12 July 2018
  • 12471 ნახვა

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ არა ამ სიახლემ ევროპის ქვეყნები ქართველი მოგზაურებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და რა ბიუჯეტური მიმართულებები შეგიძლიათ შეარჩიოთ ევროპული შვებულებისთვის - ამ თემაზე Turebi.Ge-ის კითხვებს ტურისტული კომპანია I am Georgia-ს ტურ-ოპერატორი ნინა ბელიაშვილი პასუხობს.

ბოლო პერიოდში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულება დაემატა. რამდენად აისახა ეს სიახლე ევროპის ტურების ფასებზე და რომელი მიმართულებით შეუძლიათ მსურველებს ყველაზე დაბალი ბიუჯეტით ბილეთების შეძენა?

რეისების დამატებამ დიდწილად განაპირობა მგზავრების რაოდენობის ზრდა ევროპის მიმართულებებზე, საზაფხულო სეზონიდან გამომდინარე ფასები ცვალებადი და არასტაბილურია, თუმცა მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ბუდაპეშტის, პრაღის, პარიზის, ათენის, ბერლინის მიმართულებით დაბალი ბიუჯეტის ფარგლებში.

ერთია ტურის ღირებულება, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქალაქში კვების, მუზეუმების და ა.შ ღირებულება. თქვენი გამოცდილებით, რომელია ამ მხრივ ევროპის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქები?

ტურის ღირებულების გარდა მოგზაურობისას მგზავრები ითვალისწინებენ ხარჯებს კვებასთან, ტრასპორტირებასთან და ღირსშესანიშნაობებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს სასურველი მიმართულების შერჩევაზე. კვების მხრივ ყველაზე ხელსაყრელი ქალაქებიდან გამოვყოფდით ბუდაპეშტს, ბუქარესტს, ვარშავას, რიგას, ათენს, რომს.

მოგეხსენებათ, მოგზაურობისას ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით ვთავაზობთ მგზავრებს წინასწარ მოხდეს პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ბილეთების შეძენა, რაც მათ საშუალებას აძლევს თავი აარიდონ რიგებს და მეტი დრო დაუთმონ ახალი შთაბეჭდილებების მიღებას. ევროპის მასშტაბით მუზეუმების და ძირითადი ღირსშესანიშნაობების ფასები დაახლოებით იდენტურია და საშუალოდ 20 ევროს ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ჩვენი მიზანია მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი დაბრუნდეს დაგეგმილი  მოგზაურობიდან, ამიტომ  ვცდილობთ აქცენტი გავაკეთოთ სასტუმროს მდებარეობაზე, ამით გარკვეულწილად ვამცირებთ ტრანსპორტირების ხარჯებს და ვზოგავთ დროს. ცენტრალური მდებარეობა არა მხოლოდ ტრანსპორტირებისთვისაა კომფორტული, არამედ კვების ობიექტების მრავალფეროვნებასაც გვთავაზობს.

დამატებით ხარჯებში აღსანიშნავია ევროპის უმეტეს ქალაქში ტურისტებზე დაწესებული მოსაკრებელი, რომელსაც იხდიან ადგილზე, განთავსებისას.

რომელ მიმართულებებს ურჩევთ მათ, ვისაც საზღვაო დასვენება სურს, თუმცა მათი ბიუჯეტი ძვირადღირებულ კურორტებს ვერ წვდება?

საზღვაო  მიმართულებებიდან წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, აქტუალურია თურქეთის კურორტები (ანტალია, კუშადასი, ბოდრუმი), თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წინა წლებთან შედარებით ტარიფები გაზრდილია. ბიუჯეტური დასვენებისთვის სეზონის განმავლობაში ხშირად არის ე.წ. „ბოლო წუთის აქციები“ ეგვიპტის (ჰურგადა და შარმ-ელ შეიხი) და საბერძნეთის მიმართულებით (ჰალკიდიკის ნახევარკუნძული და კუნძული კრეტა), ამ დროს შესაძლებელია სრული პაკეტების შეძენა მისაღებ ფასად, ეს საკურორტო ზონები განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან მოიცავს სრულ მომსახურებას და დამატებით ხარჯებს არიდებს დამსვენებელს. უნდა აღვნიშნოთ, ესპანეთში კოსტა-ბრავას სანაპირო და კვიპროსი, თუმცა ამ შემთხვევაში რაც უფრო ადრე ხდება ტურის შეძენა ან დაჯავშნა, მით უფრო დაბალია ღირებულება, რადგან ტურის ფასზე  დიდ გავლენას ახდენს ავიაბილეთის ტარიფი. საზღვაო ტურის დაგეგმვას, სრული პაკეტების შემთხვევაში, მგზავრებს ვურჩევდით დაახლოებით თვენახევრით ადრე, ევროპის საზღვაო კურორტებზე კი დაახლოებით 2-2,5 თვით ადრე.

 

 


მსგავსი
05 January 2018

სპეციალური მიმართვა გუდაურის ვიზიტორებს

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის კურორტების ვიზიტორებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. "ძვირფას...

18 September 2017

ჭილის ტბა - თბილისის ყურისძირში

თბილისის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ გარშემო ტბების სიუხვით გამოირჩევა. ერთ-ერთი ჩვენი ჭილის ტბაა... საკმაოდ და...

09 June 2017

5 რჩევა ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისთვის

ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის ...

07 March 2017

გაზაფხული ევროპაში - 5 განსხვავებული მიმართულება

გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უ...

15 February 2017

ისრაელში ცეცხლის გარდამოსვლის დღისთვის განსაკუთრებული წესები იმოქმედებს

2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დ...

09 February 2017

საუკეთესო ადგილები ზვიგენთან ერთად ცურვისთვის

მოგზაურობის, წყალქვეშა აქტივობების და ექსტრიმის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა მსოფლიოს მასშტაბით. ზვიგენე...

06 February 2017

10 ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

კლასიკური, მყუდრო ადგილები, სადაც ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობთ - National Geographic-ი ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულებე...

30 January 2017

5 საუკეთესო ადგილი მარტო მოგზაურობის მსურველი ქალებისთვის

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ეს ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელიც არაერთი ქალისთვის შთაგონება გამხდარა. თუ თქვენც ასეთი ქ...

26 January 2017

10 საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი 2017 წლის ზაფხულისთვის

მზე, მუსიკა, მეგობრებთან ერთად გართობა - ეს იდეალური ზაფხულია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და საზაფხულოდ ევროპაში მოგზ...

18 January 2017

10 საუკეთესო კუნძული თაფლობისთვის გასატარებლად

დაგვეთანხმებით, რომ საქორწინო მოგზაურობა უნდა იყოს დასამახსოვრებელი, თუმცა საუკეთესო მიმართულების შერჩევა ზოგჯერ საკმაოდ რთულია...