17 June 2019
  • 4648 ნახვა

რა უნდა ვიცოდეთ აფრენამდე

რა უნდა ვიცოდეთ Wizzair -ის თვითმფრინავის ბორტზე სანამ ავალთ ? რა საბუთები უნდა გვქონდეს თან და როგორ უნდა მოვიქცეთ თვითმფრინავში. გთავაზობთ ჩამონათვალს თუ რა უნდა ვიცოდეთ თვითმფრინავის აფრენამდე.

სამგზავრო დოკუმენტები.

ავიაბილეთის დაჯავშნისას მგზავრის სრული სახელი უნდა შეიყვანოთ უშეცდომოდ; ზუსტად ისე, როგორც მითითებულია იმ სამგზავრო დოკუმენტში, რომლითაც ის იმგზავრებს.

დაჯავშნისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, თქვენი რეისის მიმოხილვის გვერდზე შესაძლებელი იქნება სახელის შეცვლის უფასო ვარიანტით სარგებლობა, თუ შესწორებას საჭიროებს შემდეგი:

  • არასწორი ტიტული (მამრობითი/მდედრობითი);
  • შემოკლებული სახელი
  • მართლწერის ან მექანიკური შეცდომა

სახელის ნებისმიერ სხვა ცვლილებასთან დაკავშირებით მიმართეთ  საინფორმაციო ცენტრს დაჯავშნიდან 2 საათის განმავლობაში. 

რა დოკუმენტები უნდა გქონდეთ თან?

რეისზე რეგისტრაციისას ან ჩასხდომის გასასვლელთან თქვენ უნდა წარმოადგინოთ ყველა აუცილებელი და მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი.გარდა ამისა,საჭიროა სხვა ქვეყნებში შესვლისას და სხვა სამიგრაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება,რომლიდანაც, რომლის გავლითაც ან რომელშიც მგზავრობთ. ხოლო თუ არ გექნებათ წესრიგში პასპორტი, ვიზა ან სხვა საჭირო სამგზავრო დოკუმენტი და ქვეყანაში შესვლაზე უარს მიიღებთ, ტრანსპორტირების და სხვა ტიპის დამატებით ხარჯებზე პასუხისმგებელი თქვენ იქნებით.

ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მგზავრობა

მოგზაურობა უფრო კომფორტული რომ იყოს,რამდენიმე სასარგებლო რჩევა უნდა გავითვალისწინოთ ,მშობლებისგან, რომლებსაც აქვთ ბავშვებთან მგზავრობის გამოცდილება.

  • დამატებითი პირადი ნივთი ბორტზე (40x30x20 სმ);
  • პრიორიტეტული ჩასხდომა 2 ზრდასრულისთვისა და ბავშვების შეუზღუდავი რაოდენობისთვის, ყოველ ჩვილზე, რომელიც მგზავრობს;*
  • საბავშვო დასაკეცი ეტლის ან მცირე პორტატული საწოლის ბორტზე უფასოდ ატანის შესაძლებლობა;
  • ადგილების არჩევის საშუალება.
  • შეგიძლიათ შეარჩიოთ ბავშვისთვის გასაფერადებელი წიგნები, სათამაშოები და მცირე ზომის საჩუქრები.

საბავშვო ეტლები თვითმფრინავის კართან ან ტრაპთან უნდა ჩააბაროთ  ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს,მათი უკან მიღება შეგიძლიათ თვითმფრინავიდან გასვლისას.საბავშვო ეტლებს უნდა მიემაგროს შესაბამისი იარლიყი სარეგისტრაციო ან ბარგის ჩაბარების დახლთან.თუ რეისზე ონლაინ რეგისტრაცია გაქვთ გავლილი და მხოლოდ ხელბარგით მგზავრობთ, ეტლისთვის იარლიყის მიმაგრება შესაძლებელია ჩასხდომის გასასვლელთანაც.

თუკი  ავტოსავარძლის გამოყენებას აპირებთ,მის მოსათავსებლად დაგჭირდებათ დამატებით ადგილის შეძენა ჩვეულებრივი ტარიფით. ავტოსავარძელი უნდა განთავსდეს ილუმინატორთან მდებარე ადგილზე. ჩვილის ავტოსავარძლის გვერდით მდებარე ადგილს უნდა იკავებდეს მშობელი(ზრდასრული).

  • ბორტზე დაიშვება მხოლოდ უკან მიმართული საბავშვო ავტოსავარძლები;
  • მას უნდა ჰქონდეს სპეციალური ფიქსატორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მისი საიმედოდ დამაგრება მგზავრის უსაფრთოხების ღვედით.

ჩვილის ავტოსავარძლის მოთავსება ვერ მოხერხდება იმ რიგებში, რომლებიც მდებარეობს საევაკუაციო გასასვლელებთან, ან აღნიშნული რიგების უშუალოდ წინ ან უკან.

განსაკუთრებული დახმარება

მივაქციოთ მეტი ყურადღება იმ მგზავრებს, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები, ან განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებენ.

უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე უნდა შეატყობინოთ შეზღუდული შესაძლებლობის ან რაიმე სხვა მდგომარეობის შესახებ.ამ ტიპის მოთხოვნით მომართვა შესაძლებელია როგორც ინტერნეტით, ავიაბილეთის დაჯავშნისას, ისე განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირების მეშვეობით.

თუ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებთ, გთხოვთ, რეისის რეგისტრაციაზე გამოცხადდეთ დაგეგმილ გამგზავრებამდე 2 საათით ადრე.

ელექტრონული მოწყობილობები ბორტზე

  • მობილური ტელეფონების, ელექტრონული წამკითხველების და პლანშეტების გამოყენება, ნებისმიერ  რეისზე, მხოლოდ ფრენის რეჟიმში შეგიძლიათ.
  • ლეპტოპები აფრენისა და დაფრენისას უნდა შეინახოთ.
  • კარდიოსტიმულატორების, სმენის აპარატების, იმპლანტირებული სამედიცინო მოწყობილობებისა და ნერვების ელექტრონული სტიმულატორების გამოყენება შესაძლებელია შეზღუდვების გარეშე.

წყარო:: https://wizzair.com/ka-ge#/


მსგავსი
08 August 2019

ევროპის 4 გამორჩეულად ლამაზი ქალაქი

დღეს წარმოგიდგენთ ევროპის 4 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით. ...

02 August 2019

მალტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება.

კუნძულოვანი ქვეყანა ...

03 May 2019

რატომ არ ღირს „მონა ლიზა“-ს და ბრიუსელის „ბიჭუნას“ ნახვა?

ბრიტანული ავიაკომპანიის „EasyJet“ ექსპერტებმა გამოკითხეს 20 000 ტურისტი, რათა გაერკვიათ ევროპის რომელმა ღირშესანიშნ...

23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

12 July 2018

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...

08 January 2018

4 მიმართულება ძველით ახალი წლისთვის, რომელიც მცირე ბიუჯეტს მოითხოვს

ბევრ ჩვენგანს სურს, ძველით ახალი წლის ღამე სასიამოვნო მოგონებად აქციოს. აღვნიშნოთ ის მეგობრების გარემოში საქართველოს მთის კურორ...