05 February 2018
  • 6641 ნახვა

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ავირჩიოთ პოპულარული ტურისტული მიმართულებები, და მეორე - ავირჩიოთ ისეთი განსხვავებული ადგილები, რომლებიც თავისი ხედებით სრულიად განუმეორებელ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვპირდება.

Turebi.Ge გაგაცნობთ ადგილებს, რომლებიც განსაკუთრებული ხედებით იზიდავს ტურისტებს.

კორკოვადოს მთა

კოროვადოს მთის წვერზე განთავსებული, სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული საოცრება, ქრისტეს ქანდაკება ნამდვილად გასაოცარი და ამაღელვებელია. ამ მთიდან შეგიძლიათ ისიამოვნოთ განუმეორებელი ხედით რიოზე, მთებზე და ოკეანეზე.

 

Dachstein მყინვარის ხიდი

ავსტრიაში, მყინვარ Dachstein-ზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხიდი მდებარეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხიდიდან ულამაზესი ხედი იშლება ღრუბლებით გარშემორტყმულ მყინვარზე.

 

სასტუმრო Cambrian

The Cambrian Hotel შვეიცარიაში მდებარეობს და სტუმრებს ალპების ულამაზეს ხედს სთავაზობს. მთები, მყინვარები, მწვანე მინდვრები, ულამაზესი ადგილობრივი ბუნება - ამ ყველაფისგან რომანტიკული კურორტი შეიქმნა. სასტუმრო გამორჩეულია არამხოლოდ ხედებით, არამედ მის მიერ შეთავაზებული მდიდრული მომსახურებითაც.

 

მელისანის გამოქვაბული

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით მელისანის გამოქვაბულში ნიმფები ცხოვრობდნენ, რომლებიც მეზღვაურებს თავისი შარმით აჰიპნოზებდნენ და იზიდავდნენ. გამოქვაბულში ამჟამად ნიმფებს ვერ ნახავთ, მაგრამ საფირონის ფერი ზღვის ხედები, კვლევითი თავგადასავლები და ნავით გამოქვაბულში ცურაობა, ნამდვილად აანაზღაურებს ამ დანაკლისს.

 

Fjallabaksleid

Fjallabaksleid-ი ისლანდიაში მდებარეობს. მართალია სახელის დამახსოვრება და წარმოთქმა ძალიან რთულია, მაგრამ არ ინანებთ თუ მას თქვენს სამოგზაურო მიმართულებებში ჩართავთ. მარშრუტი, განსაკუთრებულად თვალწარმტაცია, Myrdalsjokull-ის მყინვარით, გეოლოგიური აქტივობებით, რაც მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.

 

ბაგანი

ყოფილ ქალაქში რამდენიმე ლამაზი და დახვეწილი ბუდისტური ტაძარი მდებარეობს. ძველ დროს არსებული 10 000 რელიგიური ცენტრიდან დღეს დაახლოებით 2200 ცენტრია მოქმედი. ადგილებში, სადაც ეს ცენტრებია განლაგებული, ბუნების მშვენიერება და არქიტექტურული სილამაზე ერთმანეთს ერწყმის.

 

აღდგომის კუნძული, ჩილე

აღდგომის კუნძული, წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარეობს და პოლინეზიის სამკუთხედის ულამაზეს ხედებს გთავაზობთ. მის სილამაზეს ადასტურებს აღდგომის კუნძულზე არსებული ქანდაკებებიც. ის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია და რაპა ნუის ნაციონალურ პარკშია დაცული.

 

ტროლის ენა, ნორვეგია

ეს არის კლდის გამოწეული ნაწილი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი კლდეებზე და ლურჯ ტბაზე. ტროლის ენა ტბიდან 350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მასზე ასვლა საკმაოდ რთულია და მხოლოდ 12 კილომეტრიანი ბილიკითაა შესაძლებელი. ეს ადგილი მუდამ იზიდავს მოგზაურებს, განსაკუთრებით კი, ცნობილ მოგზაურ ბლოგერებს.

 

მთვარის ხიდი, ტაივანი

მთვარის ხიდი დაჰუს პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა და არც თუ უსაფუძვლოდ. ხიდი მზის ჩასვლისას ბრჭყვიალებსცმის ქვემოთ მდებარე წყალთან ერთად, რაც უჩვეულო, ლამაზ პეიზაჟს ქმნის, ისეთს, როგორიც ფილმებშია. ხიდი ისე გამოიყურება, თითქოს თვალისმომჭრელი სარკეებისგან იყოს დამზადებული.

 

კილიმანჯარო, ტანზანია

მარტივი მისახვედრია, რატომ სტუმრობს კილიმანჯაროს ყოველწლიურად 40 000 ტურისტი. ხედი წარმოუდგენლად ლამაზია, განსაკუთრებით მთის წვეროდან. ამ ადგილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ.

 

ცის კუნძული, შოტლანდია

ცის კუნძული ცნობილია თავისი ულამაზესი ლანდშაფტით და ხელუხლებელი უდაბნოთი. ამ ადგილის ბუნებრივი ხიბლი იზიდავს მნახველებს და თავს შოტლანდიურ ზღაპარში აგრძნობინებს.

გაგვიზიარეთ, რომელი ადგილი მოგეწონათ ყველაზე მეტად? საქართველოს რომელ ხედს დაამატებდით მოცემულ სიას?


მსგავსი
30 September 2015

როგორ ჩაის უნდა ველოდოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?

საქართველოში ყველაზე მეტად ალბათ ლიმონიანი ჩაია გავრცელებული, კიდევ პიტნის ჩაი, სხვადასხვა მთის ბალახების.... ინგლისში თუ ჩაის შვუ...

26 September 2015

ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი ნაგებობა

ბურჯ ხალიფა ანუ ხალიფას კოშკი ადამიანის შემქნილი ყველაზე მაღალი შენობა და ყველაზე მრავალსართულიანი ნაგებობაა, რომელიც 2010 წელს ა...

23 September 2015

5 ნივთი, რომელიც მოგზაურობისას სახლში უნდა დატოვო

მოგზაურობა ისედაც დამღლელია იმისათვის, რომ ზედმეტი ტვირთი და ნივთები ვატაროთ თან. მოგზაურობისას თავისუფალი უნდა იყო ყველანაირი საზ...

10 November 2015

7 რჩევა ტურისტებს ფსიქოლოგებისგან

ფსიქოლოგები ტურისტებს განსხვავებულ და საინტერესო რჩევებს აძლევენ. გთავაზობთ, 7 საინტერესო რჩევას   გახსოვდეთ- ...

20 September 2015

რჩევები თუ როგორ მოიქცეთ ტყეში დაკარგვისას

თუ გიყვართ ტყეში ხეტიალი, ლაშქრობებში სიარული, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ  10 რჩევა, რომელიც ტყეში გზის დაკარგვისას გამოგადგებათ. ...

16 September 2015

5 ევროპული ქალაქი, რომელიც შემოდგომის ფერებში უნდა ნახო

1. ბრიუგე, ბელგია ბელგიის ამ უძველეს ქალაქს სხვა...

15 September 2015

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეთ თუშეთში

თუშეთში თუ გიმოგზაურიათ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არაა, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, მაშინ გაიგეთ, რატომ ბრუნდება თუშეთში ერთხე...