რატომ არ ღირს „მონა ლიზა“-ს და ბრიუსელის „ბიჭუნას“ ნახვა?

ბრიტანული ავიაკომპანიის „EasyJet“ ექსპერტებმა გამოკითხეს 20 000 ტურისტი, რათა გაერკვიათ ევროპის რომელმა ღირშესანიშნაობებმა არ გაამართლეს მათი იმედები.

ტურისტებისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“, რომელიც პარიზში ლუვრის მუზეუმში არის გამოფენილი. ყოველდღიურად ასობით (ათასობით თუარა) ადამიანი ამ  შედევრთან იღებს ფოტოს, მაგრამ ვინაიდან მსურველების რაოდენობა ძალიან ბევრიაუმრავლესობა ვერ ახერხებს კარგად დაათვალიეროდ დიადი სურათი.

რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა "ჩეკპოინტ ჩარლის"( Checkpoint Charlie) სახელით ცნობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ბერლინში. ცივი ომის დროს ეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გამშვები პუნქტი იყო, ახლა კი ტურისტული ცენტრია. სამწუხაროდ ტურისტებზე დიდი შთაბეჭდილება ვერც ამ ადგილმა მოახდინა.

ლიდერების სამეულში მოხვდა ბრიუსელის სიმბოლო  - “თავხედი“ ბიჭუნა (Manneken Pis). გამოკითხულთა აზრით, ეს 61 სანტიმეტრიანი ქანდაკება მის ძებნაზე დახარჯულ ენერგიას არ აკომპენსირებს.

იმედგაცრუებების სიაში ასევე აღმოაჩინეს პარიზის ცნობილი კაბარე „მულენ-რუჟი“ და ეიფელის კოშკი.

ორაზროვანი შთაბეჭდილებებით ტურისტები ტოვებენ „ესპანურ კიბეს“, ლუვრს და პიზის კოშკს.

დაგამშვიდებთ, EasyJet-ის  გამოკითხულებმა ჩამოთვალეს ის ღირშესანიშნაობებიც, რომლებმაც გაამართლეს კიდევაც მათი იმედები. მათ მიეკუთვნება: ჩრდილოეთის ნათება ისლანდიაში, კომოს ტბა იტალიაში, სანტორინის კუნძული (საბერძნეთი), ალპები (შვეიცარია), ელაფონისის  ვარდისფერი სანაპირო (საბერძნეთი),  ჩიკვე-ტერეს ნაციონალური პარკი (იტალია)  და ტიტების მინდვრები ჰოლანდიაში.

ამ გამოკითხვის მიუხედავად, ყველა ღირშესანიშნაობის შეფასება მაინც სუბიექტურია, ამიტომ უკეთესია  მაინც ჩვენი თვალით ვნახოთ ყველაფერი  და უკვე შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %