08 January 2018
  • 6007 ნახვა

4 მიმართულება ძველით ახალი წლისთვის, რომელიც მცირე ბიუჯეტს მოითხოვს

ბევრ ჩვენგანს სურს, ძველით ახალი წლის ღამე სასიამოვნო მოგონებად აქციოს. აღვნიშნოთ ის მეგობრების გარემოში საქართველოს მთის კურორტებზე ან ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამისთვის დიდი ბიუჯეტია საჭირო.

სინამდვილეში ეს ასე სულაც არ არის.  ჩვენ გთავაზობთ ტურისტული სააგენტოების მიერ, Turebi.ge-ზე გამოქვეყნებულ საახალწლო შემოთავაზებებს, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს, რომ შეზღუდული ბიუჯეტითაც შეგვიძლია დღესასწაული განსაკუთრებულ გარემოში აღვნიშნოთ.

გთავაზობთ რამოდენიმე ვარიანტს.

სვანეთი

განსხვავებული ძველით ახალი წელი თოვლიან მესტიაში, სადაც შეგიძლიათ ეზიაროთ სვანურ ტრადიციებს, ისრიალოთ და რაც მთავარია, იხილოთ საქართველოს ეს  ულამაზესი  კუთხე, რომლის სანახავად ჩვენს ქვეყნას ათასობით ტურისტი სტუმრობს.

ძველით ახალი წლის დღეებში ეს შესაძლებელია სულ რაღაც 125 ლარად, El Dorado Travel-თან ერთად.  ტური მოიცავს ტრანსპორტირებას, სასტუმროს ნომერს, კვებას, ფოტოგადაღებას და სხვა. 

ტურები სვანეთში:

სვანეთიბორჯომ-ბაკურიანი

Turebi.ge-ზე განთავსებული კიდევ ერთი შემოთავაზება სრულიად ხელმისაწვდომი ბიუჯეტით, შესაძლებლობას გაძლევთ ძველით ახალ წელს ბორჯომ-ბაკურიანის ულამაზეს ხეობაში შეხვდეთ, გადაიღოთ ფოტოები, რომელიც ყოველთვის გაგახსენებთ ამ დღეს და რაც მთავარია, ისრიალოთ თხილამურებით.

ტურები ბაკურიანში

ბორჯომ-ბაკურიანიბაკურიანიჩვენს საიტზე გამოქვეყნებული განცხადებების შესწავლის შემდეგ მიხვდებით, რომ ძველით ახალი წლისთვის დაბალი, სრულიად ხელმისაწვდომი ბიუჯეტით არც საზღვარგარეთ მოგზაურობაა შეუძლებელი.

ამ დროისთვის 2 მიმართულება შეგირჩიეთ, რომელთაგან ერთი 130 ლარი, მეორე კი 180 ლარი ჯდება.

ბაქო

გაატარეთ დაუვიწყარი ძველით ახალი წელი (12,13,14 იანვარი) ბაქოში, სადაც ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის, სულ რაღაც 130 ლარად, Hot Travel Group-თან ერთად.

ტური მოიცავს ტრანსპორტირებას, 4-ვარსკვლავიან სასტუმროს ნომერს, გიდს და საუზმეს 2 დღის განმავლობაში. დაგეგმილია ყოველი დღის განრიგი, რომელიც მოიცავს გემით გასეირნებას, „ვენეციის“ მონახულებას, ხალიჩების მუზეუმის დათვალიერებას და სხვა.

იხილეთ ტურიბაქობაქო ახალი წელი

თურქეთი, უზუნგულის ტბა.

ვფიქრობთ, ისეთ დღესასწაულს, როგორიც ძველით ახალი წელია, კიდევ უფრო ჯადოსნურად აქცევს ადგილი თურქეთში, რომელიც განსხვავებული სილამაზითა და ულამაზესი ლანშაფტით გამოირჩევა.

ეს არის უზუნგულის ტბა თურქეთში. მთებს შორის მოქცეულია კამკამა ტბა, რომელსაც გარშემო თეთრად დათოვლილი ტყის მასივი აკრავს,  ზღაპრულ გარემოს ქმნის. იდეალური ადგილია, რათა მოწყდეთ ყოველდღიურ, დამღლელ, ქაოსურ ქალაქს , განიტვირთოთ თქვენთვის უცხო გარემოში, ძვირფას ადამიანებთან ერთად და შეიქმნათ რომანტიული განწყობა, სულ რაღაც 180 ლარად.

იხილეთ ტურიუზუნგოლის ტბაუზუნგოლი

მსგავსი
23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

12 July 2018

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...

05 January 2018

სპეციალური მიმართვა გუდაურის ვიზიტორებს

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის კურორტების ვიზიტორებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. "ძვირფას...

18 September 2017

ჭილის ტბა - თბილისის ყურისძირში

თბილისის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ გარშემო ტბების სიუხვით გამოირჩევა. ერთ-ერთი ჩვენი ჭილის ტბაა... საკმაოდ და...

09 June 2017

5 რჩევა ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისთვის

ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის ...

07 March 2017

გაზაფხული ევროპაში - 5 განსხვავებული მიმართულება

გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უ...