ტიმოთესუბანი - სამოთხე ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბორჯომ-ბაკურიანის ტერიტორია რომ ნამდვილად საოცარი ადგილია, ეს ყველამ იცის. თუმცა ბორჯომის მუნიციპალიტეტში პატარა სამოთხე არსებობს და მას ტიმოთესუბანი ჰქვია. სოფელი წაღვერის თემს ეკუთვნის და ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს. აქ ნამდვილი დასვენების მოყვარულებისთვის მართლაც სამოთხეა: არაჩვეულებრივი ბუნება, კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები, სტუმართმოყვარე მასპინძლები და, რაც მთავარია, ბიო პროდუქტები. ადგილობრივ კოტეჯებსა და ოჯახურ სასტუმროებში ნატურალური, საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტებით და ხილით გაგიმასპინძლდებიან, ფიჭვის ჩაისაც მოგართმევენ და გირჩის მურაბასაც. ეკო-კოტეჯებიეკოკოტეჯებიეზო 2 თუ ტიმოთესუბანს ესტუმრებით, აუცილებლად უნდა ნახოთ XI-XVIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ულამაზესი ტაძარი ნაგებია მოვარდისფრო ქართული აგურით. ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შესული. მხატვრობა შესრულებია არაუგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყივალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. ტიმოთესუბანი ეკლესია.jpg შემოდგომამოხატულობაtimotesubani_3 ტიმოთესუბანს თუ ზაფხულის მზიან დღეებში ესტუმრებით და ამინდი ხელს შეგიწყობთ, შეგიძლიათ პატარ-პატარა გამოქვაბულები და ჩანჩქერებიც ნახოთ. მოკლედ, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დასვენება სასიამოვნოც გამოვიდეს და სასარგებლოც. ჩანჩქერი  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %