პრომეთეს ზღაპრული სამყარო

სხვადასხვა ფერის სტალაგმიტები და სტალაქტიტები, ბუნების მიერ გამოთლილი უცნაური ფორმის ფიგურები - ეს პრომეთეს მღვიმეა. 1984 წლის 15 ივლისს  სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

 

პრომეთეს მღვიმე  ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, ამიტომაც,  შესვლისთანავე თავი ზღაპარში გეგონებათ. აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს, რომელთა შექმნასაც მილიონობით წელი სჭირდება. იქ,  16 სხვადასხვა ზომის დარბაზია. ყველაზე ლამაზი  დარბაზი, რომელიც გამოირჩევა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სიმაღლით „რუსთველი“ ეწოდება.

 

მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა. მთავარ შესასვლელთან მე-60 მეტრზე მღვიმეს ახშობს ტბა. პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 257 კმ-ის დაშორებით. ამავე რაიონში მდებარეობს  სათაფლიც,  თუ თქვენ მოხვდებით წყალტუბოში ორივე მღვიმის დათვარიელებას ერთ დღესვე შესძლებთ.

 

promete56

100b2400

10408937_1402547710034886_1574018329900060644_n

10418239_1402547716701552_806272008686675430_n

10426660_1402547916701532_3203402663001236892_n

10450733_1402547796701544_7064880102402658003_n

10454336_1402547700034887_5072117670813300924_n

10473176_1402549700034687_8735198606721659334_n

10373607_1402547970034860_8521586617375186126_n

55754

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %