ევროპის 4 გამორჩეულად ლამაზი ქალაქი

დღეს წარმოგიდგენთ ევროპის 4 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით.

ვილნიუსი, ლიეტუვა

ჩვენს სიაში პირველი ადგილი უკავია ვილნიუსს. თავისი ძველებური და ლამაზი სახლებით, ბაღებითა და ტაძრებით, ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით ის ნებისმიერ ტურისტს მოხიბლავს.  აქ მოსახლეობის უმრავლესობა ველოსიპედებით გადაადგილდება.

თუ გაემგზავრეთ ვილნიუსში, აუცილებლად უნდა მოინახულოთ უჟუპისის რესპუბლიკა -   ხელოვნებისა და მხატვრების კუთხე. აქ ქუჩაში გამოფენილია ნახატები და თითქმის ყველა კედელი მოხატულია. თითოეულ კუთხე-კუნჭულს თავისი ისტორია აქვს. უჟუპისის რესპუბლიკა ცალკე „პატარა სახლმწიფოსავით“ არსებობს, მას თავისი დროშა, გერბი და კონსტიტუცია აქვს. კონსტიტუცია მსოფლიოს რამდენიმე ენაზეა ნათაგრმნი, სხვათაშორის ქართულ ენაზეც. კონსტიტუციის ნიმუში "რესპუბლიკის" საზღვარზეა გამოკრული.

ვილნიუსი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქია. გართობის მოყვარულებს აქ  უამრავი სტუდენტური და ახალგაზრდული კლუბი, ბარები და კაფეები დახვდებათ. კარგად რომ წაიხემსებთ, სასეირნოდ ცენტრალურ პარკში შეგიძლიათ გასვლა, შემდეგ კი გედემინოს ციხესიმაგრიდან ქალაქის ხედს გადმოხედოთ.

ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბუდაპეშტი  - უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრი. საინტერესოა , რომ ის ერთდადერთი ქალაქია, რომელიც მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ბუდაპეშტი სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქად უთვლება

რისი მონახულება შეიძლება ბუდაპეშტში? ის ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა და ქალაქის უდიდესი ნაწილი UNESCO-ს  მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ქალაქის  დათვალიერებისას მოიხიბლებით ბუდას სასახლის უბნით, გრეშამის სასახლით, ნახავთ ბუდაპეშტის ტექნოლოგიურ უნვიერსიტეტსა და უნგრეთის პარლამენტს.  ქალაქი ცნობილია თავისი მინერალური წყლებით. ყველაზე პოპულარულია  მდინარის პირას აშენებული სასტუმრო „გელერტი“ და მისი აბანოები.

დღის განმავლობში ექსკურსიების შემდეგ საღამოს ბუდაპეშტი გართობისა და დროსტარების ქალაქად გადაიქცევა. უნგრეთის დედაქალაქი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ქალაქია. ბუდაპეშტი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ზუსტად ამიტომაც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის აქ.

ბარსელონა, ესპანეთი

ბარსელოოოოონაააა (გავიხსენოთ სიმღერა)  - კატალონიის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი ქალაქი ესპანეთში. ბარსელონაში ნებისმიერი ტურისტი იპოვის მისთვის საინტერესო ადგილს: აქ ხომ უდიდესი ისტორიის მატარებელი ღირშესანიშაობებია, მუზეუმები და შენობები, უგემრიელესი სამზარეულო, კოსტა-ბრავას სანაპირო და, რათქმაუნდა, უსასრულო ღამის ცხოვრება.

ბარსელონაში სტუმრობისას პირველ რიგში უნდა მოინახულოთ „Sagrada Familia“. უდიდესი ტაძარი, რომლის მშენებლობა 130 წელზე მეტი მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

შემდეგ შეგიძლიათ გაისეირნოთ UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ გაუდის პარკში.  არ დაგავიწყდეთ ძველი ქალაქის ცენტრი, გოთიკური უბანი, რომელიც ნებისმიერ სტუმარს თავისი ვიწრო ქუჩებითა და მდიდარი ისტორიით ხიბლავს.

ანტონიო გაუდის ნამუშევრებით თუ ხართ მოხიბლული, მასინ აუცილებლად უნდა ნახოთ ‘Casa Batlló“ - შენობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა.

ბერლინი, გერმანია

ბერლინი სიურპრიზებით სავსე ქალაქია და ტურისტებს უამრავ ღირშესანიშნაობის დათვალიერებასა  და გასართობ ადგილს სთავაზობს.

საინტერესოა, რომ ბერლინში უფრო მეტი მუზეუმია ვიდრე წვიმიანი დღე წელიწადში: გერმანიის დედაქალაქში 180 მუზეუმია, წელიწადში კი მხოლოდ 106 წვიმიანი დღეა.

ბერლინის სავიზიტო ბარათია ბრანდერბურგის კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთი ბერლინის და გერმანიის  გაერთიანების ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. ქალაქში სტუმრობისას არ დაგავიწყდეთ მთელ მსოფლიოში ცნობილი სტრიტ-არტის ნახვა, ბრეჟნევისა და ჰონეკერის კოცნას ვგულისხმობთ. ქალაქის მთავარი ორიენტირი რაიხსტაგი შენობაა, რომელიც ადრე ნაციზმის სიმბოლო იყო, ახლა კი გერმანული პარლამენტის შენობაა.

ბერლინი მსოფლიოში სახელგანთქმულია თავისი პროგრესული ღამის ცხოვრებით. ტურისტების დიდი ნაკადი აქ ზუსტად იმისთვის ჩამოდის, რომ დატკბეს კლუბური მუსიკით, კომფორტული ბარებით და ელეგანტური სამორინეებით. მსურველებისთვის ბერლინსი 200-ზე მეტი კლუბია გახსნილია.

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %