10 საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი 2017 წლის ზაფხულისთვის
მზე, მუსიკა, მეგობრებთან ერთად გართობა - ეს იდეალური ზაფხულია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და საზაფხულოდ ევროპაში მოგზ...
ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ შინაურ ცხოველთან ერთად მოგზაურობა და ნაკლები დისკომფორტი შეგექმნებათ. ყველაფერი კი მოგზაურობის დაწყებამდე გაცილებით ადრე, დაგეგმვის ეტაპზე იწყება.
ბევრ ქვეყანაში ცხოველის შეყვანისას მოქმედებს სხვადასხვა სპეციალური მოთხოვნები. ეს შეიძლება ეხებოდეს იმუნიზაციას, ჯანმრთელობის ცნობას, საკარანტინო პერიოდს და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია მოთხოვნების გაადმოწმება იმ ავიაკომპანიაში, რომლითაც აპირებთ გაფრენას. მნიშვნელოვანია იცოდეთ, ავიაკომპანიის წესებით დასაშვებია თუ არა ცხოველის სალონში აყვანა, თუ მხოლოდ სატვირთო გაადზიდვის გზით არის შესაძლებელი წაყვანა? რა პარამეტრებში (ზომა, წონა) უნდა ჯდებოდეს ცხოველი, რომ დაგრთონ მისი გადაყვანის ნება? უმჯობესია, თუ შეარჩევთ ისეთ ავიაკომპანიას, რომელიც მოგცემთ ცხოველის სალონში შეყვანის უფლებას, სხვა შემთხვევაში ეცადეთ შეარჩიოთ პირდაპირი ფრენა.
ცხოველისთვის მოგზაურობა, შესაძლოა, იყოს სტრესული, ამიტომ წინასწარ შეისწავლეთ მისი ადაპტაციის უნარი. ცხოველებისთვის, რომლებიც რთულად ეგუებიან ახალ გარემოს და ადამიანებს, უმჯობესია დარჩნენ სახლში მზრუნველ მომვლელთან ერთად.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენთან ერთად ოთხფეხა მეგობარიც მოამზადოთ მოგზაურობისთვის და ამისთვის სპეციალური გეგმად დასახოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები შეიძინოთ მინიმუმ ერთი თვით ადრე, კარგად გაეცნოთ ავიაკომპანიის მოთხოვნებს და მოემზადოთ შესაბამისად. მომზადება გულისხმობს, როგორც საჭირო დოკუმენტების შეგროვებას, ასევე ცხოველისთვის შესაბამისი ჩანთის და აქსესუარების შერჩევას.
დარწმუნდით, რომ თქვენც და თქვენი ოთხფეხა მეგობარიც მზად ხართ მოგზაურობის პროცესისთვის. შეაჩვიეთ ცხოველი მოთმინებას, სამგზავრო ჩანთას და ა.შ. გააკეთეთ იმ ნივთების სია, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ოთხფეხა მეგობარს ფრენის დროს: წყლის თასი, საკვები და ა.შ.
მას შემდეგ, რაც ყველაფერს დაგეგმავთ, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ რამდენიმე გარემოება. თუ მატარებლით აპირებთ აეროპორტამდე მისვლას, გადაამოწმეთ, რამდენად მეგობრულად არიან განწყობილი ცხოველის გადაყვანისადმი. ასევე, გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან და მიიღეთ მისგან პრევენციული რჩევები. გადაამოწმეთ იმ სასტუმროს პირობები, სადაც აპირებთ დაბინავებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ აქვთ შინაური ცხოველებისადმი მეგობრული პოლიტიკა.
მზე, მუსიკა, მეგობრებთან ერთად გართობა - ეს იდეალური ზაფხულია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და საზაფხულოდ ევროპაში მოგზ...
დაგვეთანხმებით, რომ საქორწინო მოგზაურობა უნდა იყოს დასამახსოვრებელი, თუმცა საუკეთესო მიმართულების შერჩევა ზოგჯერ საკმაოდ რთულია...
რა თქმა უნდა, ყველას მოსწონს კომფორტული, მდიდრული სასტუმროს ნომრები, მაგრამ რას იტყოდით ახალ თავგადასვლებზე? მაგალითად, რამდენი...
ჟურნალი Vogue-ის ვებ-გვერდზე 2017 წლის ყველაზე "ცხელი" ტურისტული მიმართულების ათეული გამოქვეყნდა. არც მეტი, არც ...
გიყვართ ახალი წლის საზეიმოდ შეხვედრა,ფეიერვერკები და მხიარულება ქუჩაში? თუ კი, მაშინ რატომ უნდა შეზღუდოთ თავი იმით, რომ ასეთი დ...
გაიხედეთ ესპანური კლიშეების მიღმა მადრიდი დღითიდღ უფრო მრავალფეროვანი ქალაქი ხდება. მოსახლეობის 11%-...
შიდა ტურიზმი საქართველოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობის და უბრალოდ, უქმეებზე ქალაქიდან გა...
ხშირად ამბობენ, რომ მოგზაურობა ის დროა, როცა ლეპტოპი და სმარტფონი გვერდზე უნდა გადადოთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ გარემოსგან...
ქორწილის დაგეგმვა ყველაზე რთული საქმეა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თაფლობის თვისთვის რომანტიული და საინტერესო ადგილის ...
გსურთ რომ მუშაობა და მოგზაურობა ერთმანეთს შეუთავსოთ? არსებობს სამსახურები, რომლებიც ამის საშუალებას გაძლევთ. 1. ავიაკომპანიის...