12 July 2018
  • 7175 ნახვა

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ არა ამ სიახლემ ევროპის ქვეყნები ქართველი მოგზაურებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და რა ბიუჯეტური მიმართულებები შეგიძლიათ შეარჩიოთ ევროპული შვებულებისთვის - ამ თემაზე Turebi.Ge-ის კითხვებს ტურისტული კომპანია I am Georgia-ს ტურ-ოპერატორი ნინა ბელიაშვილი პასუხობს.

ბოლო პერიოდში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულება დაემატა. რამდენად აისახა ეს სიახლე ევროპის ტურების ფასებზე და რომელი მიმართულებით შეუძლიათ მსურველებს ყველაზე დაბალი ბიუჯეტით ბილეთების შეძენა?

რეისების დამატებამ დიდწილად განაპირობა მგზავრების რაოდენობის ზრდა ევროპის მიმართულებებზე, საზაფხულო სეზონიდან გამომდინარე ფასები ცვალებადი და არასტაბილურია, თუმცა მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ბუდაპეშტის, პრაღის, პარიზის, ათენის, ბერლინის მიმართულებით დაბალი ბიუჯეტის ფარგლებში.

ერთია ტურის ღირებულება, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქალაქში კვების, მუზეუმების და ა.შ ღირებულება. თქვენი გამოცდილებით, რომელია ამ მხრივ ევროპის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქები?

ტურის ღირებულების გარდა მოგზაურობისას მგზავრები ითვალისწინებენ ხარჯებს კვებასთან, ტრასპორტირებასთან და ღირსშესანიშნაობებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს სასურველი მიმართულების შერჩევაზე. კვების მხრივ ყველაზე ხელსაყრელი ქალაქებიდან გამოვყოფდით ბუდაპეშტს, ბუქარესტს, ვარშავას, რიგას, ათენს, რომს.

მოგეხსენებათ, მოგზაურობისას ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით ვთავაზობთ მგზავრებს წინასწარ მოხდეს პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ბილეთების შეძენა, რაც მათ საშუალებას აძლევს თავი აარიდონ რიგებს და მეტი დრო დაუთმონ ახალი შთაბეჭდილებების მიღებას. ევროპის მასშტაბით მუზეუმების და ძირითადი ღირსშესანიშნაობების ფასები დაახლოებით იდენტურია და საშუალოდ 20 ევროს ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ჩვენი მიზანია მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი დაბრუნდეს დაგეგმილი  მოგზაურობიდან, ამიტომ  ვცდილობთ აქცენტი გავაკეთოთ სასტუმროს მდებარეობაზე, ამით გარკვეულწილად ვამცირებთ ტრანსპორტირების ხარჯებს და ვზოგავთ დროს. ცენტრალური მდებარეობა არა მხოლოდ ტრანსპორტირებისთვისაა კომფორტული, არამედ კვების ობიექტების მრავალფეროვნებასაც გვთავაზობს.

დამატებით ხარჯებში აღსანიშნავია ევროპის უმეტეს ქალაქში ტურისტებზე დაწესებული მოსაკრებელი, რომელსაც იხდიან ადგილზე, განთავსებისას.

რომელ მიმართულებებს ურჩევთ მათ, ვისაც საზღვაო დასვენება სურს, თუმცა მათი ბიუჯეტი ძვირადღირებულ კურორტებს ვერ წვდება?

საზღვაო  მიმართულებებიდან წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, აქტუალურია თურქეთის კურორტები (ანტალია, კუშადასი, ბოდრუმი), თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წინა წლებთან შედარებით ტარიფები გაზრდილია. ბიუჯეტური დასვენებისთვის სეზონის განმავლობაში ხშირად არის ე.წ. „ბოლო წუთის აქციები“ ეგვიპტის (ჰურგადა და შარმ-ელ შეიხი) და საბერძნეთის მიმართულებით (ჰალკიდიკის ნახევარკუნძული და კუნძული კრეტა), ამ დროს შესაძლებელია სრული პაკეტების შეძენა მისაღებ ფასად, ეს საკურორტო ზონები განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან მოიცავს სრულ მომსახურებას და დამატებით ხარჯებს არიდებს დამსვენებელს. უნდა აღვნიშნოთ, ესპანეთში კოსტა-ბრავას სანაპირო და კვიპროსი, თუმცა ამ შემთხვევაში რაც უფრო ადრე ხდება ტურის შეძენა ან დაჯავშნა, მით უფრო დაბალია ღირებულება, რადგან ტურის ფასზე  დიდ გავლენას ახდენს ავიაბილეთის ტარიფი. საზღვაო ტურის დაგეგმვას, სრული პაკეტების შემთხვევაში, მგზავრებს ვურჩევდით დაახლოებით თვენახევრით ადრე, ევროპის საზღვაო კურორტებზე კი დაახლოებით 2-2,5 თვით ადრე.

 

 


მსგავსი
23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...

08 January 2018

4 მიმართულება ძველით ახალი წლისთვის, რომელიც მცირე ბიუჯეტს მოითხოვს

ბევრ ჩვენგანს სურს, ძველით ახალი წლის ღამე სასიამოვნო მოგონებად აქციოს. აღვნიშნოთ ის მეგობრების გარემოში საქართველოს მთის კურორ...

05 January 2018

სპეციალური მიმართვა გუდაურის ვიზიტორებს

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის კურორტების ვიზიტორებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. "ძვირფას...

18 September 2017

ჭილის ტბა - თბილისის ყურისძირში

თბილისის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ გარშემო ტბების სიუხვით გამოირჩევა. ერთ-ერთი ჩვენი ჭილის ტბაა... საკმაოდ და...

09 June 2017

5 რჩევა ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისთვის

ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის ...

07 March 2017

გაზაფხული ევროპაში - 5 განსხვავებული მიმართულება

გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უ...