააკარგვინა. ეს კი კარგი შანსია იმისთვის, რომ ქვეყანა მშვიდად, რიგებში ნაკლები დროის გატარებით დაათვალიეროთ. სინათლის ქალაქ პარიზში თავს მაროსულად არასდროს იგრძნობთ, ამისთვის დრო უბრალოდ არ დაგრჩებათ, რადგან თქვენ უამრავი მუზეუმი გელოდებათ. თუ პარიზში ხეტიალი მოგწყინდებათ, შეგიძლიათ ნიცას სანაპიროზე მიიღოთ მზის აბაზანები. მუზეუმების მრავალფეროვან არჩევანს ნიცაც გთავაზობთ.

 

მსგავსი
19 October 2015

ტურისტებისთვის საშიში ყვავილები

ტურისტები ხეტიალისას მრავალი სახის უცნაურ მცენარეეს აწყდებიან. მათი ნაწილი შხამიანია და ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენ...

13 October 2015

ლაგოდეხი, გურგენიანის ჩანჩქერი

ბილიკის სიგრძე სულ 8.5კმ-ა, რომელის გავლასაც 4- 6 სთ ჭირდება. მონახულებისთვის საუკეთესო დრო კი მაისიდან აგვისტოს ჩათვლითაა. შეს...

13 October 2015

15 რჩევა საჰაერო ბურთით გასეირნებისას

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ფრენა 2-3  ან 12 ადამიაზნე გათვლილი საჰაერო ბურთით. 2...

11 October 2015

7 მიზეზი ავსტრალიაში სამოგზაუროდ

ავსტრალია მხოლოდ კენგურუების სამშობლო არაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოინახულო. რატომ? უამ...

10 October 2015

როგორ გადავიღოთ მოგზაურობისას კარგი ფოტოები

ყველას უნდა, რომ მოგზაურობისას გადაღებული კადრები ლამაზი იყოს, ისეთი, რომ უცხო ადამიანსაც გაუხარდეს მათი თვალიერება. არადა, 100 გა...

08 October 2015

9 მიზეზი, რის გამოც მოგზაურობისგან თავი არ უნდა შეიკავო

მოგზაურობა ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება საკუთარ თავს ადამიანმა გაუკეთოს. თუმცა გარშემომყოფებისგან ბევრ და კიდევ უფრო მეტ მ...

07 October 2015

14 ნივთი, რომელიც ყველა მოგზაურის ხელბარგში უნდა იყოს

...

06 October 2015

ბატეთის ტბა

ქარელის რაიონში ძამას ხეობას თუ აუყვები, ერთ ადგილას გადასახვევი შეგხვდება. იქიდან უკვე ფეხით უნდა აუყვე ბატეთის ტბამდე. გზა სამი ...

05 October 2015

ლაშქრობის 13 წესი

ლაშქრობაში ხელმძღვანელი ყოველთვის მართალია. ...

30 September 2015

როგორ ჩაის უნდა ველოდოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?

საქართველოში ყველაზე მეტად ალბათ ლიმონიანი ჩაია გავრცელებული, კიდევ პიტნის ჩაი, სხვადასხვა მთის ბალახების.... ინგლისში თუ ჩაის შვუ...