15 January 2018
  • 8649 ნახვა

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიაროთ ბუნების მშვენიერებას, მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა.ლაშქრობა ჩვილთან ერთადპირველ რიგში, არ იფიქროთ, რომ ბავშვის გაჩენასთან ერთად თქვენთვის ლაშქრობაზე ოცნება სრულდება. პირიქით, შვილის დაბადება ახალ თავგადასავლებსა და გამოწვევებს ნიშნავს. ამ პოსტში შევეცდები, სპეციალისტების რჩევები და საკუთარი გამოცდილება შევაჯერო და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ.
მაშ ასე...
პუნქტი ნომერი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: ბავშვის სატარებლად განკუთვნილი კომფორტული ზურგჩანთა, სლინგი ან კენგურუ.
ხარისხიანი ზურგჩანთა საკმაოდ ძვირი ღირს, ამასთანავე, საეჭვოა, რომ საქართველოში მსგავსი იყიდოთ, ამიტომ ერთი გზა გრჩებათ - გამოწერა. ამასთანავე, ზურგჩანთა მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც თქვენი პატარა დამოუკიდებლად, მყარად ჯდომას დაიწყებს. ნულიდან ექვს თვემდე კი საკმაოდ კომფორტულია სამზგავრო კენგურუ ან სლინგი. თუ შორ დისტანციაზე ლაშქრობას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა იყიდოთ თქვენი ბავშვისთვის, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევები პედიატრსა და ორთოპედს. 
ლაშქრობა ჩვილთან ერთადსალაშქროდ აუცილებლად გადით დილით ადრე, უმჯობესია ღრუბლიან ამინდში. ზაფხულის ცხელ დღეებში შეეცადეთ, ბავშვს თხელი, ბუნებრივი ქსოვილის, გრძელსახელოებიანი ბოდე და ასეთივე გრძელი შარვალი ჩააცვათ. თან იქონიეთ მზისგან დამცავი ანტიალერგიული, საბავშვო კრემი, წყლიანი ბოთლი თქვენი პატარასათვის და საკვები.
რაც შეეხება ტანისამოსს, ზამთრის ცივ დღეებში ეცადეთ ნაკლებად შეფუთოთ ბავშვი. ხარისხიანი ზურგჩანთა, სლინგი და კენგურუ უზრუნველყოფენ თქვენი პატარას სხეულის გათბობას. უბრალოდ, თან იქონიეთ დამატებითი ქურთუკი ან ჟაკეტი, რომელსაც ბავშვს მხოლოდ მაშინ ჩააცმევთ, როცა აუცილებლობა მოითხოვს.
თუ თქვენი შვილი ნულიდან ექვს თვემდეა და მას ბუნებრივად კვებავთ, ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ხოლო თუ პატარა ფორმულათი იკვებება, თან იქონიეთ ხელოვნური საკვებით სავსე თერმოსები. ექვსი თვიდან ყველაფერი უფრო მარტივადაა. უბრალოდ, შეირბინეთ აფთიაქში და თან იქონიეთ ბავშვისათვის აუცილებელი საკვებით სავსე ქილები. მართალია, დედების უმრავლესობა ყველაფერს შინ დამზადებულს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ აფთიაქში შეძენილ საკვებს აქვს ერთი დიდი პლუსი: ისინი ჰერმეტულადაა მოხუფული, მათი გაფუჭების შანსი  თითქმის ნულია და შესაბამისად, მცირეა თქვენი პატარას ინტოქსიკაციის საფრთხეც.
ლაშქრობა ბავშვთან ერთადშორ მანძილზე ლაშქრობისას თან წაიღეთ მაღალი ხარისხის ბავშვის საფენები და ყველაფერი, რაც აუცილებელია პატარას პირადი ტუალეტისათვის. ხშირად შეამოწმეთ, ხომ არ დაუსველდა შარვალი ან ხომ არ ჩაისვარა.
რამდენად შორს შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი პატარა?
აქ ყველაფერი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით იყოფა.
ახალშობილები: არც იფიქროთ, რომ ნულიდან ერთ თვემდე ბავშვით სალაშქროდ წახვალთ. ამ ასაკის პატარებს სიმშვიდე და მარტოობა სჭირდებათ. უბრალოდ, ხშირად გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე, მზეში რომ თქვენმა შვილმა საკმარისი D ვიტამინი მიიღოს.
ერთიდან ექვსი თვის ჩათვლით: ეცადეთ გახვიდეთ ქალაქიდან ახლო მანძილზე. მაღალ მთაში წაყვანა და წნევის ცვალებადობა ამ ასაკში არ არის რეკომენდირებული. 
ექვსი თვიდან თოთხმეტ თვემდე ყველაფერი უფრო მარტივადაა: ამ დროს შეგიძლიათ თქვენი პატარა ჩასვათ სამგზავრო ზურგჩანთაში და ხარისხიანი კარვითა და საძილე ტომრით ერთდღიან ლაშქრობაზეც კი წახვიდეთ.
შედარებით მაღალ ჰაერზე ბავშვის წაყვანა თოთხმეტი თვიდან შეგიძლიათ. ამ პერიოდში ბავშვები უკვე მყარად დადიან და გამოთქვამენ სურვილს, რომ ნაბიჯი აგიწყონ. ნუ შეუშლით მათ ამაში ხელს.
ლაშქრობა შვილთან ერთადაუცილებელად იქონიეთ თან: ბამბა, ბინტი, ბრილიანტის მწვანე, სიცხის დამწევი საშუალებები, ფხვნილი ელექტროლიტური ხსნარის მოსამზადებლად (რეჰიდრონი), ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები პედიატრის რეკომენდაციით, ერთჯერადი ლეიკოპლასტირი და მზისგან დამცავი საშუალებები.
რისი უნდა გვეშინოდეს:  ახალ გარემოპირობებთან შეგუების პროცესი თითქმის ყველა ბავშვისთვის ერთი და იგივეა. აკლიმატიზაციის პროცესი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, თუმცა ძირითადი ნიშნები ერთნაირია. ეს გახლავთ სუბფებრილური სიცხე, ჭირვეულობა, მოუსვენრობა, უმადობა და უძილობა. მშობლები ამისთვის მზად უნდა იყვნენ. სასურველია, ლაშქრობის დაგეგმვამდე ბავშვის პირად პედიატრთან ერთად გადაწყვიტოთ, სად ჯობს ბავშვის წაყვანა. 
მიუხედავად პატარა სიძნელეებისა, პატარასთან ერთად ლაშქრობა ერთი დიდი დღესასწაულია. მე და ჩემი მეუღლე თითქმის ერთი წელია ვცდილობთ, ჩვენი ბიჭი საქართველოს ბუნების სილამაზეს ვაზიაროთ და ჯერჯერობით წარმატებულადაც. ასე რომ, თქვენც გირჩევთ, აღიჭურვოთ სათანადოდ და მოგვბაძოთ...


მსგავსი
30 September 2015

როგორ ჩაის უნდა ველოდოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?

საქართველოში ყველაზე მეტად ალბათ ლიმონიანი ჩაია გავრცელებული, კიდევ პიტნის ჩაი, სხვადასხვა მთის ბალახების.... ინგლისში თუ ჩაის შვუ...

26 September 2015

ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი ნაგებობა

ბურჯ ხალიფა ანუ ხალიფას კოშკი ადამიანის შემქნილი ყველაზე მაღალი შენობა და ყველაზე მრავალსართულიანი ნაგებობაა, რომელიც 2010 წელს ა...

23 September 2015

5 ნივთი, რომელიც მოგზაურობისას სახლში უნდა დატოვო

მოგზაურობა ისედაც დამღლელია იმისათვის, რომ ზედმეტი ტვირთი და ნივთები ვატაროთ თან. მოგზაურობისას თავისუფალი უნდა იყო ყველანაირი საზ...

10 November 2015

7 რჩევა ტურისტებს ფსიქოლოგებისგან

ფსიქოლოგები ტურისტებს განსხვავებულ და საინტერესო რჩევებს აძლევენ. გთავაზობთ, 7 საინტერესო რჩევას   გახსოვდეთ- ...

20 September 2015

რჩევები თუ როგორ მოიქცეთ ტყეში დაკარგვისას

თუ გიყვართ ტყეში ხეტიალი, ლაშქრობებში სიარული, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ  10 რჩევა, რომელიც ტყეში გზის დაკარგვისას გამოგადგებათ. ...

16 September 2015

5 ევროპული ქალაქი, რომელიც შემოდგომის ფერებში უნდა ნახო

1. ბრიუგე, ბელგია ბელგიის ამ უძველეს ქალაქს სხვა...

15 September 2015

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეთ თუშეთში

თუშეთში თუ გიმოგზაურიათ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არაა, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, მაშინ გაიგეთ, რატომ ბრუნდება თუშეთში ერთხე...