12 October 2017
  • 340 ნახვა

მაჭის ციხე - შემოდგომა ლაგოდეხის ნაკრძალში

ლაგოდეხის ნაკრძალი რაოდენ მშვენიერი სანახავია, ამის მოყოლას არ დავიწყებ. ჩვენს დიდ უმრავლესობას იქ ზაფხულობით დაგვისვენია, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოდგომით ეს ადგილები გაათმაგებულად ლამაზია. ლაგოდეხის ნაკრძალიისე, მაინც რა გვახსენდება ლაგოდეხის ნაკრძალზე საუბრისას? ზაფხული და გურგენიანის ჩანჩქერი? შემოდგომაზე არ გამოგვადება, ცივა უკვე მდინარეებში სატანტალოდ. 
და შავი კლდეების მართლაც რომ მშვენიერი ტბა?- არც ეს გამოგვადგება, თოვლი მოვიდა უკვე მთაში, და მუხლამდეაო საკვალი, ადგილებში... 
არაფერი დარჩა ვითომ ამ სეზონისთვის?
დარჩა რომელია, მთელი ნაკრძალი ისეა აფერადებული კაცს ზღაპარში გაგრძნობინებს თავს... დღე-დღეზე წაბლი შემოვა, ტყე სოკოთი აივსება...მაგრამ თუ არც სოკო და არც წაბლი მინდა? ( ეგეთი რამ ალბათ ბუნებაში არ არსებობს მაგრამ მაინც) 
მაშინ მოდი ვნახოთ: რამდენ ჩვენგანს გვსმენია მაჭის ციხეზე?!.

ამ შუასაუკუნის ციხესიმაგრის ნანგრევები ლაგოდეხიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
ზოგადი ისტორიული მიმოხილვისთვის გეტყვით, რომ მაჭის ციხე საერისთავო ცენტრი ყოფილა, IX საუკუნეში აუგიათ და მეფეების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.
მარშუტის სირთული საშუალოზე მარტივია.
როგორ მივაგნოთ?
მარტივად რომ ვთქვათ, ჯერ თავი ლაგოდეხში უნდა ამოვყოთ და ლაგოდეხიდან კი სოფელ მაწიმში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე პატარა სოფელში უნდა გადავინაცვლოთ. სწორედ აქედან იწყება მაჭის ციხის მარშუტი. შეგიძლიათ აქვე საჯინიბოდან ცხენები იქირაოთ და მთელი ეს მარშუტი საცხენოსნოდ აქციოთ.
მარშუტის მთლიანი სიგრძე 10 - 12 კმ-ს არ აღემატება.
მაწიმის საინფორმაციო ცენტრიდან, რომელიც თავადაც ნაკრძლის ტერიტორიაზე მდებარეობს, გზას " ბნელი ხეობის" აღმასავლით გააგრძელებთ... ჯერ სახელიც კი როგორი დიადი აქვს არა? " ბნელი ხეობა" ...ბნელი ხეობა ლაგოდეხის ნაკრძალშირამდენიმე საათში მიაღწევთ მცირე გორას, რომლის თავზეც მაჭის ციხე მდებარეობს. 
მთელი მარშუტის მანძილზე წვრილ ბილიკზე მიტანტალებ ადამიანი, თავზე უზარმაზარი, საუკუნოვანი ხეები წამოგდგომია და ფეხქვეშ კი ფოთლების შრიალი გამუდმებით გიმშვიდებს გონებას ახვალთ თუ არა გორას, დაინახავთ: წინაპრების მიერ აგებული ციხესიმაგრე დღესაც ამაყად დგას. ციხესიმაგრის შიგნით ნახავთ უზარმაზარი გალავნის კედლებს,მაჭის ციხეცენტრში მდგარ ჯერ კიდევ კარგად შემონახულ ეკლესიას, მიწისქვეშა გვირაბებსა თუ წყლის საცავებს...მაჭის ციხეუკან იმავე გზით უნდა დაბრუნდეთ რა გზითაც ახვალთ. 
წყალს რაც შეეხება :  მთლიან მარშუტზე "იშოვება" ...
აუცილებლად კი ის უნდა იცოდეთ რომ ამ მარშუტისთვის საშვის აღება დაგჭირდებათ, რომელსაც თბილისში ან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრში აიღებთ. 
არ დაგრჩეთ პირადობა, ვინაიდან საშვს მის გარეშე ვერ მიიღებთ.      ლაგოდეხის ნაკრძალიბედნიერ მცირე გასვლას, მუხლის გაშლას, საინტერესო თავგადასავალსა და შემოდგომის ლაგოდეხით ტკბობას გისურვებთ მეგობრებო 

მსგავსი
20 September 2015

პრომეთეს ზღაპრული სამყარო

  სხვადასხვა ფერის სტალაგმიტები და სტალაქტიტები, ბუნების მიერ გამოთლილი უცნაური ფორმის ფიგურები - ეს პრომეთეს მღვიმეა. ...

19 September 2015

ერთადერთი ორ გუმბათოვანი ეკლესია საქართველოში

კახეთის ტურისტულ და ისტორიულ ძეგლებში გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი უდავოდ გამორჩეულია. ტაძარი საქართველოში ერთადერთი ორ გუმბათ...

18 September 2015

სალხინო - დადიანების სასახლე

შემოდგომაზე საბოდიალო ადგილების სიაში ერთ-ერთ უპირატეს ადგილს სალხინო იკავებს. ...

18 September 2015

5 ადგილი კახეთში, რომელიც შემოდგომაზე უნდა მოინახულო

კახეთი -ყურძნის და ღვინის მხარეა. მაგრამ რთველში წასვლის და ღვინის დაგემოვნების გარდა, აქ ის ადგილებიცაა, რომელიც შემოდგომის ფოთოლ...