სპეციალური მიმართვა გუდაურის ვიზიტორებს

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის კურორტების ვიზიტორებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

"ძვირფასო დამსვენებლებო და გუდაურის სტუმრებო!
,,მთის კურორტების განვითარების კომპანია'' და გუდაურის სამაშველო სამსახური მოგმართავთ თხოვნით, ნუ მიიღებთ თვითნებურ გადაწყვეტილებას და ნუ გასცდებით სასრიალო გზებს, თქვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
მიაქციეთ ყურადღება მთაზე განთავსებულ ნიშნებს!

დაიცავით წესები და დაემორჩილეთ მთაზე მომსახურე თანამშრომლებს (სკი პატრულს).

Dear guests of Gudauri! Mountain Resorts Development Company and Gudauri team kindly ask not to ski beyond the territory of the resorts ski slopes.
Please be so kind not to make the decision which may harm you. Take into consideration the safety regulations. Follow the rules and obey the mountain staff. "

შეგახსენებთ, რომ ე.წ სკი პატრული ზამთრის კურორტებზე გასულ სეზონზე დაინიშნა. მისი აუცილებლობა გახშირებული უბედური შემთხვევების და ვიზიტორების მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევების გამო დადგა.

ასევე, ზვავში მოყვა უცხოელების ჯგუფი კურორტ "თეთნულდზე". ვიზიტორები თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში, რამაც გამოიწვია ზვავის უეცარი მოწყვეტა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამმა ექსტრემალმა მოახერხა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა, დაშავდა მხოლოდ ერთი.  მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება და ტურისტს დამხარება ოპერატიულად გაუწიეს.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %