როგორ ჩაის უნდა ველოდოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?

საქართველოში ყველაზე მეტად ალბათ ლიმონიანი ჩაია გავრცელებული, კიდევ პიტნის ჩაი, სხვადასხვა მთის ბალახების.... ინგლისში თუ ჩაის შვუკვეთავთ, აუცილებლად გვკითხავენ გვინდა თუ არა რძე... მოდი ერთად გადავხედოთ იმ რეცეპტებს, რომლითაც მთელ მსოფიოში ჩაის ამზადებენ და დვფიქრდეთ, ვართ თუ არა მზად უცნობ ქვეყანაში წინასწარი კითხვის დასმის გარეშე ჩაის შესაკვეთად.

იაპონია

13269410-R3L8T8D-620-1 ჩაი "მატჩა" უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაის ფოთლებისგან მზადდება.

ინდოეთი

13269510-R3L8T8D-620-2 ეს პატარა ფინჯნებში ჩამოსხმული არომატული სითხე ჩაი დარჯილინგია. მის მოსამზადებლად ჩაის ფოთოლს მაღალმთიან ინდოეთში კრეფენ.

ინგლისი

13269710-R3L8T8D-620-3 ინგლისური ჩაის ფინჯანში ჩაისთან ერთად რძესაც ამატებენ.

თურქეთი

13269810-R3L8T8D-620-4 თურქული ჩაი გამჭვირვალე, უყურო ჭიქით მოაქვთ, შარქის გარეშე. შაქარი ნატეხებად უნდა მიატანო. ზოგჯერ შაქრის ნაცვლად კანფეტებია. (საქართველოში ასეთი ჩაი მარნეულის ჩაიხანაში იშოვება).

ტიბეტი

13269910-R3L8T8D-620-5 ტიბეტში ჩაის მწარე გემო აქვს. აქ მას მარილს, ცხიმს და რძეს ურევენ.

მაროკო

13270010-R3L8T8D-620-6 მწვანე ჩაი, პიტნა, ცხელი წყალი და პაწაწუნა ჭიქები - ეს მაროკოს ჩაია.

ჰონკონგი

13270160-R3L8T8D-620-7 ჩაის შესქელებული რძე და ყინული ემატება, თუმცა შეიძლება ყინულების გარეშე, უბრალოდ ცივიც მოგართვან.

ტაივანი

13270260-R3L8T8D-620-8 ცხელი, ან ცივი. ტემპერატურას მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარი ტაპიოკას ბურთულებია.

აშშ

13270360-R3L8T8D-620-9 ამერიკელებს ტკბილი ჩაი უყვართ, სასურველია ცხელი, ერთი ან რამდენიმე ნაჭერი ლიმონით

პაკისტანი

13270560-R3L8T8D-620-Masala_Chai პაკისტანური ჩაი "მასალა" სუნელების და ნაღების კარაქის გამოყენებით მზადდება. ეს მსუყე სითხე ძალიან არომატული და ეგზოტიკური დასალევია.

ტაილანდი

13270660-R3L8T8D-620-enhanced-28924-1422972060-24 აქაური ჩაი სხვადასხვა ტაილანდური მცენარეების გამოყენებით მზადდება და რძე და ყინული ემატება.

ეგვიპტე

13270860-R3L8T8D-620-11 აქაური ჩაი მუქი და მწარეა. ქორწილებსი კი ჰიბისკუსის ჩაის მიირთმევენ.

არგენტინა

13271060-R3L8T8D-620-enhanced-28985-1422973501-20 არგენტინელების საყვარელი ჩაი - მატე - ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით მდიდარი სასმელია.

სამხრეთ აფრიკა

13271160-R3L8T8D-620-enhanced-26155-1422974957-29 აქაური მაცხოვრებელები როიბუშს მიირთმევენ. ეს ხასხასა წითელი, რბილი გემოს და არომატის მქონე, ტკბილი სასმელია.

კატარი

13271260-R3L8T8D-620-12 ორჯერ მოდუღებული, რძით და ლერწმის შაქრით - კატარში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ჩაი აქვთ.

მავრიტანია

13271360-R3L8T8D-620-enhanced-21168-1422976675-3 მავრიტანიაში ჩაის სამი ჭიქით მოგართმევენ - ნაკლებად ტკბილიდან ძალიან ტკბილამდე.

ქუვეითი

13271660-R3L8T8D-620-14 ჩაის ფოთლები, კარდამონი და შაფრანი - ეს ქუვეითში დამზადებული ჩაია. თქვენ რომელი ქვეყნის ჩაის მიანიჭებდით უპირატესობას?
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %