21 August 2017
  • 545 ნახვა

აბასთუმანი - მოგზაურობა მესხეთში

გრძელდება ჩემი მესხური მოგზაურობა. ამჯერად მინდა მოგიყვეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კურორტზე - აბასთუმანზე. ახალციხიდან სულ რაღაც 28 კილომეტრის მანძილის გამო ბავშვობაში ხშირად დავდიოდი და კარგად ვიცნობ იქაურობას. ამ ჩასვლაზე, სამწუხაროდ, ყველაფერი იგივენაირად დამხვდა. განახლების მხრივ აბასთუმანი ერთ-ერთი ყველაზე ,,დაჩაგრული“ კურორტია საქართველოში. ისევ ძველი სახლები, ძველი პარკი, ძველი შენობები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მომნატრებია იქაურობა. განუახლებლობის მიუხედავად, არაერთი მიზეზი შემიძლია დავასახელო, თუ რატომაც უნდა წახვიდეთ აბასთუმანში.

 აბასთუმანი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.თავდაპირველად IX-X საუკუნეში ქალაქ ოძრხეს სახელით იყო ცნობილი, აბასთუმანი კი XIX საუკუნიდან ეწოდა, ახლა მას დაბის სტატუსი აქვს.

ეს არის ტყეში ჩაფლული ადგილი, უფრო კონკრეტულად,  წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული. ერთი შეხედვითაც ადვილი მისახვედრია, რომ აბასთუმნის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კლიმატია. აქაური სასწაულმოქმედი ჰაერი განსაკუთრებით სასარგებლოა ფილტვების დაავადებების პროფილაქტიკისთვის. აქაური ჰაერი და კლიმატი  განსაკუთრებით განთქმული იყო რუსეთის იმპერიაში, საიდანაც XIX საუკუნის ბოლოს რუსეთის მთავარი გიორგი რომანოვიც გადმოსულა აბასთუმანში ფილტვების დაავადების სამკურნალოდ. გიორგის აბასთუმანთან ახლოს ზარზმის მონასტერი უნახავს და მოსწონებია, მისივე ინიციატივით აბასთუმანშიც ააშენეს ზარზმის მსგავსი ეკლესია, მას ,,ახალ ზარზმას“ უწოდებენ ხოლმე.

აბასთუმანი

 აბასთუმანი ასევე განთქმულია მინერალიზებული წყაროებითაც და თერმული წყლებით, ამის გამო აბასთუმანს კლიმატურ-ბარნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევენ.

აბასთუმანთან ასოცირდება ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სასწავლო - კვლევით დაწესებულებას საქართველოში.ობსერვატორია 1932 წლიდან ფუნქციონირებს. პირველად ქართველის მიერ ასტრონომიული აღმოჩენა 1942 წელს  შედგა. (ასტრონონმა გიორგი თევძაძემ ორი კომეტა აღმოაჩინა). მას შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი ასტრონომიული აღმოჩენა გაუკეთებიათ ამ ობსერვატორიაში. ქალაქის ცენტრიდან ობსერვატორიამდე 8 კილომეტრია, სამანქანო გზის გარდა ფუნქციონირებს საბაგიროც, რომელიც აბასთუმნის პარკიდან ობსერვატორიამდე ადის.         

აბასთუმნის პარკი დიდად ღირსშესანიშნავი ადგილი არ არის, მაგრამ გართობა მაინც შეიძლება. პარკში არის საბავშვო სახტუნაოები, ტირი, ცხენების გაქირავება, კვადროციკლი, სასეირნო მიკრო-ავტობუსი... ასევე ფუნქციონირებს კაფე-ბარიც.   აბასთუმნის პარკი

აბასთუმანში ერთი დღით ჩასვლის  მიზეზი კი ხშირად გოგირდის აუზებია. აუზის შენობა დახურულია და შედგება 2 თუ 3  სიდიდის მიხედვით განსხვავებული აუზისგან.

როგორც ვთქვი, ინფრასტრუქტურა მოსაწერიგებელია. დამსვენებელთათვის  რამდენიმე ახალი სასტუმრო ფუნქციონირებს, თუმცა მთელს დაბაში კვლავ რამდენიმე ათწლეულის წინ აშენებული განუახლებელი სახლები დგას.

აბასთუმანი ჩემი დაკვირვებით, აბასთუმანი ტურისტებშიც არ არის განთქმული ადგილი. დაბაში სეირნობისას სულ რამდენიმე ტურისტს მოვკარი თვალი. აშკარა იყო ქართველი დამსვენებლების ნაკლებობაც. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი შესაძლებლობების მქონე კურორტს სათანადო ყურადღება არ ექცევა. თუმცა დამიჯერეთ აბასთუმანს თავისი ხიბლი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, ამიტომ მოინახულეთ ეს ადგილი, გააცანით ის თქვენს მეგობრებსაც, რათა ასეთი განსაკუთრებული კურორტი დავიწყებას  არ მიეცეს.

აბასთუმანი

მსგავსი
06 December 2017

კინჩხა - სამი წლის წინ და დღეს

"მოვიარე გორდი, კინჩხა  ვერ ვიპოვე მჭადის ფინჩხა” ყვება ქართული ხალხური ლექსი ხ...

27 November 2017

რატომ უნდა წავიდე ზამთარში აბასთუმანში?!

თითქმის ყველა სეზონზე ვარ აბასთუმანში ნამყოფი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი საყვარელი პერიოდი ამ ადგილისთვის გაზაფხულის მიწურილ...

10 November 2017

ლაშქრობა პირველი - გერგეტის სამება

იცით როგორია პირველი ლაშქრობა? იმ თხილიანი შოკოლადის გემო აქვს, სულის მოსათქმელად , შესვენებისას რომ ნეტარებით ჩაკბეჩ და ენერგი...

18 October 2017

საღამოს ტბა - არაფრის კეთების დღე სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთი. შემოგდომა. საღამოს ტბა. ...

12 October 2017

მაჭის ციხე - შემოდგომა ლაგოდეხის ნაკრძალში

ლაგოდეხის ნაკრძალი რაოდენ მშვენიერი სანახავია, ამის მოყოლას არ დავიწყებ. ჩვენს დიდ უმრავლესობას იქ ზაფხულობით დაგვისვენია, თუმც...

21 September 2017

რა მასწავლა კახისის ტბამ

მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ბევრი მიზეზის გამო:  იმიტომ, რომ  მთაში ჩაის გემო ეძლევა, იმიტომ, რომ შარფების ხმარებას ვი...

29 August 2017

ვარძია - მოგზაურობა მესხეთში

მესხეთში მოგზაურობა წარმოუდგენელია ვარძიის ნახვის გარეშე. ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის გ...

29 August 2017

ზარზმა/ჭულევი - მოგზაურობა მესხეთში

ზაფხულის უდიდეს ნაწილს მესხეთში ვატარებ, ამიტომ ვცდილობ დასვენება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს. მესხეთი კი ბევრ შესაძლებლობ...

21 August 2017

აბასთუმანი - მოგზაურობა მესხეთში

გრძელდება ჩემი მესხური მოგზაურობა. ამჯერად მინდა მოგიყვეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კურორტზე - აბასთუმანზე. ახალციხიდ...

15 August 2017

ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენ...