21 June 2018
  • 9254 ნახვა

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტერესო და ხელმისაწვდომ ტურ-პაკეტს, თუმცა ორგანიზატორ კომპანიებთან დაკავშირების შემდეგ აღმოაჩენს, რომ შეთავაზების ფასი მნიშვნელოვნად შეცვლილია. ტურის ფასი ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რის გამოც ხდება მისი მუდმივი ცვლილება.

როგორ იგეგმება ტური და, კონკრეტულად, რა გარემოებების ცვლილება აისახება ტურის ფასზე -  აღნიშნულ საკითხებს განმარტავს ტურისტული კომპანია Free Travel-ის ტურ-ოპერატორი თამარ კახიანი.

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის სწრაფ ცვლას?

მოდით ჯერ განვმარტავ, რას გულისხმოსბს ტური?

ტური მოგზაურობის ისეთი სახეობაა, რომლის დროსაც მთავარი მოტივაცია სხვადასხვა ადგილების და ღირშესანიშნაობების აღმოჩენა, გაცნობა და მათი შესწავლაა, კონკრეტული ვადით, განსაზღვრული მიზნითა და მარშრუტით მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული პროდუქტით. როგორც ცნობილია, არსებობს ტურის სახეობები, აქედან გამოვყოფდი ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურს, პირველ რიგში, თითოეული ტურის დაორგანიზების პროცესში მნიშვნელოვანია მომხმარებელთან მჭიდრო კავშირი, მათი მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც ოპერატორი ქმნის ტურ-პაკეტს და სთავაზობს მომხმარებელს. ტურისტული მომსახურების პაკეტი არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსია, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ტურისტული მომსახურების ძირითადი ფორმა გულისხმობს ორმხრივ ავიაბილეთს, სამოგზაურო დაზღვევას, სასტუმროს შესაბამისი კვების ტიპის მიხედვით და ტრანსფერის მომსახურებას.

ტურის დაორგანიზება შესაბამისი კრიტერიუმებით დამოკიდებულია დროის ფაქტორზე, მგზავრის მხრიდან სამოგზაურო პერიოდის ცვლილებაზე, კონკრეტულ სასტუმროზე შეზღუდული ადგილების არსებობა-არარსებობაზე, ეკონომ კლასის ავიაბილეთების რაოდენობაზე და სხვა. ესაა ის ფაქტორები, რაც განაპირობებენ ფასის ცვლილებას.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ახლოსაა გამგზავრების თარიღი, ბუნებრივია, ავიაბილეთების ფასი მატულობს, ძვირდება ასევე სასტუმროებიც. ამიტომ, ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის ვურჩევთ წინასწარ დაიწყოს ფინანსების მობილიზება და ფიქრი მოგზაურობისთვის, რათა გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე არ შეიძინოს ტური, თუმცა აღვნიშნავ რომ, მომხმარებელი ეჩვევა რამოდენიმე თვით ადრე შეიძინოს ტური საკმაოდ მისაღებ ფასად. მაგრამ პროცენტულად მათი რიცხვი, ვინც ჩვენთან მოდის და გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე გაძვირებულ ტურებს ყიდულობს, მაინც ძალიან მაღალია.

თამარ კახიანი

ა შემთხვევაშია განსაკუთრებული ფასდაკლება ტურ-პაკეტზე?

ზოგადად, ტურები მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია, თუმცა უფრო მიმზიდველია ზაფხულის თვეებში, როცა კლიმატი და ტემპერატურა უფრო მოსახერხებელს ხდის მოგზაურობას და მეტეროლოგიური დაბრკოლებებიც ნაკლებია, როგორიცაა წვიმა, სიცივე და სხვა.
სეზონის პარალელურად  მომხმარებელს ვთავაზობთ ფასდაკლებით ტურებს სხვადასხვა მიმამართულებით, მაგრამ განსაკუთრებული ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სეზონის დასასრულს ან ნაადრევი ჯავშნების შემთხვევაში ხელსაყრელ ფასად შეუძლიათ  შეიძინონ მათთვის სასურველი ტური. მიმდინარე სეზონზე ფასდაკლებები ვრცელდება ეგვიპტის მიმართულებით, განსაკუთრებით აქტუალურია საბერძნეთის მიმართულება და ევროპის სხვადასხვა მიმართულება (ესპანეთი, ბუდაპეშტი, პრაღა, პარიზი, მილანი, ლარნაკა და სხვა). აღნიშნულ მიმართულებებზე მოთხოვნა განპირობებულია ტარიფებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ავიაკომპანია WizzAir-მა დაამატა პირდაპირი რეისები ევროპის მიმართულებით, შესაბამისად მომხმარებელს გაუმარტივდა ბიუჯეტური ტურის ორგანიზება. აქვე აღვნიშნავ, რომ თურქეთის მიმართულება ისევ და ისვე აქტუალურია, მაგრამ სრული პაკეტის ღირებულება გაცილებით მაღალია გასულ წელთან შედარებით.

რას ნიშნავს Last Minute შეთავაზება?
ტერმინი Last Minute  პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ‘’ბოლო წუთების აქციას’’. მაგალითად, თუ მომხმარებელმა გამგზავრებამდე ტურ-პაკეტის შეძენა გადაწყვიტა  2-3 დღით ადრე, მათ ვთავაზობთ შესაბამის აქციას, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილ მარშრუტზე არ არის შეზღუდული ადგილები. აქვე დავამატებ, რომ მათ, ვინც ზუსტად იცით მოგზაურობის პერიოდი და შერჩეული გაქვთ კონკრეტული სასტუმრო, ნუ დაელოდებით ე.წ Last Minute -‘’ბოლო წუთების აქციას’’, რადგან თქვენს კონკრეტულ მოთხოვნაზე შესაძლებელია ადგილები შეზღუდული იყოს.


მსგავსი
06 January 2017

ხეზე განთავსებული ორიგინალური სასტუმროები

რა თქმა უნდა, ყველას მოსწონს კომფორტული, მდიდრული სასტუმროს ნომრები, მაგრამ რას იტყოდით ახალ თავგადასვლებზე? მაგალითად, რამდენი...

03 January 2017

საქართველო Vogue-ის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის

ჟურნალი Vogue-ის ვებ-გვერდზე 2017 წლის ყველაზე "ცხელი" ტურისტული მიმართულების ათეული გამოქვეყნდა. არც მეტი, არც ...

16 December 2016

როგორ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ორჯერ

გიყვართ ახალი წლის საზეიმოდ შეხვედრა,ფეიერვერკები და მხიარულება ქუჩაში? თუ კი, მაშინ რატომ უნდა შეზღუდოთ თავი იმით, რომ ასეთი დ...

16 November 2016

5 რჩევა მადრიდში მოგზაურობისთვის

გაიხედეთ ესპანური კლიშეების მიღმა მადრიდი დღითიდღ უფრო მრავალფეროვანი ქალაქი ხდება. მოსახლეობის 11%-...

18 July 2016

რჩევები შიდა ტურებით სარგებლობისთვის

შიდა ტურიზმი საქართველოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობის და უბრალოდ, უქმეებზე ქალაქიდან გა...

31 May 2016

5 საუკეთესო ქალაქი მათთვის, ვინც ინტერნეტს ვერ წყდება

ხშირად ამბობენ, რომ მოგზაურობა ის დროა, როცა ლეპტოპი და სმარტფონი გვერდზე უნდა გადადოთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ გარემოსგან...

05 May 2016

ყველაზე განსახვავებული ადგილები თაფლობის თვისთვის

ქორწილის დაგეგმვა ყველაზე რთული საქმეა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თაფლობის თვისთვის რომანტიული და საინტერესო ადგილის ...

08 April 2016

10 სამუშაო ადგილი, რომელიც მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ

გსურთ რომ მუშაობა და მოგზაურობა ერთმანეთს შეუთავსოთ? არსებობს სამსახურები, რომლებიც ამის საშუალებას გაძლევთ. 1. ავიაკომპანიის...

25 March 2016

10 უჩვეულო მიმართულება, სადაც ტერორიზმის საფრთხე დაბალია

ბოლო მონაცემების მიხედვით ტერორიზმის მაღალი საფრთხით ევროპის 30-ზე მეტი ქვეყანა შეფასდა. ასეთი საფრთხე, ბუნებრივია ტურისტებს აშინე...

16 March 2016

როგორ დავბრუნდეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ყველა მოგზაურობიდან

 წასვლამდე ჩაატარეთ პატარა კვლევა ...