ნავენახევის მღვიმე - 210 მეტრიანი მღვიმე თერჯოლაში

განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 210 მეტრის სიგრძის ორსართულიანი მღვიმე ჯერ კიდევ უცნობია ბევრისთვის. ნავენახევის მღვიმე თერჯოლის რაიონში, სოფელ ნავენახევში, ზღვის დონიდან 235 მეტრზე მდებარეობს.

ნავენახევი

მღვიმეში 4 დარბაზია. პირველს ქართველი პალეოლოგების დარბაზს უწოდებენ. მეორე თიხნარი დარბაზის სახელწოდებით არის ცნობილი. მესამე საოცრებათა დარბაზია, მეოთხეს კი ოქროს ჩარდახს უწოდებენ. მღვიმის წყალი შეიცავს კალცს, მარილებს. აქ სტალაქტიდის მოპირისპირედ წარმოიქმნება სტალაგმიტი, ისინი ერთად ქმნიან სტალაგანტს, მისი რაოდენობა მღვიმეში 120-ია, რაც ბევრად აღემატება სათაფლიისა და ახალი ათონის მღვიმეებში არსებულ სტალაგანტთა რიცხვს. 

მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.

ნავენახევის მღვიმე საქართველოს მთავარი სატრანსპორტო გზიდან დაახლოებით 20 წთ-ის სავალ გზაზე მდებარეობს. შესაბამისად, მისი მონახულება მარტივად შეგიძლიათ იმერეთის მასშტაბით ტურის დროს.

ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტები ქალაქი ქუთაისი და თერჯოლის რაიონში მდებარე რამდენიმე საოჯახო სასტუმროა.

ნავენახევის მღვიმის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ასევე დასრულებულია მღვიმის არქიტექტურული პროექტი, რომლის მშენებლობაზეც ტენდერი მალე გამოცხადდება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 990.000 ლარი მთლიანად საბიუჯეტო სახსრებიდან დაიფარება, რაც გათვალისწინებულია სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ 2017 წლის ბიუჯეტში. 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %