24 July 2017
  • 973 ნახვა

საირმე – მწვანე მარგალიტი

 თუ მწვანე თქვენი საყვარელი ფერია, მაშინ საირმე აუცილებლად შეგიყვარდებათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის აუცილებელი პირობა ამ დგილის შესაყვარებლად. საირმემდე მეგონა, რომ ჩემს საყვარელ ბორჯომზე მეტად გამწვანებული კურორტი საქართველოში არ გვქონდა, მაგრამ საირმე სწორედ ის ადგილია, რომელმაც აზრი შემიცვალა.

საირმე

ზოგადად საირმე ტექსტებში მეცხრამეტე საუკუნიდან იხსენიება. სახელი თვითონვე გვიყვება ეტიმოლოგიის შესახებ.  ეს ადგილი გამოირჩეოდა ირმების სიმრავლით, რის გამოც შეერქვა საირმე, ხოლო 1930–იანი წლებში უკვე ოფიციალურად მიიღო კურორტის სტატუსი და ამ პერიოდიდან იწყება სანატორიუმების გაშენებაც. საირმე ტერიტორიულად ქუთაისის სამხრეთით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ბაღდათიდან დაახლოებით 25 კილომეტრის მანძილზე. კურორტის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა. ფატქობრივად, ამ დროიდან თავიდან დაიწყო სიცოცხლე  კურორტმა. ალბათ ამის გამო მეგონა, რომ საირმე სრულიად ახალი კურორტი იყო, არადა ის განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი ბალნელოგიური კურორტი იყო. ამის გამოც არის, რომ დღესაც მისი ხშირი სტუმრები არიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, საირმემ სახელი უკვე ევროპაშიც გაითქვა, რაზეც ევროპული ქვეყნებიდან ვიზიტორების სიმრავლე მეტყველებს.

მიუხედავად იმისა , რომ საირმეში დიდი მოლოდინებით ჩავედი, ჩასვლისას ამინდმა შემიშალა ხელი, მივმხვდარიყავი გამართლდა თუ არა მოლოდინები. ღამე იყო და ძალიან წვიმდა, საირმეში კი ისეთი წვიმა იცის, რომ ძნელია რამის დანახვა, ამიტომ სასტუმროს გარდა ვერაფერი დავინახე, მაგრამ ჰაერით მივხვდი, რომ დილით ნამდვილად გადააჭარბებდა რეალობა მოლოდინს.კურორტი საირმე

გათენდა ნანატრი დილაც და რაც მე აივნიდან დავინახე, იყო მოლოდინის 101 %–ით ახდენა. სრული სიმწვანე, თან ძალიან ძალიან ხასხასა მწვანე ბუნება იყო ირგვლივ. საირმე მთლიანად წიწვოვან–ფოთლოვანი ტყით არის გარშემორტყმული, უფროსწორად ტყეშია ჩაფლული. ჰაერი კი იმდენად სუფთაა, სულ რომ თვალები დახუჭო, სუნთქვით ისიამოვნებ. უშუალოდ კურორტი კი ძალიან პატარაა, მაგრამ გემოვნებიანად გაკეთებული. ტერიტორიაზე 3 ძირითადი სასტუმროა და რამდენიმე პატარა გასაქირავებელი ბინა. კურორტი მთელი წლის განმმავლობაში ღებულობს დამსვენებელს. შენობები და დაწესებულებები საირმის ცენტრალური ნაწილის ირგვლივ არის გაშენებული, ცენტრში კი დასასვენებელი და გასართობი პუნქტებია: საბილიარდო, მაგიდის ტენისი, სტადიონი, ჰამაკები, რომლებზეც ძალიან უნდა მოინდომო რომ ადგილი დაიკავო.

საირმის მთავარი ღირსება მისი გამაჯანსაღებელ–სამკურნალო ფუნქციაა, რომელსაც 1500 მეტრის სიღრმიდან მომდინარე თერმული წყლები, უმაგრესი ბუნება, 24–საათიანი პოლიკლინიკა და გერმანელების მიერ შექმნილი სარეაბილიტაციო ცენტრი უზრუნველყოფს. საირმეს ტერიტორიაზე თერმული წყლების 4 ბიუვეტი არის გაშენებული, თითოეულ მათგანს განსხვავებული დანიშნულება აქვს, ამიტომ თუ სრულიად ჯანმრთელი ხართ და საირმეში უბრალოდ დასასვენებლად წახვალთ, სურვილის თუ არა ცნობისმოყვარეობის გამო მაინც გასინჯავთ ამ წყალს, მაგრამ გაითვალიწინეთ, რომ დიდი დოზის მიღება არანაირად არ შეიძლება, თითო ბიუვეტიდან თითო ყლუპის გასინჯვა სრულიად საკმარისია, მითუმეტეს რომ არა მგონია წყლის სპეციფიკური გემოდან გამომდინარე მეტის დალევა მოგინდეთ, ხოლო თუ რაიმე გაწუხებთ, ექიმი თვითონვე დაგინიშნავთ განსაზღვრულ დოზას. წყალს იმდენად რთული ქიმიური შემადგენლობა აქვს, რომ ბოთლში ჩასხმისას ცოტას თუ დააყოვნებთ ფსკერზე ჟანგი გაჩნდება, ექსპერიმენტი მეც ჩავატარე.

საირმე

თუ საირმეში წახვალთ აუცილებლად გაითვალიწინეთ ამინდის თავისებურება. მდებარეობის გამო ზაფხულშიც სიგრილეა, განსაკუთრებით დილით და საღამოს აუცილებლად დაგჭირდებათ თბილი ტანსაცმელი, შუადღისით თბილა, ამიტომ რამდენიმე საზაფხულო ტანსაცმელიც თან იქონიეთ. ზოგადად, ნალექიანი ადგილია და ხშირად წვიმს, წვიმის შემდეგ კი ნისლი ფარავს იქაურობა, რაც თავისებურ ეშხს მატებს საირმეს.

საირმე

 მე თვითონ 3 დღით ვიყავი საირმეში და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომეწონა იქაურობა და ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ადგილი გახდა, მაინც რატომღაც მომწყინდა. აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის ვფიქრობ  3 დღე სრულიად საკამრისია რელაქსაციისთვის. მოკლედ, საირმე ნამდვილად არის ადგილი, სადაც ერთხელ მაინც უნდა წახვიდე და ნახო საქართველოს პატარა მწვანე მარგალიტი.

მსგავსი
06 December 2017

კინჩხა - სამი წლის წინ და დღეს

"მოვიარე გორდი, კინჩხა  ვერ ვიპოვე მჭადის ფინჩხა” ყვება ქართული ხალხური ლექსი ხ...

27 November 2017

რატომ უნდა წავიდე ზამთარში აბასთუმანში?!

თითქმის ყველა სეზონზე ვარ აბასთუმანში ნამყოფი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი საყვარელი პერიოდი ამ ადგილისთვის გაზაფხულის მიწურილ...

10 November 2017

ლაშქრობა პირველი - გერგეტის სამება

იცით როგორია პირველი ლაშქრობა? იმ თხილიანი შოკოლადის გემო აქვს, სულის მოსათქმელად , შესვენებისას რომ ნეტარებით ჩაკბეჩ და ენერგი...

18 October 2017

საღამოს ტბა - არაფრის კეთების დღე სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთი. შემოგდომა. საღამოს ტბა. ...

12 October 2017

მაჭის ციხე - შემოდგომა ლაგოდეხის ნაკრძალში

ლაგოდეხის ნაკრძალი რაოდენ მშვენიერი სანახავია, ამის მოყოლას არ დავიწყებ. ჩვენს დიდ უმრავლესობას იქ ზაფხულობით დაგვისვენია, თუმც...

21 September 2017

რა მასწავლა კახისის ტბამ

მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ბევრი მიზეზის გამო:  იმიტომ, რომ  მთაში ჩაის გემო ეძლევა, იმიტომ, რომ შარფების ხმარებას ვი...

29 August 2017

ვარძია - მოგზაურობა მესხეთში

მესხეთში მოგზაურობა წარმოუდგენელია ვარძიის ნახვის გარეშე. ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის გ...

29 August 2017

ზარზმა/ჭულევი - მოგზაურობა მესხეთში

ზაფხულის უდიდეს ნაწილს მესხეთში ვატარებ, ამიტომ ვცდილობ დასვენება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს. მესხეთი კი ბევრ შესაძლებლობ...

21 August 2017

აბასთუმანი - მოგზაურობა მესხეთში

გრძელდება ჩემი მესხური მოგზაურობა. ამჯერად მინდა მოგიყვეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კურორტზე - აბასთუმანზე. ახალციხიდ...

15 August 2017

ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენ...