21 June 2018
  • 8988 ნახვა

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტერესო და ხელმისაწვდომ ტურ-პაკეტს, თუმცა ორგანიზატორ კომპანიებთან დაკავშირების შემდეგ აღმოაჩენს, რომ შეთავაზების ფასი მნიშვნელოვნად შეცვლილია. ტურის ფასი ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რის გამოც ხდება მისი მუდმივი ცვლილება.

როგორ იგეგმება ტური და, კონკრეტულად, რა გარემოებების ცვლილება აისახება ტურის ფასზე -  აღნიშნულ საკითხებს განმარტავს ტურისტული კომპანია Free Travel-ის ტურ-ოპერატორი თამარ კახიანი.

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის სწრაფ ცვლას?

მოდით ჯერ განვმარტავ, რას გულისხმოსბს ტური?

ტური მოგზაურობის ისეთი სახეობაა, რომლის დროსაც მთავარი მოტივაცია სხვადასხვა ადგილების და ღირშესანიშნაობების აღმოჩენა, გაცნობა და მათი შესწავლაა, კონკრეტული ვადით, განსაზღვრული მიზნითა და მარშრუტით მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული პროდუქტით. როგორც ცნობილია, არსებობს ტურის სახეობები, აქედან გამოვყოფდი ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურს, პირველ რიგში, თითოეული ტურის დაორგანიზების პროცესში მნიშვნელოვანია მომხმარებელთან მჭიდრო კავშირი, მათი მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც ოპერატორი ქმნის ტურ-პაკეტს და სთავაზობს მომხმარებელს. ტურისტული მომსახურების პაკეტი არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსია, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ტურისტული მომსახურების ძირითადი ფორმა გულისხმობს ორმხრივ ავიაბილეთს, სამოგზაურო დაზღვევას, სასტუმროს შესაბამისი კვების ტიპის მიხედვით და ტრანსფერის მომსახურებას.

ტურის დაორგანიზება შესაბამისი კრიტერიუმებით დამოკიდებულია დროის ფაქტორზე, მგზავრის მხრიდან სამოგზაურო პერიოდის ცვლილებაზე, კონკრეტულ სასტუმროზე შეზღუდული ადგილების არსებობა-არარსებობაზე, ეკონომ კლასის ავიაბილეთების რაოდენობაზე და სხვა. ესაა ის ფაქტორები, რაც განაპირობებენ ფასის ცვლილებას.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ახლოსაა გამგზავრების თარიღი, ბუნებრივია, ავიაბილეთების ფასი მატულობს, ძვირდება ასევე სასტუმროებიც. ამიტომ, ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის ვურჩევთ წინასწარ დაიწყოს ფინანსების მობილიზება და ფიქრი მოგზაურობისთვის, რათა გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე არ შეიძინოს ტური, თუმცა აღვნიშნავ რომ, მომხმარებელი ეჩვევა რამოდენიმე თვით ადრე შეიძინოს ტური საკმაოდ მისაღებ ფასად. მაგრამ პროცენტულად მათი რიცხვი, ვინც ჩვენთან მოდის და გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე გაძვირებულ ტურებს ყიდულობს, მაინც ძალიან მაღალია.

თამარ კახიანი

ა შემთხვევაშია განსაკუთრებული ფასდაკლება ტურ-პაკეტზე?

ზოგადად, ტურები მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია, თუმცა უფრო მიმზიდველია ზაფხულის თვეებში, როცა კლიმატი და ტემპერატურა უფრო მოსახერხებელს ხდის მოგზაურობას და მეტეროლოგიური დაბრკოლებებიც ნაკლებია, როგორიცაა წვიმა, სიცივე და სხვა.
სეზონის პარალელურად  მომხმარებელს ვთავაზობთ ფასდაკლებით ტურებს სხვადასხვა მიმამართულებით, მაგრამ განსაკუთრებული ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სეზონის დასასრულს ან ნაადრევი ჯავშნების შემთხვევაში ხელსაყრელ ფასად შეუძლიათ  შეიძინონ მათთვის სასურველი ტური. მიმდინარე სეზონზე ფასდაკლებები ვრცელდება ეგვიპტის მიმართულებით, განსაკუთრებით აქტუალურია საბერძნეთის მიმართულება და ევროპის სხვადასხვა მიმართულება (ესპანეთი, ბუდაპეშტი, პრაღა, პარიზი, მილანი, ლარნაკა და სხვა). აღნიშნულ მიმართულებებზე მოთხოვნა განპირობებულია ტარიფებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ავიაკომპანია WizzAir-მა დაამატა პირდაპირი რეისები ევროპის მიმართულებით, შესაბამისად მომხმარებელს გაუმარტივდა ბიუჯეტური ტურის ორგანიზება. აქვე აღვნიშნავ, რომ თურქეთის მიმართულება ისევ და ისვე აქტუალურია, მაგრამ სრული პაკეტის ღირებულება გაცილებით მაღალია გასულ წელთან შედარებით.

რას ნიშნავს Last Minute შეთავაზება?
ტერმინი Last Minute  პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ‘’ბოლო წუთების აქციას’’. მაგალითად, თუ მომხმარებელმა გამგზავრებამდე ტურ-პაკეტის შეძენა გადაწყვიტა  2-3 დღით ადრე, მათ ვთავაზობთ შესაბამის აქციას, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილ მარშრუტზე არ არის შეზღუდული ადგილები. აქვე დავამატებ, რომ მათ, ვინც ზუსტად იცით მოგზაურობის პერიოდი და შერჩეული გაქვთ კონკრეტული სასტუმრო, ნუ დაელოდებით ე.წ Last Minute -‘’ბოლო წუთების აქციას’’, რადგან თქვენს კონკრეტულ მოთხოვნაზე შესაძლებელია ადგილები შეზღუდული იყოს.


მსგავსი
30 September 2015

როგორ ჩაის უნდა ველოდოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?

საქართველოში ყველაზე მეტად ალბათ ლიმონიანი ჩაია გავრცელებული, კიდევ პიტნის ჩაი, სხვადასხვა მთის ბალახების.... ინგლისში თუ ჩაის შვუ...

26 September 2015

ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი ნაგებობა

ბურჯ ხალიფა ანუ ხალიფას კოშკი ადამიანის შემქნილი ყველაზე მაღალი შენობა და ყველაზე მრავალსართულიანი ნაგებობაა, რომელიც 2010 წელს ა...

23 September 2015

5 ნივთი, რომელიც მოგზაურობისას სახლში უნდა დატოვო

მოგზაურობა ისედაც დამღლელია იმისათვის, რომ ზედმეტი ტვირთი და ნივთები ვატაროთ თან. მოგზაურობისას თავისუფალი უნდა იყო ყველანაირი საზ...

10 November 2015

7 რჩევა ტურისტებს ფსიქოლოგებისგან

ფსიქოლოგები ტურისტებს განსხვავებულ და საინტერესო რჩევებს აძლევენ. გთავაზობთ, 7 საინტერესო რჩევას   გახსოვდეთ- ...

20 September 2015

რჩევები თუ როგორ მოიქცეთ ტყეში დაკარგვისას

თუ გიყვართ ტყეში ხეტიალი, ლაშქრობებში სიარული, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ  10 რჩევა, რომელიც ტყეში გზის დაკარგვისას გამოგადგებათ. ...

16 September 2015

5 ევროპული ქალაქი, რომელიც შემოდგომის ფერებში უნდა ნახო

1. ბრიუგე, ბელგია ბელგიის ამ უძველეს ქალაქს სხვა...

15 September 2015

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეთ თუშეთში

თუშეთში თუ გიმოგზაურიათ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არაა, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, მაშინ გაიგეთ, რატომ ბრუნდება თუშეთში ერთხე...