05 April 2016
  • 2075 ნახვა

ბირთვისები - აუღებელი ციხე

ბირთვისის ციხის კომპლექსი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით  მდებარეობს. ბირთვისი ბუნების  გამორჩეული ძეგლი და საქართველოს დიდი ისტორიის მოწმეა. თავის დროზე ბირთვისის ციხე თითქმის აუღებლადაც ითვლებოდა და მე-18 საუკუნის ბოლომდე მტკიცედ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე. იგი ბუნებრივად  მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს. ბირთვისის ციხე ისტორიულ წყაროებში მე-11 საუკუნიდან იხსენიება.  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი მე-15 საუკუნეში მოხდა. თემურლენგი მერვედ და უკანასკნელად შემოესია საქართველოს. ბირთვისის აღებას იგი თვითონ ჩაუდგა სათავეში. ციხეს ალყა შემოარტყა და ლოდსატყორცნიდან დაუშინა ქვები. სროლა წუთითაც არ წყდებოდა.  ერთ ღამეს ლოდსატყორცნი უეცრად დადუმდა, ამ დროს კლდეზე მცოცავებმა შეაღწიეს ციხეში და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, თუმცა უკვე გვიანი იყო ბირთვისი დაეცა. გადარჩენილი ქართველები თემურლენგმა სიკვდილით დასაჯა. ბირთვისი birtvisi-08 ციხისკენ მიმავალ გზას მივყავართ ვიწრო კარამდე. შიგნით, ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე, პატარა ეზო იქმნება. აქედან იწყება ციხე. მაგრამ ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. აქედან, ამ წვეტიანი მთების ძირები ისე ღრმადაა, რომ ზემოდან ძლივს მოჩანს. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ. „შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი. ბირთვისი, ბირთვისები მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. აქ ძირითადად 2 დღიანი ლაშქრობების ეწყობა და ხშირად ნახავთ კარვებში დაბანაკებულ მოლაშქრეებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბირთვისის კომპლექსის გენერალური რუკა არ არსებობს, სალაშქრო გზის ნაწილი კი ტყეში გადის, რეკომენდირებულია გამოცდილ გამყოლთან ერთად ლაშქრობა. ბირთვისი cf5fcea8ef53
მსგავსი
15 August 2017

ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენ...

10 August 2017

ისტორიული ახალციხე

ამჯერად ეს პოსტი ოდნავ განსხვავებული იქნება, რადგან ქალაქი, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, ჩემი მშობლიური ქალაქია. რა თქმა უნდა,&...

24 July 2017

საირმე – მწვანე მარგალიტი

 თუ მწვანე თქვენი საყვარელი ფერია, მაშინ საირმე აუცილებლად შეგიყვარდებათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის აუცილებელი პირო...

11 May 2017

ნავენახევის მღვიმე - 210 მეტრიანი მღვიმე თერჯოლაში

განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 210 მეტრის სიგრძის ორსართულიანი მღვიმე ჯერ კიდევ...

05 April 2016

ბირთვისები - აუღებელი ციხე

ბირთვისის ციხის კომპლექსი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით  მდებარეობს. ბირთვისი ბუნების  გამორ...

08 March 2016

ლაგოდეხი, ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი

ჩანჩქერის სანახავად საუკეთესო პერიოდი გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდეა, მაშინ, როცა ყველაფერი გაფოთლილია და ტემპერატურა საკმა...

06 March 2016

Lake Paliastomi - Kolkheti National Park

Lake Paliastomi  is a small lake near the city of Poti, Georgia, connected to the Black Sea by a narrow channel. Its surface area ...

20 December 2015

Ski splendidly in Georgia - Hatsvali

Mestia  is a highland townlet  in northwest Georgia, at an elevation of 1,500 metres (4,921 feet) ...

07 December 2015

Focus on Georgian Wines and the Traditional Method of Winemaking

Georgia, a land of 520 grape varieties and an 8000 year history of winemaking, proudly maintains its status as the birthplace of w...

01 December 2015

Ski splendidly in Georgia - Bakuriani

A two and half hour drive from Georgia's capital will bring you to Bakuriani - the ski and health resort set at an altitude of 170...