18 September 2017
  • 8841 ნახვა

ჭილის ტბა - თბილისის ყურისძირში

თბილისის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ გარშემო ტბების სიუხვით გამოირჩევა.

ერთ-ერთი ჩვენი ჭილის ტბაა... საკმაოდ დადის ხალხი აქ.  ზოგი სათევზაოდ, ზოგი უბრალოდ საპიკნიკოდ, ზოგიც ველოთი ამოისეირნებს ხოლმე... უმეტესობა ზაფხულობით, კარგი ამინდისას  ამოდის, გაჭიმავენ ხოლმე „Zip-Line"-ს და ერთობიან ^_^ ..,..

ეს ყველაფერი კარგია, როგორ არაა კარგი, მაგრამ ისეთებიც ვარსებობთ ზაფხულში ეს ტბა ჭაობი რომ გვგონია და გახედვა არ გვინდა. ამიტომ ჩვენთვის ზამთარი არსებობს, ზამთარი თავისი ყინვებით, მთელს ტბას სქელი ყინულით რომ ფარავს, გარშემო ფერდობებზე თოვლი რომ მუხლმადე აყავს... და გართობაც მეტად საინტერესო და ადრენალინით სავსე ხდება ^_^

მოკლედ, თუ გინდათ გაყინულ ტბაზე იბოდიალოთ, ყინულისქვეშ წყლის მოძრაობას უსმინოთ, წამოგორდეთ და გაიაზროთ რომ არც წყალში ხართ, არც მიწაზე და არც ჰაერში, ზამთარში ერთი კვირა დღე უნდა გამონახოთ და ჭილის ტბას აადგეთ. ^_^ ...

ჭილის ტბამანქანით ასვლა, რა თქმა უნდა, უკეთესია, მცირე "off-road " -ის ტურიც გამოვა. მით უფრო, რომ ისინი ვისაც მეტი ადრენალი სურს, მანქანითვე შედიან ტბაზე და ყინულზე " დადრიფტაობენ " .

გაყინული ჭილის ტბა

თუ მანქანით არა, შეგიძლიათ ნომერ 69 ავტობუს გაყვეთ მუხათგვერდის სასაფლაომდე, ესეიგი ბოლო გაჩერებამდე და იქიდან კი ფეხით შეუდგეთ ტბისკენ გზას. სამწუხარო ისაა, როგორც ვიცით, მხოლოდ შაბათ-კვირა მოძრაობს ეს ავტობუსი. გასავლელი მანძილი 7 კილომეტრსაც კი არ შეადგენს, სულ მალე მიაღწევთ ტბას, გაერთობით, იცინებთ, ხედებით დატკბებით, როგორც მთელ თბილისზე, ასევე ნახევარ კავკასიონზე,

ხედი ჭილის ტბიდანიბოდიალებთ მუხლამდე თოვლში ისეთ უღრან ტყეში, ბავშობაში  ძილის წინ, ზღაპრის პერსონაჟებით გატენილს რომ წარმოიდგენდით ხოლმე, დაბალი, მაგრამ ხშირი  თოვლიანი ტყით. ბევრს იგუნდავებთ და ნასიამოვნები, დაღლილი და გათოშილი მალევე სახლში დაბრუნდებით.ჭილის ტბამოკლედ ესაა ზამთრის იოლი და ძალიან გასართობი გასლა ერთი დღისთვის, ქალაქის "ყურისძირში"....


მსგავსი
30 September 2015

როგორ ჩაის უნდა ველოდოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?

საქართველოში ყველაზე მეტად ალბათ ლიმონიანი ჩაია გავრცელებული, კიდევ პიტნის ჩაი, სხვადასხვა მთის ბალახების.... ინგლისში თუ ჩაის შვუ...

26 September 2015

ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი ნაგებობა

ბურჯ ხალიფა ანუ ხალიფას კოშკი ადამიანის შემქნილი ყველაზე მაღალი შენობა და ყველაზე მრავალსართულიანი ნაგებობაა, რომელიც 2010 წელს ა...

23 September 2015

5 ნივთი, რომელიც მოგზაურობისას სახლში უნდა დატოვო

მოგზაურობა ისედაც დამღლელია იმისათვის, რომ ზედმეტი ტვირთი და ნივთები ვატაროთ თან. მოგზაურობისას თავისუფალი უნდა იყო ყველანაირი საზ...

10 November 2015

7 რჩევა ტურისტებს ფსიქოლოგებისგან

ფსიქოლოგები ტურისტებს განსხვავებულ და საინტერესო რჩევებს აძლევენ. გთავაზობთ, 7 საინტერესო რჩევას   გახსოვდეთ- ...

20 September 2015

რჩევები თუ როგორ მოიქცეთ ტყეში დაკარგვისას

თუ გიყვართ ტყეში ხეტიალი, ლაშქრობებში სიარული, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ  10 რჩევა, რომელიც ტყეში გზის დაკარგვისას გამოგადგებათ. ...

16 September 2015

5 ევროპული ქალაქი, რომელიც შემოდგომის ფერებში უნდა ნახო

1. ბრიუგე, ბელგია ბელგიის ამ უძველეს ქალაქს სხვა...

15 September 2015

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეთ თუშეთში

თუშეთში თუ გიმოგზაურიათ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არაა, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, მაშინ გაიგეთ, რატომ ბრუნდება თუშეთში ერთხე...